დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 19, 2013

ახალი „მუსტანგის“ პრემიერა 5 დეკემბერს დაინიშნა

Ford Makes 2015 Mustang Reveal Date Official: December 5, 2013
19 ნოემბერი
ახალი „მუსტანგის“ პრემიერის დღეც დაინიშნა - ავტომობილს, რომელზეც უკვე ორ წელზე მეტია, ლაპარაკი არ წყდება, „ფორდი“ პირველად ოფიციალურად 5 დეკემბერს წარგვიდგენს. ამ ინფორმაციასთან ერთად, ცისფერმა ოვალმა ვიდეო ტიზერიც გამოაქვეყნა, რომელიც ძალიან ზოგადია და მასში რა თქმა უნდა, ახალ ავტომობილს, ან მის ფრაგმენტებს ვერ ნახავთ. გერმრიელ ნაჭრებს ცალ-ცალკე კი არა, პრემიერის დროს სრულად, „ტორტის“ სახით მივიღებთ.
ვიდეოს, რომელიც მხოლოდ 16 წამი გრძელდება, თან ახლავს სიტყვიერი განმარტება: „5 დეკემბერს „ფორდი“ საბურველს მოხსნის სრულიად ახალ „მუსტანგს“, მეექვსე თაობის პონი ქარს, რომელსაც მერმისს 50 წელი უსრულდება. „ფორდი“ „მუსტანგის“ ისტორიაში ახალი ფურცლის ჩაწერას იწყებს და ადამიანებს ფოტოგრაფიის საშუალებით, თავიანთი ამბების ინსტაგრამზე და ფეისბუკზე გადმოცემას სთავაზობს. სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტოები და ვიდეოები მოგვიანებით ვებგვერდ http://www.mustanginspires.com-ზე აიტვირთება“.
მართალია, ახალი „მუსტანგის“ პრემიერის დღე დაინიშნა, მაგრამ სავარაუდოდ, მის შესახებ ინფორმაციების ფრაგმენტებს და ფოტო ტიზერებს, ცისფერი ოვალი რამდენიმე ულუფად გამოაქვეყნებს - ამ დღეებში ხომ მსოფლიომ ახალი „მუსტანგის“ მოლოდინში უნდა გაატაროს...

No comments:

Post a Comment