დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, February 26, 2015

„ფორდის“ ვარსკვლავები ჟენევაში

Ford To Host Global Debut Of Focus RS, Euro Premier Of GT In Geneva
26 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუზე, „ფორდის“ პავილიონში მთავარი პერსონაჟი ახალი „ფოკუს RS“ (ფოტოზე) იქნება. რა თქმა უნდა, ცისფერი ოვალის მთავარი ვარსკვლავის პატივი (გასაგები მიზეზების გამო) ისევ სუპერ ავტომობილ GT-ს ერგება, მაგრამ „ფოკუს RS-ს“ მსოფლიო პრემიერა აქვს და ამიტომ, მედიის ყურადღებასაც მეტად მიიქცევს.
ამერიკული კომპანიის დევიზი - „ერთი ფორდ“ იმას ნიშნავს, რომ მის გამაში ყველა ავტომობილი გლობალურია. ეს ეხება როგორც „ფოკუს RS-ს“, ასევე GT-ს და „მუსტანგს“ თავისი მრავალრიცხოვანი ვერსიებით და ვარიაციებით. და გამონკლისი არც ისეთი „სპეციფიკურად ამერიკული“ მოდელი იქნება, როგორიც პიკაპი F150-ია. თუმცა, მიუხედავად ალუმინიზაციისა და დიზელიზაციისა, ევროპელებს ის მაინც ნაკლებად დააინტერესებს.
„ფოკუს RS-ი“ კი ამიერიდან ჩრდილოეთ ამერიკელ მყიდველსაც გაახარებს. რა თქმა უნდა, ეს ავტომობილი საერია ეკობუსტის ოთხცილინდრიანი 2.3-ლიტრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ავტომობილს 320 ცხენის ძალას ანიჭებს. მის მიერ გამომუშავებულ ძალას 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი გადაამუშავებს, შემდეგ კი, ის სრულ ამძრავიანი ტრანსმისიისა და სისტემა „დაინემიკ ტორქ ვექტორინგის“ (მომენტის დინამიკური განაწილება) დახმარებით, ოთხივე ბორბალს უნაწილდება.
რაც შეეხება GT-ს, ეს ავტომობილი, ამერიკული კომპანიის ლე მანზე პირველ გამარჯვებას (1966 წელს) ეძღვნება. მასში უახლესი ტექნოლოგიებია გამოყენებული. მისი ძრავიც ეკობუსტის ოჯახიდანაა. ესაა 3.5-ლიტრიანი V6 წყვილი ტურბო კომპრესორით. მისი სიმძლავრე 600 ცხენის ძალაზე მეტია. ევროპელები ამ შედევრს პირველად სწორედ ჟენევაში იხილავენ.
ამ ავტომობილების სანახავად, „ფორდის“ პავილიონში მისული დამთვალიერებელი კი მათ გარდა, სრულიად ახალ „ფორდ ეჯს“, „კუგას“ და „ეკოსპორტს“, ასევე უახლეს „S-მაქსს“ იხილავს. რა თქმა უნდა, იქვე იქნება ახალი (უბრალო) „ფოკუსიც“.
მოკლედ, ჟენევაში ცისფერ ოვალთან არავინ მოიწყენს...

No comments:

Post a Comment