დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, January 17, 2015

ალ-ატიამ დაკარის რბოლა მეორედ მოიგო

Al-Attiyah dominates Dakar Rally
17 იანვარი
ყატარელი ნასერ ალ-ატიას გამარჯვებით დასრულდა რალი-მარათონ დაკარის წლევანდელი რბოლა. მიუხედავად იმისა, რომ წესის დარღვევის გამო, მას პირველივე ეტაპზე გამარჯვება არ ჩაუთვალეს, ალ-ატიამ მეორე ეტაპზევე მოახერხა დაწინაურება და ფინიშამდე წინ აღარავინ გაუშვია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რბოლის ადრეულ ეტაპებზევე, მას რამდენიმე კონკურენტი ჩამოშორდა, მათ შორის, აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი, ესპანელი ნანი რომა, შესანიშნავ ფორმაში მყოფი არგენტინელი ორლანდო ტერანოვა და დაკარის ორგზის ჩემპიონი, ესპანლი კარლოს საინსი.

FIA-მ „ჰონდას“ ძრავის დახვეწის უფლება მისცა

FIA allows Honda to join engine 'unfreeze'
17 იანვარი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ფორმულა ერთის ტექნკური დეპარტამენტის შეფ ჩარლი უაიტინგსა და „ჰონდას“ შორის მიღწეულია შეთანხმება იმის შესახებ, რომ იაპონურ კომპანიას, სეზონის მსვლელობისას, თავისი აგრეგატის შეზღუდული მოდიფიცირების უფლება მიეცემა.

ალ-ატიამ ლიდერობა განიმტკიცა

Dakar leaders heading into the final day
17 იანვარი
დაკარის რალი-მარათონი დასასრულს მიუახლოვდა. ყატარელმა ნასერ ალ-ატიამ (მინი) ბოლო ეტაპის წინ, კიდევ უფრო განიმტკიცა ლიდერობა და როგორც ჩანს, ამ ურთულეს რბოლას მეორედ მოიგებს. ბოლო ეტაპის წინ, ის 35 წუთს უგებს უახლოეს მდევარს სამხრეთ აფრიკიდან, გინიელ დე ვილიერსს (ტოიოტა). მესამეზე კი პოლონელმა კრჟიშტოფ ჰოლოვჯიჩმა (მინი) გადაინაცვლა, რომელმაც საუდელი იაზიდ ალ რაჯის უიღბლობით ისარგებლა.