დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, April 10, 2013

ნორვეგიაში „ნისან ლიფი“ პოპულარობით მე-13 ადგილზეა

Norwegians Embrace Nissan Leaf EV, the Country's 13th Best Selling Car in 2012
10 აპრილი

როგორც ჩანს, ნორვეგიელი ავტომობილისტები განსაკუთრებით არიან შეყვარებული ელექტრომობილ „ნისან ლიფზე“. ამას ადასტურებს ის სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, გასული წლის მონაცემებით, ამ ავტომობილს, ქვეყანაში გაყიდვების მოცულობით, მე-13 ადგილი უკავია. ნორვეგიაში „ნისან ლიფი“ 2011 წლის ოქტომბრიდან იყიდება და ამ დროში, 3300 ცალზე მეტია გაყიდული. შარშან კი 2 298 ცალი გაიყიდა.

„ფორდი“ შანჰაიში სრულიად ახალ კონცეპტს გვიჩვენებს

Ford to Debut an All-New Concept Model at the Shanghai Auto Show
10 აპრილი

„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ შანჰაის ავტო შოუზე, რომელიც 20 აპრილს დაიწყება, სრულიად ახალ კონცეპტუალურ ავტომობილს წარადგენს. ამასთან, არ დაუზუსტებია, თუ რა ტიპის ავტომობილზეა ლაპარაკი. სამაგიეროდ აღინიშნა, რომ ეს იქნება ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა.

„ჯენერალ მოტორსი“ „ოპელის“ განვითარებას 4 მილიარდ ევროს მოახმარს

GM to Invest 4 Billion Euros in Opel’s Future through 2016
10 აპრილი
„ჯენერალ მოტორსმა“ თავისი ევროპული შტოს, „ოპელის“ საინვესტიციო პროგრამა შეიმუშავა, რომელიც ევროპულ კომპანიაში, მომდევნო ოთხ წელიწადში 4 მილიარდი ევროს ინვესტირებას ითვალისწინებს. „ჯენერალ მოტორსის“ დირექტორთა საბჭომ, ეს გეგმა საზოგადოებას რიუსელსჰაიმში, „ოპელის“ შტაბ-ბინაში გააცნო. ინვესტიციის უდიდესი ნაწილი „ოპელის“ და მისი ბრიტანული ნათესავის,, „ვოქსოლის“ სამოდელო გამის მნიშვნელოვან გაფართოებას მოხმარდება. სულ გათვალისწინებულია 23 ახალი ავტომობილისა და 13 ახალი აგრეგატის გამოშვება.