დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, December 30, 2015

სერხიო პერესი „ფორს ინდიას“ ოთხეულისთვის ბრძოლას მოელის

Sergio Perez Expects Force India To Fight For 'Fourth'
30 დეკემბერი
გასულ სეზონში „ფორს ინდიამ“ დაამტკიცა, მისი სახელი სიტყვა „ძალას“ ტყუილად არ მოიცავს. ინდურმა გუნდმა, სეზონის მეორე ნახევარში, არაერთხელ გვიჩვენა თავისი ძალა. და რაც მთავარია, სეზონის მსვლელობისას დაგვანახა, რომ სწრაფად განვითარების უნარი შესწევს. რა თქმა უნდა, ძნელი დასაჯერებელია, რომ „ფორს ინდია“ შეძლებს „მერსედესის“ და „ფერარის“ გასწრებას, მაგრამ თუ ასე გააგრძელებს, „რედ ბულს“ და „უილიამსს“ ნამდვილად გაუწევს კონკურენციას.
გასულ სეზონში ინდურმა გუნდმა თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა - კონსტრუქტორთა პირველობა მეხუთე ადგილზე დაასრულა. ჰოდა, მისი მექსიკელი პილოტი სერხიო პერესი ფიქრობს, რომ მის გუნდს მორიგი ნაბიჯით წინ წაწევა შეუძლია.
„ჩვენ სეზონი ისე დავასრულეთ, რომ მომავალი სეზონისთვის გაცილებით მყარი საფუძველი შევიქმენით. რა თქმა უნდა, სხვა გუნდებიც მოუმატებენ. წინასწარ ვერ იტყვი, როგორი იქნება „ლოტუს/რენო“, ან „მაკლარენ-ჰონდა“. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მათთან ბრძოლას შევძლებთ“, - ამბობს პერესი და დასძენს: „მესმის, რომ მეოთხემდე დაწინაურება იოლი არაა. ჩვენ მიზანში „რედ ბულს“ და „უილიამსს“ ამოვიღებთ. მე მჯერა ჩვენი გუნდის და მჯერა, რომ წინ ფანტასტიური სეზონი გველის“.
რა თქმა უნდა, მეოთხეზე გადასვლა გაცილებით ძნელი საქმე იქნება, მაგრამ „ფორს ინდია“ „მერსედესის“ ძრავებით ასპარეზობს, რაც მას გარკვეულ უპირატესობას მიანიჭებს. თუმცა „უილიამსიც“ „მერსედესის“ ძრავებით სარგებლობს, „რედ ბული“ კი ყოველთვის გამოირჩევა ხოლმე საუკეთესო შასით. ასე რომ, ინდურ გუნდს ურთულესი გამოწვევა ელის...

No comments:

Post a Comment