დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, February 8, 2014

„ჰიუნდაი ველოსტერ RE:FLEX“ - პრემიერა ჩიკაგოში

Hyundai's Underwhelming Chicago Show Debut is the Veloster RE:FLEX Edition
8 თებერვალი
„ჰიუნდაი ველოსტერი“, კართა ასიმეტრიული განლაგებით, ისედაც უნიკალური ავტომობილია, რომელმაც კორეული კომპანიისკენ პოტენციურ მყიდველთა ყურადღება მიიქცია. მაგრამ „ჰალო ქარ“, როგორც ასეთ ავტომობილებს ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე, ყოველთვის და ყველას მაინც არ აკმაყოფილებს. არიან ისეთებიც, ვისაც „უფრო მეტი“ ექსკლუზიურობა სურს...

შემდეგი თაობის „ფორდ მონდეო“ 1.0-ლიტრიანი ეკობუსტითაც აღიჭურვება

Next-Gen Ford Mondeo Coming with 1.0-liter EcoBoost Engine
8 თებერვალი
ობიექტური მიზეზების გამო, ახალ, მეხუთე თაობის სედან „მონდეოს“, ევროპის ბაზარზე გამოსვლა დაუგვიანდა, მაგრამ სამაგიეროდ, „ფორდი“ მის მყიდველს სასიამოვნო სიურპრიზს უმზადებს - ეს ავტომობილი, რომელიც ამერიკაში „ფიუჟნის“ სახელით იყიდება, ამიერიდან სერია ეკობუსტის, სამცილინდრიანი 1.0-ლიტრიანი ძრავითაც (123 ცხ.ძ) აღიჭურვება. შეგახსენებთ, რომ ამ ძრავს ზედიზედ ორჯერ აქვს მოგებული წლის საუკეთესო ძრავის წოდება.