დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, August 5, 2014

„ჰიუნდაიმ“ 883 000 „სონატა“ სარემონტოდ გაიწვია

Hyundai Sonata Recalled Over Fragile Shift Cable
5 აგვისტო
ორ დღეში მას შემდეგ, რაც NHTSA-მ (საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია), ახალი თაობის „ჰიუნდა სონატას“ წინა მუხრუჭები დაუწუნა, ამ ავტომობილს კიდევ ერთი წუნი აღმოუჩინეს, ოღონდ ამჯერად წინა თაობისას, რომელიც ჯერაც კორეული კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია.
ამჯერად უწესივრობა ავტომობილის გადაცემათა კოლოფის გაყვანილობაშია აღმოჩენილი. კერძოდ, გადაცემის საფეხურის მაჩვენებელი სენსორის კაბელი, შემაერთებელი კვანძიდან შეიძლება ამოვარდეს. ამ დროს, როგორც NHTSA წერს, გადაცემის შერჩეული საფეხური შეიძლება არ შეესაბამებოდეს იმას, რასაც ინდიკატორი გიჩვენებთ. ერთი შეხედვით, ბევრი არაფერი, მაგრამ მოძრაობისას, ეს უწესივრობა საფრთხის შემცველია.
NHTSA ირწმუნება, რომ საფეხურის არასწორ ჩვენებას ავარიის გამოწვევა შეუძლია. პრობლემებია მოსალოდნელი მაშინაც, როცა მანქანა ჩერდება და მძღოლი ირჩევს პარკირების მდგომარეობას, ინდიკატორმა შესაძლოა P გიჩვენოთ, მაგრამ რეალურად, ამ დროს „დრაივი“ იქნება ჩართული. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამ დროს, ავტომობილს უნებლიე დაგორება ემუქრება. მოკლედ, ამ უწესივრობის აღმოსაფხვრელად, მარტო ამერიკის ბაზარზე, სარემონტოდ 883 000 ცალ „სონატას“ გაიწვევენ, რომლებიც 2011-2014 წლებშია გამოშვებული.
ცნობისათვის, ორი დღით ადრე, კორეულმა კომპანიამ რემონტზე უახლესი „სონატა“ გაიხმო, რომლებიც 25 აპრილიდან 16 ივნისამდეა გამოშვებული. სულ ამ აქციამ მხოლოდ 5 650 ცალი სედანი მოიცვა. მიზეზი კი ისაა, რომ უხარისხოა წინა მუხრუჭების სუპორტები, რომლებიც ადვილად იმტვრევა. „ჰიუნდაიმ“ ამ ავტომობილების მფლობელებს სთხოვა, მანამ არ გააგრძელონ მათი ექსპლუატაცია, სანამ ავტომობილს გაარემონტებენ (უფასოდ). და თუ მის მართვას მაინც გადაწყვეტენ, სამუხრუჭე ძალის უმნიშვნელოდ შემცირების შემთხვევაშიც კი მიმართონ სერვის ცენტრს.

No comments:

Post a Comment