დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 28, 2015

„მერსედესის“ ახალმა E-კლასმა ტესტებისას 12 მილიონი კილომეტრი გაიარა

 Mercedes-Benz Has Tested The Upcoming E-Class For 12 Million Kilometers
28 დეკემბერი
„მერსედეს-ბენცი“ დეტროიტის საერთაშორისო მოტორ შოუზე, შემდეგი თაობის E-კლასს წარადგენს. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე კი გერმანულმა კომპანიამ ვიდეო გაავრცელა, რომლითაც, ამ ავტომობილის ტესტების შესახებ მოგვითხრობს.
შტუტგარტული კომპანია გვიყვება, რომ ტესტების პროცესი ორი წელი გრძელდებოდა. ამ დროის განმავლობაში, სულ 1 200 პროტოტიპი გამოიცადა, რომლებმაც ჯამში 12 მილიონ კილომეტრზე მეტი გაიარეს. ტესტები მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში, ძალიან რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში - გაუსაძლის სიცხესა და ყინვაში ტარდებოდა.
ტესტების დროს, ინჟინრებმა პროტოტიპებით 10 000-ზე მეტი ავტონომიური დამუხრუჭების პროცედურა და 5 000-ზე მეტი ზოლის ავტონომიურად შეცვლის მანევრი შეასრულებინეს. როგორც გერმანული კომპანია ირწმუნება, ამ ავტომობილს აქვს იმის პოტენციალი, რომ სრულიად შეცვალოს შეხედულება პრემიუმ სედანზე, მდიდრულობისა და ტექნოლოგიურობის თვალსაზრისით.
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სიახლე იქნება ორი 12.3-დუიმიანი ეკრანი, რომელთაგან ერთი მაჩვენებლების დაფას შეცვლის, მეორე კი ინფოტაინმენტ სისტემას მოემსახურება. თუმცა, მყიდველს იმის შესაძლებლობაც ექნება, რომ სალონში ანალოგური მაჩვენებლების დაფის და 8.4-დუიმიანი ცენტრალური ეკრანის დაყენება მოითხოვოს.
რაც შეეხება ძრავებს, გამაში შევა ერთრიგა ექვსცილინდრიანი და უახლესი, დიზელის ოთხცილინდრიანი ძრავები, ასევე ჰიბრიდული აგრეგატი.

ვიდეო

No comments:

Post a Comment