დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, September 4, 2015

„უილიამსმა“ მასა და ბოტასი დაიტოვა

Williams retain Bottas and Massa for 2016
4 სექტემბერი
იტალიის დიდი პრიზის წინ, „უილიამსმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონისთვისაც ფელიპე მასას და ვალტერი ბოტასს შეინარჩუნებს. ამგვარად, წერტილი დაესვა ადრე გავრცელებულ ჭრებს იმის შესახებ, რომ ბრიტანულ გუნდს თავისთან ჯენსონ ბატონის გადაბირება სურდა. ამგვარად, „უილიამსი“ მესამე სეზონსაც ამ პილოტებთან ერთად გაატარებს.

„მერსედესმა“ ძრავის მოდიფიცირების ლიმიტი ამოწურა

Mercedes uses all engine tokens for Italian GP
4 სექტემბერი
„მერსედესმა“ მის ხელთ არსებული, ეგრეთ წოდებული ტოკენები, რომლებიც აგრეგატის შეზღუდული ხარისხით მოდიფიცირების საშუალებას აძლევდა, იტალიიდს დიდი პრიზისთვის სრულად გამოიყენა. გერმანული კომპანია, სეზონის პირველი ნაწილის განმავლობაში, თავს იკავებდა აგრეგატის გაუმჯობესებისგან, რადგან ის ისედაც საუკეთესო იყო და მეტოქეებს დაწევის საშუალებას არ აძლევდა.

ჰამილტონი მონცაზეც ბატონობს

Motor racing-Hamilton fastest as Mercedes have a blast at Monza
4 სექტემბერი
ლუის ჰამილტონი თავის თანგუნდელ ნიკო როსბერგს უკვე თავისუფალი პრაქტიკების დროსაც აღარ უთმობს პირველობას. მან მონცაზეც ორივეჯერ დაჩრდილა გერმანელი მრბოლი, თუმცა მეორე, უფრო სწრაფი სესიის ბოლოს, მათ შორის სხვაობა მხოლოდ 0.021 წამი იყო. დანარჩენებს კი ისევ მათი გამონაბოლქვის სუნთვა უწევთ.

დიზელისძრავიანი „რეინჯ როვერები“ ამერიკის ბაზარზე

First Diesel-Powered Range Rovers Go On Sale In October
4 სექტემბერი
„ლენდ როვერი“ ამერიკის ბაზარზე მალე დიზელის ძრავებით აღჭურვილი „რეინჯ როვერის“ და „რეინჯ როვერ სპორტის“ გაყიდვებს დაიწყებს. ორივე ავტომობილის ძრავების გამას, 3.0-ლიტრიანი Td6 V6 დიზელის ძრავი დაემატება. ამ ძრავებით აღჭურვილი მოდელები, ბენზინის V6-ძრავიან ვერსიებთან შედარებით, 1 500 დოლარით ძვირი ეღირება.