დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, November 2, 2015

ბოტასი: რაიკონენთან ამაზე საუბარი საჭირო არაა

Bottas says no need for Raikkonen talks after crash
2 ნოემბერი
ვალტერი ბოტასი ამბობს, რომ საჭირო არაა მასა და კიმი რაიკონენს შორის შეხვედრა და საუბარი, რადგან მათ შორის მექსიკის დიდი პრიზის რბოლის დროს მომხდარი შეჯახება, ჩვეულებრივი სარბოლო ინციდენტია და მეტი არაფერი. ფინელი მრბოლები ერთმანეთს მე-5, მარჯვენა მოსახვევში შეეჯახნენ, როცა პოზიციისთვის იბრძოდნენ. ბოტასმ გასწრების მანევრი ჯერ კიდევ წინა მოსახვევში დაიწყო და შეჯახების გარეშეც შეძლებდა გასწრებას.
ბოლო მომენტში რაიკონენმა ბოტასს, ვისაც უკვე მოესწრო, გვერდში ამოსდგომოდა, უნებურად „დერეფანი“ ჩაუკეტა, მაგრამ თავადვე დაზარალდა. „ფერარი“ უკანა მარჯვენა ბორბლით „უილიამსის“ წინა მარცხენა ბორბალს დაეჯახა, რამაც ის ოდნავ ჰაერში ააგდო და ტრასის მიღმა მოისროლა. რაიკონენმა რბოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რადგან მის ბოლიდზე საკიდარი დაზიანდა. ბოტასი კი რბოლაში დარჩა და საბოლოოდ, მესამე ადგილი დაიკავა.
ეს სოჭის რბოლის ბოლოსწინა წრის ერთგვარი გამეორება იყო. მაშინ ორივე მესამე ადგილისთვის იბრძოდა. მაგრამ რაიკონენი ბოტასს უკნიდან დაეჯახა და ტრასის მიღმა გადააგდო. შედეგად, ბოტასმა რბოლა უქულოდ, იქვე დაასრულა, მესამეზე სერხიო პერესი გავიდა, რაიკონენი კი მეხუთეს დასჯერდა. თუმცა რბოლის შემდეგ, სტიუარდებმა ინციდენტი განიხილეს და მომხდარში კიმი დაადანაშაულეს, რომელიც საჯარიმო დროით დასაჯეს და მერვე ადგილამდე ჩამოაქვეითეს.
„საწყენია, რომ ასე მოხდა, მაგრამ რბოლებში ასე ხდება ხოლმე. ძლიერი შეჯახება იყო. მაგრამ მხოლოდ იღბლის ბრალია, რომ ისევ ჩვენ შევეჯახეთ. ამაზე სალაპარაკო არაფერია, რადგან ეს სარბოლო ინციდენტი იყო“, - განაცხადა ბოტასმა, ვინც იმავდროულად თვლის, რომ მარცხენა და მარჯვენა მოსახვევებში საკმარისი ადგილია იმისათვის, რომ იქ ორმა მანქანამ გვერდიგვერდ გაიაროს.
„ასეთ მოსახვევებში არის ხოლმე ადგილი ორი მანქანისთვის. მე ამას ყოველთვის ვითვალისწინებ. რა თქმა უნდა, გასწრებისას უკან დახევა ჩემს გეგმებში არ შედის ხოლმე. იმ მომენტშიც ჩავთვალე, რომ გასწრება შესაძლებელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი ასე დამთავრდა. უბრალოდ, გასასვლელი აღარ მრჩებოდა. მე შიდა ტრაექტორიაზე ვიყავი, როცა შევეხეთ. მაგრამ მე სივრცე აღარ მქონდა მანევრისთვის“.

No comments:

Post a Comment