დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, November 2, 2015

ბოტასი: რაიკონენთან ამაზე საუბარი საჭირო არაა

Bottas says no need for Raikkonen talks after crash
2 ნოემბერი
ვალტერი ბოტასი ამბობს, რომ საჭირო არაა მასა და კიმი რაიკონენს შორის შეხვედრა და საუბარი, რადგან მათ შორის მექსიკის დიდი პრიზის რბოლის დროს მომხდარი შეჯახება, ჩვეულებრივი სარბოლო ინციდენტია და მეტი არაფერი. ფინელი მრბოლები ერთმანეთს მე-5, მარჯვენა მოსახვევში შეეჯახნენ, როცა პოზიციისთვის იბრძოდნენ. ბოტასმ გასწრების მანევრი ჯერ კიდევ წინა მოსახვევში დაიწყო და შეჯახების გარეშეც შეძლებდა გასწრებას.

საოცარი ადამიანი ლე მანზე

Man with No Hands and Legs Will Race at Le Mans in 2016
2 ნოემბერი
ლე მანის 24-საათიანი რბოლა, ავტოსპორტის ისეთივე მწვერვალია, როგორიც ფორმულა 1. შესაბამისად, ის პილოტებისგან უმაღლეს კონცენტრაციას, საუკეთესო ფიზიკურ მომზადებას და გამძლეობას მოითხოვს. ასე რომ არა, პილოტი ვერ შეძლებს დღის განმავლობაში, რამდენიმე საათით, ავტომობილის 300 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მართვას. ამიტომ, პილოტები უმაღლესი დონის ათლეტები არიან.

გორდონ მარის კარბონის შასი

Gordon Murray Design Details Yamaha Sports Ride’s iStream Carbon Chassis
2 ნოემბერი
ტოკიოს მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი, „იამაჰას“ კონცეპტუალური სპორტული ავტომობილი, „სპორტს რაიდი“ იყო. და არამხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის პატარა და კოხტა ორადგილიანი ავტომობილი. თანაც ერთ-ერთი პირველი ოთხბორბლიანი მანქანა მოტოციკლების მწარმოებლისთვის. არამედ მისი კარბონის მზიდი სტრუქტურის გამოც, რომელიც ლეგენდარული სამხრეთაფრიკელი ინჟინრის, გორდონ მარის მიერ შემუშავებული უახლესი ტექნოლოგიით (iსტრიმ) არის შემუშავებული.

„სუზუკი იგნისის“ დებიუტი ტოკიოში

All-New Suzuki Ignis Compact Crossover Debuts At Tokyo
2 ნოემბერი
„სუზუკიმ“ ტოკიოს შოუზე თავისი უახლესი სერიული ავტომობილი, სუბკომპაქტური ქროსოვერი „იგნისი“ წარადგინა. ეს არის ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე წარდგენილ კონცეპტუალურ მოდელ iM-4-ის სერიული ვერსია, რომელიც თითქმის უცვლელად მივიდა ტოკიოში დებიუტამდე, რადგან ჟენევაში დამთვალიერებლების და სპეციალისტების მოწონება დაიმსახურა.