დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 9, 2012

„ფორდ ტრანზიტ კასტომი“ კოსმეტიკური ცვლილებებით

Ford Reveals Transit Custom Sport Van
9 დეკემბერი
„ფორდის“ უახლესი ვენი „ტრანზიტ კასტომი“ ახლახანს წლის საუკეთესო ვენი გახდა. ეს უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ცისფერმა ოვალმა თავი ქუდში იგრძნოს, მაგრამ ამერიკული კომპანია მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს და მყიდველს ამ ავტომობილის განსხვავებულ ვერსიებსაც შესთავაზებს. ერთ-ერთი ასეთია „სპორტ ვენი“, რომლის გაყიდვებსაც „ფორდი“ ახალი წლის შემდგ დაიწყებს.
„სპორტ ვენი“ საბაზო „ტრანზიტ კასტომისგან“ გარეგნულად ექვსი ახალი ფერით განსხვავდება. ესენია „პანტერ ბლექი“ (შავი პანტერა), „ატლანტიკ ბლიუ“ (ლურჯი ატლანტიკა), „მუნდასტ სილვერ“ (მთვარის ვერცხლისფერი მტვერი), „მიდნაით სკაი გრეი“ (შუაღამის ნაცრისფერი ცა), „სტრატოსფერ ბლიუ“ (სტრატოსფეროს ლურჯი) და „ტიტანიუმ გრეი“ (ტიტანივით ნაცრისფერი).
„ტრანზიტ კასტომ სპორტ ვენის“ ბამპერები, სარკეები, გვერდითა მოლდინგები და კარის სახელურები, მანქანის ფერებში შეიღებება. სამაგიეროდ, კაპოტზე და წინა ბამპერის ნაწილზე, ორი სქელი ზოლი დაემატება, როგორებიც ამერიკული კომპანიის სპორტულ ავტომობილებს გამოარჩევს ხოლმე. მანქანა 18-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც 235/50 ზომის საბურავებითაა შემოსილი.
სალონში შესამჩნევია ნაწილობრივ ტყავით გაწყობილი სავარძლები, ხელის დასაყრდნობს შავი ტყავი აქვს შემოკრული. აღჭურვილობაში შევიდა სისტემა SYNC, რომელსაც ხმოვანი კონტროლის სისტემა ემსახურება. სტანდარტულ ეკიპირებაში ასევე შევიდა აუდიო სისტემა DAB რადიოთი.
წინაამძრავიანი ავტომობილის კაპოტქვეშ, სერია „დურატორქის“ 2.2-ლიტრიანი TDCi დიზელია მოთავსებული, რომელიც 153 ცხენის ძალას და პიკურ 385 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.

No comments:

Post a Comment