დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, February 26, 2013

„უილიამსი“ საუკეთესო ფორმაშია - ამბობს მალდონადო

Williams in best shape yet, reckons Pastor Maldonado
26 თებერვალი

პასტორ მალდონადო ირწმუნება, რომ ის და „უილიამსი“ საუკეთესო ფორმაში არიან. ვენესუელელი მრბოლი საქებარ სიტყვებს არ იშურებს FW35-ის მისამართით. ის ამბობს, რომ მანქანა ძალიან სწრაფი და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გამძლეა. ჟურნალმა „ავტოსპორტმა“მალდონადოს სთხოვა, შეადაროს ახალი მანქანა წინა სეზონებისას, რაზეც პილოტმა მიუგო:

„კრაისლერი“ სახელ „ჩეროკის“ დააბრუნებს


Chrysler revives Cherokee nameplate for Liberty replacement
26 თებერვალი

„კრაისლერის“ ჯგუფი პოპულარულ სახელ „ჩეროკის“ აღადგენს და მისით „ლიბერტის“ ჩაანაცვლებს, რომელმაც ვერაფრით მოიპოვა პოპულარობა. ამერიკულმა კომპანიამ ეს ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც ინტერნეტით ახალი „ჩეროკის“ ფოტოები, არაკორპორატიული არხებით გავრცელდა.

„დაცუნმა“ პირველი ტიზერი გაავრცელა

Datsun Brand to Sell Cars in South Africa as Well Starting from 2014, First Teaser Rendering
26 თებერვალი
იოკოჰამას ქარხანაში ჩატარებულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე, „ნისანმა“ გამოაცხადა, რომ ხელახლა დაბადებული „დაცუნი“ სამხრეთ აფრიკაშიც დაბრუნდება, სადაც პირველ ავტომობილებს მომავალი წლის ბოლოს შეიტანს. იაპონურმა კომპანიამ დაიწყო ახალი გეგმის, სახელად „ნისან პაუერ 88“, განხორციელება, რომელიც „დაცუნის“ აღდგენას ითვალისწინებს. ამ გეგმის მიხედვით, „ნისანმა“ 2016 წლამდე მსოფლიო ბაზრის 8 პროცენტი უნდა დაიკავოს და მოგების საოპერაციო მარჟა ყოველ ავტომობილზე საშუალოდ 8 პროცენტამდე უნდა გაზარდოს.

ალექს იმნაძის მორიგი საინტერესო კონცეპცია

26 თებერვალი
ქართველმა დიზაინერმა ალექს იმნაძემ, ვინც ამჟამად ტურინის ევროპული დიზაინის ინსტიტუტში (IED) სწავლობს, კიდევ ერთი კონცეპტუალური ავტომობილი შეიმუშავა. ამჯერად, საკურსო პროექტი. თუ ადრე მისი ინტერპრეტაციები „ფერარისა“ და „ლამბორგინის“ ეხებოდა, ახლა „ალფა რომეოს“ ჯერი დადგა. იმნაძის კონცეპტუალურ მოდელს „ალფა რომეო 6C“ ეწოდება.

„მაკლარენ P1“ - ახალი ინფორმაცია

McLaren Crunches the Numbers on P1: 350km/h or 218mph Limited Top Speed
26 თებერვალი
„მაკლარენი“ თავის ახალ სუპერ ავტომობილ P1-ს ნაბიჯ-ნაბიჯ გვაცნობს და შესაძლოა, ჟენევის მოტორ შოუზე გასამართ პრეზენტაციაზე, ახალი აღარაფერი ჰქონდეს სათქმელი. თუმცა, ავტო ფანებისთვის, ვინც თუნდაც ვერასდროს შეიძენს ტექნიკის ამ შედევრს, მაინც საინტერესოა, როგორი ტემპერამენტი ექნება ახალ „მაკს“ და რამდენად გაუწევს ის კონკურენციას „ფერარი ენცოს“ შემცვლელს.