დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 7, 2014

„ფორდი“ გერმანიაში „ფიესტას“ მიწოდებას გაზრდის

Ford boosts Fiesta output in Germany on growing demand
7 აპრილი
სუბკომპაქტურ „ფიესტაზე“ გაზრდილი მოთხოვნის დააკმაყოფილებლად, „ფორდმა“ თავის კიოლნის (გერმანია) ქარხანაში ამ ავტომობილის წარმოება გაზარდა. კომპანიის განცხადებით, წლის დასაწყისიდან, დღიური წარმოება 200 ერთეულით გაიზარდა, რის შემდეგაც, ქარხანა ყოველდღიურად 1850 ცალ „ფიესტას“ აწარმოებს.

„ჰიუნდაი“ სუბკომპაქტური ქროსოვერის გამოშვებას განიხილავს

Hyundai U.S. CEO: Sub-Tucson Crossover Being Considered
7 აპრილი
მსოფლიო ბაზრის კვლევები ცხადყოფს, რომ ხშირად, საშუალო ზომის სედანების მფლობელების შემდეგი ავტომობილიკომპაქტური ქროსოვერებია, როგორიცაა „ჰიუნდაი ტუსანი“. მათს არჩევანს ასეთი ავტომობილების მრავალმხრივობა განაპირობებს, რაშიც მოიაზრება როგორც ქროსოვერების უნივერსალურობა, ასევე მათი ფართო სალონი და ნებისმიერ ამინდსა და შედარებითი უგზოობისას მართვის თვისებათა შენარჩუნება.

მალდონადო ჩინეთის სტარტზე ხუთი ადგილით ჩაიჩოჩებს

Motor racing-Maldonado handed grid penalty for Chinese GP
7 აპრილი
როგორც მოსალოდნელი იყო, ბაჰრეინის რბოლისას მომხდარ შეჯახებაში დამნაშავედ სტიუარდებმა პასტორ მალდონადო მიიჩნიეს. შესაბამისად, მის წინააღმდეგ სანქციები მიიღეს. თუმცა, სასჯელი საკმაოდ მსუბუქია - ჩინეთის დიდი პრიზის სტარტზე, ვენესუელელ მრბოლს მოპოვებული პოზიციიდან ხუთი ადგილით უკან დახევა მოუწევს.