დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 19, 2013

„ჰონდა“ ელექტრომობილების ტრენდში ჯუჯა MC-β-ით ერთვება

Honda's New Micro-Sized MC-β Looks Like an Electric Golf Kart
19 ნოემბერი

 პატარა საქალაქო ელექტრომობილები თანდათან სულ უფრო პოპულარული ხდება. ეკონომიურობის და გარემოსადმი მეგობრულობის გარდა, ისინი დიდი ქალაქების გადატვირთულ ქუჩებში ყველანაირად მოსახერხებელია - ადვილია მათი პარკირება და საცობებშიც ადვილად გაიკვლევთ გზას. „რენო ტვიზი“ ამ კლასში ერთ-ერთი პიონერია. მალე ბაზარზე მისი ტყუპისცალი გამოჩნდება „ნისანისგან“, მათ კი კონკურენციას „ჰონდას“ ჯუჯა ელექტრომობილი გაუწევს, რომელსაც უცნაური სახელი აქვს - MC-β (ემსი-ბეტა).
იაპონური კომპანია განმარტავს, რომ „ემსი-ბეტა“ ქალაქში, ახლო მანძილზე სამგზავროდ იდეალური ავტომობილია. მისი პრემიერა ტოიკიოს მოტორ შოუზე გაიმართება, რომელიც რამდენიმე დღეში გაიხსნება. „ჰონდას“ განმარტებით, MC-β კლასიფიცირდება, როგორც L7 კატეგორიის ელექტრული მოტოციკლი, რომლის წონაც არ აღემატება 400 კილოგრამს.
წონის შეზღუდვის გამო, „ემსი-ბეტას“ ელემენტების მცირე ბლოკი აქვს, რაც მის სვლის სიშორეს ზღუდავს. თუმცა, პატარა ელექტროძრავი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც მხოლოდ 11 კილოვატია ბევრ ენერგიას არც მოიხხმარს. ამიტომ, ავტომობილი ელემენტების ერთი სრული დამუხტვით, 80 კილომეტრის გავლას შესძლებს. „ემსი-ბეტას“ მცირე მაქსიმალური სიჩქარე აქვს - 70 კმ/სთ.
პატარა ერთადგილიანი ელექტრომობილის მზიდი სივრცული ჩარჩო მრგვალი მილებისგანაა შეკრული. „ემსი-ბეტას“ გაბარიტებია: სიგრძე 2.5 მეტრი, სიგანე 1.3 მეტრი. სიმაღლე და ბორბლებს შორის ბაზის სიგრძე უცნობია. ამ ელექტრომობილის საგზაო ტესტირებას „ჰონდა“ მალე დაიწყებს.

No comments:

Post a Comment