დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, August 5, 2014

„პოლარის სლინგშოტი“ სამბორბლიანი სუპერ ავტომობილი

Polaris Slingshot Three-Wheeler Unveiled
5 აგვისტო
მოტოციკლების და კვადროციკლების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია „პოლარისმა“ დაამზადა სამბორბლიანი სატრეკო ავტომობილი, სახელად „სლინგშოტი“, რომელიც წინიდან დანახვისას, KTM X-Bow-ს გაგახსენებთ, თუმცა უკან მხოლოდ ერთი ბორბალი აქვს.
„სლინგშოტი“ თავისი გაბარიტებითაც ავტომობილია: მისი სიგრძე 3 800 მილიმეტრია, სიგანე 1 960 მილიმეტრი, სიმაღლე 1 318 მილიმეტრი. ბორბლებს შორის ბაზა 2 667 მილიმეტრია, გზის საფარიდან დაშორება კი - მხოლოდ 127 მილიმეტრი. ეს ღია ავტომობილი მხოლოდ 782 კილოგრამს იწონის.
ავტომობილი აღჭურვილია „ჯენერალ მოტორსის“ სერია ეკოტეკის 2.4-ლიტრიანი ძრავით, რომელიც 173 ცხენის ძალას და 225 ნიუტონმეტრს იძლევა. ძრავის მიერ გამომუშავებული მამოძრავებელი ძალა, უკანა ერთადერთ ბორბალს, ხუთსაფეხურიანი ტრანსმისიის გავლით, ღვედის დახმარებით გადაეცემა. „პოლარისი“ არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა დინამიკურ მახასიათებლებს ანიჭებს მის სამბორბალას ეს აგრეგატი. თუმცა მცირე წონის გათვალისწინებით ადვილად სავარაუდოა, რომ „სლინგშოტი“ მფლობელს სისხარტით და მენევრულობით მოხიბლავს.
„სლინგშოტის“ კოკპიტში მხოლოდ ორი ადგილია. ავტომობილს არ აქვს კარი. სავარძლები სარბოლო ტიპისაა და აღჭურვილია სამწერტილოვანი ღვედებით. მართალია, სავარძლების უკან, დამცავი რკალებია, მაგრამ მძღოლსაც და მგზავრსაც აუცილებლად მოუწევთ ჩაფხუტის დახურვა. ამის მიზეზი ისაა, რომ „სლინგშოტი“ მოტოციკლების კლასში გადის და მის მფლობელსაც სწორედ მოტოციკლის ლიცენზია დასჭირდება.
„სამბორბლიანი ავტომობილი ისეთ განცდებს შემოგთავაზებთ, რაც მხოლოდ მოტოციკლებს ახასიათებს - ესაა ღია კოკპიტი და ჰაერის ნაკადი სახეში. ამასთან, სამი ბორბალი მანქანას სტაბილურობასაც სძენს“, - ამბობს პროექტ „სლინგშოტის“ ხელმძღვანელი კრის დიუსე. მისივე თქმით, სამბორბლიანი ავტომობილის საბაზო ფასი 19 999 დოლარია, მაქსიმალური კი - 23 999 დოლარი.

No comments:

Post a Comment