დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, January 17, 2015

ალ-ატიამ დაკარის რბოლა მეორედ მოიგო

Al-Attiyah dominates Dakar Rally
17 იანვარი
ყატარელი ნასერ ალ-ატიას გამარჯვებით დასრულდა რალი-მარათონ დაკარის წლევანდელი რბოლა. მიუხედავად იმისა, რომ წესის დარღვევის გამო, მას პირველივე ეტაპზე გამარჯვება არ ჩაუთვალეს, ალ-ატიამ მეორე ეტაპზევე მოახერხა დაწინაურება და ფინიშამდე წინ აღარავინ გაუშვია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რბოლის ადრეულ ეტაპებზევე, მას რამდენიმე კონკურენტი ჩამოშორდა, მათ შორის, აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი, ესპანელი ნანი რომა, შესანიშნავ ფორმაში მყოფი არგენტინელი ორლანდო ტერანოვა და დაკარის ორგზის ჩემპიონი, ესპანლი კარლოს საინსი.
ეს ალ-ატიას მეორე გამარჯვებაა დაკარზე. პირველად მან დიდი რბოლა 201100 წელს მოიგო, როცა „ფოლკსვაგენის“ ავტომობილით იასპარეზა. ერთი წლით ადრე, მან დაძაბულ ბრძოლაში, 2 წუთი და 32 წამი წააგო კარლოს საინსთან და ეს დაკარის ისტორიაში, ყველაზე მჭიდრო ფინიში იყო. ეს გამარჯვება მაინც განსაკუთრებული იყო, რადგან 9 000 კილომეტრის მანძილზე, 14 დღეში მას პრაქტიკულად არ დაუშვია შეცდომა. ამაში კი სოლიდური წვლილი მისმა ნავიგატორმა მატიო ბომელმა შეიტანა.
„ეს დაკარი ასი პროვენტით უზად იყო ჩვენთვის: მანქანამ, ნავიგაციამ, გუნდმა და საბურავებმა, ყველამ და ყველაფერმა კარგად იმუშავა“, - ნარბოლევს განაცხადა ალ-ატიამ, ვინც ამიერიდან, იმ მრბოლთა სიას შეუერთდა, რომლებსაც დაკარი ერთზე მეტად აქვთ მოგებული. ესენი არიან: ფრანგი რენე მეტჯი (1981, 1984, 1986), ფინელი არი ვატანენი (1987, 1989, 1990, 1991), ფრანგი პიერ ლარტიგი (1994, 1995, 1996), ფრანგი ჟან-ლუი შლესერი (199 და 2000), იაპონელი ჰიროში მასუოკა (2002 და 2003) და ფრანგ სტეფან პეტერანსელი (2004, 2005, 2007, 2012 და 2013).
აღსანიშნავია, რომ ალ-ატიამ ვატანენის 1990 წლის მიღწევა გაიმეორა - სტარტიდანვე დომინირებდა. თუმცა, პირველ ეტაპზე გამარჯვება გაუუქმეს. რა თქმა უნდა, ბოლო ეტაპზე ყატარელს გარისკვა არც უცდია. მისთვის მთავარი ფინიშამდე მისვლა იყო. საქმე კი ძლიერმა წვიმამ გაუადვილა, რადგან მის გამო, დისტანცია 174-დან 34 კილომეტრამდე შემცირდა.
მატიოსთვის ეს ორმაგად განსაკუთრებული მომენტი იყო. ჯერ ერთი, მან თავის კარიერაში პირველად მოიგო დაკარი. მეორეც, ფინიშის დღეს მას 39 წელი შეუსრულდა.

No comments:

Post a Comment