დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, September 4, 2015

დიზელისძრავიანი „რეინჯ როვერები“ ამერიკის ბაზარზე

First Diesel-Powered Range Rovers Go On Sale In October
4 სექტემბერი
„ლენდ როვერი“ ამერიკის ბაზარზე მალე დიზელის ძრავებით აღჭურვილი „რეინჯ როვერის“ და „რეინჯ როვერ სპორტის“ გაყიდვებს დაიწყებს. ორივე ავტომობილის ძრავების გამას, 3.0-ლიტრიანი Td6 V6 დიზელის ძრავი დაემატება. ამ ძრავებით აღჭურვილი მოდელები, ბენზინის V6-ძრავიან ვერსიებთან შედარებით, 1 500 დოლარით ძვირი ეღირება.
ბრიტანული კომპანია მოელის, რომ მომავალი წლიდან დიზელისძრავიან „რეინჯ როვერსა“ და „რეინჯ როვერ სპორტზე“, ამ მოდელების საერთო გაყიდვების დაახლოებით 20 პროცენტი მოვა. ამასთან, კომპანიის მარკეტოლოგები თვლიან, რომ დიზელისძრავიანი ავტომობილები, ბენზინისძრავიანების მყიდველებს კი არ მიიზიდავს, არამედ მათი დახმარებით, ახალი მყიდველების მოზიდვა გახდება შესაძლებელი.
„ლენდ როვერმა“ ამერიკის ბაზარზე დიზელისძრავიანი ავტომობილების შეტანა იმის გამო გადაწყვიტა, რომ იქ ამ ტიპის ძრავებით აღჭურვილ ავტომობილებზე მოთხოვნა განუხრელად იზრდება. კერძოდ, 2009 წლის შემდეგ, დიზელის ბაზარი ამერიკაში 26 პროცენტით არის გაზრდილი. შარშან კი, ამერიკის ბაზარზე გაყიდული ავტომობილების დაახლოებით 4.6 პროცენტი დიზელის ძრავითაა აღჭურვილი.
„ლენდ როვერის“ განცხადებით, V6 დიზელით აღჭურვილ მოდელებს დაახლოებით ისეთივე დინამიკური მახასიათებლები აქვს, როგორიც 5.0-ლიტრიან V8-მექანიკურ კომპრესორიან ძრავიანებს. ამასთან, ბენზინის
V6 ძრავიანებს საწვავის ხარჯის მხრივ, 32 პროცენტით სჯობნის. ორივე „რეინჯ როვერის“ ხარჯი 100 კილომეტრზე მხოლოდ 9.4 ლიტრია.
კომპანიამ ლოს ანჯელესში, დენვერსა და ნიუ იორკში ეგრეთ წოდებული „ბრმა ტესტები“ ჩაატარა, რომელთა შემდეგაც, ტესტებში მონაწილე მძღოლებს უჭრდათ იმის ამოცნობა, თუ რა ტიპის ძრავი იდგა იმ ავტომობილში, რომელსაც მართავდნენ.
ცნობისათვის, ნახსენები 3.0-ლიტრიანი V6 დიზელის ძრავი 254 ცხენის ძალას და 596 ნიუტონმეტრს (1 750 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. მისი დახმარებით, „რეინჯ როვერ სპორტს“ ადგილიდან ასის აკრეფა 7.1 წამში შეუძლია, „რეინჯ როვერის“ ანალოგიური მაჩვენებელი კი 7.4 წამია.

No comments:

Post a Comment