დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, April 9, 2013

„მაზერატი გიბლი“

Maserati Officially Reveals New 2014 Ghibli Sedan, Confirms Turbo'd V6 Petrols and Diesel
9 აპრილი
„მაზერატიმ“ ინტერნეტით თავისი ახალი სპორტული სედანის, „გიბლის“ ფოტოები და მის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ეს ავტომობილი „კვატროპორტეს“ შემოკლებულ პლატფორმაზეა ბაზირებული. „გიბლის“ სიგრძე 5 მეტრზე ნაკლები იქნება და ის დაახლოებით, მე-5 სერიის „ბეემვეს“ გაბარიტებში ჩაეტევა, რომელიც მისი უშუალო კონკურენტი იქნება.
რადგან კონკურენცია ვახსენეთ, ბარემ ახალი „გიბლის“ სხვა მეტოქეებიც ვახსენოთ. ესენია „აუდის“ A6-ის და „A7 შპორტბეკის“ მძლავრი ვერსიები, „ბეემვეს“ მე-6 სერიის „გრან კუპე“, „მერსედეს-ბენცის“ E-კლასი და CLS, „იაგუარ XF“ და „კადილაკის“ უახლესი CTS.
იტალიური კომპანიის განცხადებით, ახალი „გიბლისთვის“ ორი ტურბო ძრავია გათვალისწინებული. ორივე 3.0-ლიტრიანი V6-ია, რომლებსაც ფორსირების განსხვავებული ხარისხი აქვთ. მათგან უფრო მძლავრი ალბათ იგივე 410-ცხენისძალიანი აგრეგატია, რომელსაც „კვატროპორტეზეც“ იყენებენ. ძრავს ან 8-საფეხურიანი ავტომატური უკანაამძრავიანი ტრანსმისია უკავშირდება, ან სრულამძრავიანი Q4.

„მაზერატიმ“ გამოაცხადა, რომ ახალი „გიბლი“ მის ისტორიაში პირველი ავტომობილია, რომელიც დიზელის აგრეგატით აღიჭურვება. ეს იქნება 3.0-ლიტრიანი ტურბო დიზელი, რომლის შესახებაც ჯერჯერობით არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. რაც შეეხება სხვა ძრავებს, „გიბლი“ მათ „კვატროპორტესგან“ გაიზიარებს.
„ახალი „გიბლი“ უფრო სპორტული გარეგნობით გამოირჩევა, ვიდრე „კვატროპორტეა“. ამ სეგმენტში ეს „მაზერატის“ პირველი სედანია და ის იმ მყიდველისთვისაა განკუთვნილი, ვისაც სურს, რომ მანქანების ნაკადში გამოირჩეოდეს. ამის საშუალებას კი ისეთი გამორჩეული, დახვეწილი და ძვირადღირებული ავტომობილი მისცემს, როგორიც „გიბლია“, - ნათქვამია „მაზერატის“ რელიზში.
ახალი „გიბლის“ მსოფლიო პრემიერა შანჰაის ავტო შოუზე გაიმართება, მისი გაყიდვები კი სავარაუდოდ, ფრანკფურტის მოტორ შოუს შემდეგ დაიწყება.

No comments:

Post a Comment