დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, July 31, 2015

„ოპელი“ სარბოლო „ასტრა TCR-ს“ ამზადებს

Opel Preps New Astra TCR Racer For Frankfurt To Rival VW Golf TCR
31 ივლისი
კონცეპტუალური „გოლფ TCR-ის“ საპასუხოდ, რომელიც ახლახანს „ფოლკსვაგენმა“ შეიმუშავა, „ოპელი“ ამავე აბრევიატურის მქონე „ასტრას“ ამზადებს, რომელსაც პირველად ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგენს. „ასტრას“ სარბოლო ვერსიას, ამ ჰეჩბეკის უახლესი თაობის ბაზაზე ამზადებენ. ის TCR-სერიის (ტურინგ ქარ რეისინგ - ტურინგის ავტომობილების რბოლები) უახლესი სარბოლო სერიების რეგლამენტს შეესაბამება და შესაბამისად, ამ სერიების რბოლებში მიიღებს მონაწილეობას.

„მერსედეს-AMG-ს“ ავტომობილები ჰიბრიდული სისტემებით აღიჭურვება

Future Mercedes-AMG Models May Go Hybrid By 2020
31 ივლისი
„მერსედეს-ბენცი“ და მისი შტო AMG მუშაობენ იმაზე, რომ ამ უკანასკნელის მიერ მოდიფიცირებული ყველა ავტომობილი, ჰიბრიდული ტექნოლოგიებით აღიჭურვოს. ამის შესახებ, თვით „მერსედეს-ბენცის“ კვლევისა და განვითარების შეფმა, თომას ვებერმა, ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას განაცხადა.

„მაკლარენისთვის“ სეზონი უნგრეთში დაიწყო

Hungarian GP points real start of McLaren's F1 season – Honda
30 ივლისი
„ჰონდაში“ დარწმუნებულები არიან, რომ „მაკლარენისთვის“ რეალურად სეზონი უნგრეთის დიდი პრიზით დაიწყო. ასეთი ოპტიმიზმის საბაბს მათ აძლევს არა იმდენად ფერნანდო ალონსოს მეხუთე ადგილი, არამედ ის ფაქტი, რომ რბოლა ორივე პილოტმა დაასრულა და თანაც, ქულებში - ჯენსონ ბატონი მეცხრე ადგილზე გავიდა და მანაც ქულები აიღო.

Thursday, July 30, 2015

„ჰონდა“ ძრავების სიმძლავრის შეზღუდვის წინააღმდეგია

Honda against power cap for F1 engines
30 ივლისი
„ჰონდა“ თვლის, რომ არასწორი იქნება, თუ ფორმულა 1-ში ძრავების სიმძლავრის მაქსიმუმს დააწესებენ. სიმძლავრის შეზღუდვის მომხრეები თვლიან, რომ ამგვარად ძრავების მწარმოებლებს შორის კონკურენცია გაძლიერდება და ისინი დაახლოებით თანაბარი სიმძლავრის აგრეგატების დამზადებას შეძლებენ. შეზღუდვას ბერნი ეკლსტოუნიც ემხრობა. ის თვლის, რომ მხოლოდ ამგვარად შეძლებენ „რენო“ და „ჰონდა“, „მერსედესთან“ და „ფერარისთან“ ჩამორჩენის შემცირებას, რადგან ეს ორი, გარკვეული ზღვრის მიღწევის შემდეგ, განვითარებას ვეღარ მოახერხებს.

„ფორდის“ მეორე კვარტლის მოგება 44 პროცენტით გაიზარდა

Ford Q2 net soars 44% for strongest auto profit in 15 years
30 ივლისი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ ჩრდილოამერიკის ბაზარზე, მეორე კვარტალში მისი მოგება 44 პროცენტით გაიზარდა. ეს კი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, 2000 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. საინტერესოა, რომ ასეთი მიღწევა „ფორდმა“ ფაქტობრივად, თავისი ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის, პიკაპ F-150-ის გარეშე დააფიქსირა - ამ ავტომობილის ახალი თაობის წარმოება სრული სიმძლავრით ივნისში დაიწყო. ახალი პიკაპის მოლოდინში, ძველის გაყიდვები ჩვეულებრივზე ნაკლები იყო.

„ლამბორგინი“ პებლ ბიჩში ახალ ავტომობილს წარადგენს

Private Showing Of Latest Lamborghini Supercar Set For Pebble Beach
30 ივლისი
მალე პებლ ბიჩში საავტომობილო კვირეული დაიწყება, რომლის ფარგლებშიც, ძალიან პოპულარული ელეგანტურობის კონკურსის გარდა, რბოლები, აუქციონები და დახურული პრემიერებიც მოეწყობა. კვირეულზე დასწრებისთვის საჭრო ბილეთი საკმაოდ ძვირი - 300 დოლარი ღირს, თუმცა ამ თანხით შეძენილი საშვი საკმარისი არაა იმისათვის, რომ დახურულ ჩვენებაზე მოხვდეთ. ეს დიდი ბიზნესის ნაწილია, სადაც მხოლოდ ელიტარულ მომხმარებლებს, კოლექციონერებს და უბრალოდ, ძალიან მდიდარ ადამიანებს ელიან.

„ინფინიტი“ ფ1-ის ბოლიდის ტესტების შანსს გაძლევთ

Infiniti Offers You The Chance To Win A Test Drive With A Formula 1 Car
30 ივლისი
„ინფინიტიმ“ ახალი მარკეტინგული კონკურსი-კამპანია წამოიწყო, სახელწოდებით „ალტიმეიტ ტესტ დრაივ“ (მაქსიმალური ტესტ მართვა), რომლის გამარჯვებულსაც, „რედ ბულის“ ფორმულა 1-ის სარბოლო ავტომობილის საჭესთან დაჯდომის და მისი მართვის საშუალება მიეცემა!

შოთა აფხაზავამ სპა-ფრანკორშანზე წვიმაში გაიმარჯვა

30 ივლისი
ბელგიურ ტრეკ სპა-ფრანკორშანზე, „ლამბორგინის“ მონო სერია „ბლანპენ“ სუპერ ტროფეოს მეოთხე ეტაპის ორი რბოლა გაიმართა, რომელშიც მოყვარულთა კლასში (სულ სამი კლასია - პროფესიონალები, ნახევრად პროფესიონალები და მოყვარულები), საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლი, შოთა აფხაზავა მონაწილეობს. აფხაზავამ ორიდან თავის კლასში ერთი რბოლა მოიგო, მეორეში მეოთხე ადგილი დაიკავა და კლასიფიკაციაში ლიდერის პოზიცია განიმტკიცა.

Wednesday, July 29, 2015

„ალფა რომეოს“ ახალი მარკა QV „ბეემვეს“ M-ის ექვივალენტი იქნება

Alfa Romeo’s QV Badge Will Be Equivalent To BMW’s M
29 ივლისი
„კვადრიფოლიო ვერდე“ (QV) - ასე ჰქვია „ალფა რომეოს“ ახალ მარკას, რომლითაც იტალიური კომპანია, თავისი სერიული მოდელების ტემპერამენტიან ვერსიებს გამოუშვებს. ამ მარკით გამოშვებული ავტომობილები, „ბეემვეს“ დივიზიონ „მოტორშპორტის“ (M) მიერ გამოშვებულ ავტომობილებს გაუწევენ კონკურენციას.

„იაგუარ F-პეისს“ ტესტები ურთულეს პირობებში ჩაუტარდა

Jaguar Says New F-Pace SUV Can Handle Extreme Temperatures
29 ივლისი
„იაგუარმა“ თავისი პირველი ქროსოვერის, „F-პეისის“ ოფიცალური ფოტოები გაავრცელა, რომლებზეც ამ ავტომობილის სატესტო ვერსია, ურთულეს მეტეო პირობებში გამოცდების დროსაა გადაღებული. რადგან ეს გლობალური ავტომობილია, ანუ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდება, ტესტებიც რადიკალურად განსხვავებულ კლიმატურ პირობებში - -40-გრადუსიან ყინვასა და +50-გრადუსიან სიცხეში, გაიარა.

კონცეპტი C-BEV „აუდი Q6 e-ტრონის“ წინამორბედი გახდება

2018 Audi Q6 to be previewed by C-BEV concept at Frankfurt
29 ივლისი
„აუდიმ“ თავისი ახალი კონცეპტუალური ავტომობილის, C-BEV-ის ფოტო ტიზერები გამოაქვეყნა. არაოფიციალური ინფორმაციით, ეს კონცეპტი, სერიულ ელექტრულ ქროსოვერ „Q6 e-ტრონის“ წინამორბედი გახდება, რომლის წარმოების შესახებაც, ცოტა ხნის წინ, თვით „აუდის“ მთავარმა ინჟინერმა, ულრიხ ჰაკენბერგმა განაცხადა. ამ კონცეპტის პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება.

Tuesday, July 28, 2015

„რენო“ ფ1-ში თავის მომავალს მალე გადაწყვეტს

 Renault closes in on final F1 future decision
28 ივლისი
„რენო“ ფორმულა 1-ში თავის სტრატეგიასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას მალე მიიღებს. უკვე რამდენიმე თვეა, ფრანგული კომპანია და მისი მარკეტოლოგები ამ საკითხს განიხილავენ. მათი მიზანი ისაა, რომ ფ1-ში მიღწეული წარმატებებისგან კომპანიის ბიზნესმა უფრო მეტი იხეიროს. ამასთან, დიდი პრიზების ცირკის დატოვებაც არაა გამორიცხული. „რენოს“ მთავარი მიზანი, ფ1-ში დარჩენაა, ოღონდ რომბებს სურთ, რომ კვლავ საკუთარი გუნდით იასპარეზონ და ამისათვის, „ლოტუსის“ გამოსყიდვას ცდილობენ.

„ასტონ მარტინის“ კლიენტები საგზაო „ვულკანს“ მოითხოვენ

Aston Martin Customers Want A Street-Legal Vulcan
28 ივლისი
„ასტონ მარტინი“ კონცეპტუალურ სუპერ ავტომობილ „ვულკანს“ მომავალ წელს გამოუშვებს, მაგრამ ის მხოლოდ სატრეკო დღეებზე გამოსაყენებლად იქნება გამოსადეგი. მართალია, ამ ავტომობილის საგზაო ვერსიის წარმოებას, პირვანდელი პროექტი არ ითვალისწინებს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ბრიტანულმა კომპანიამ გადაწყვეტილება შეცვალოს.

გამწევი სატვრთოს ახალი რეკორდი... სიგრძეზე ხტომაში

Check Out The New Record For The Longest Semi-Truck Jump
28 ივლისი
ნახევარმისაბმელიან ავტომობილებს შორის სიგრძეზე ხტომაში მსოფლიოს ახალი რეკორდი (თურმე ასეთიც ფიქსირდება) დამყარდა. ეს გიჟური ტრიუკი ბუტში (შტატი მონტანა) გამართულ ფესტივალ ეველ ნიველ დეისზე შესრულდა. გრეგ გოდფრი, ვისაც წინა რეკორდიც (რომელიც ცალკე აღნიშვნას იმსახურებს) ეკუთვნოდა, ნახევარმისაბმელიანი ავტომობილით 50.6 მეტრზე გადახტა.

Monday, July 27, 2015

„ბორგვარდი“ ფრანკფურტში პრემიერისთვის ემზადება

Borgward Teases Upcoming SUV For Frankfurt
27 ივლისი
54-წლიანი პაუზის შემდეგ, გერმანული საავტომობილო კომპანია „ბორგვარდი“ ბაზარს უბრუნდება. განახლებულმა კომპანიამ ეს ინფორმაცია, ფოტო ტიზერთან ერთად გაავრცელა, რომელზეც საბურველის ქვეშ მდგარი ავტომობილი და მასთან მდგარი, კომპანიის ორი წარმომადგენელია გამოსახული. ამასთან, ეს ავტომობილი ქროსოვერია.

„ფორდმა“ ახალი GT-ს პროტოტიპი ლონდონელებს უჩვენა

2017 Ford GT Prototype Shows Up in London, People Think It’s a Ferrari
27 ივლისი
იმ დროს, როდესაც „ფორდის“ ინჟინრები და სატესტო გუნდი, სუპერ ავტომობილ GT-ს პროტოტიპებს ინტენსიურად ცდიან, ამერიკული კომპანიის ევროპული შტოს მარკეტოლოგებმა, ლონდონში თავიანთი მომავალი სიახლის პირველი გასეირნება მოაწყვეს. ავტომობილი ცენტრალურ ლონდონში, ემბლემების გარეშე დააყენეს. კომპანიის რეპორტიორი გამვლელებს ეკითხებოდა, იცოდნენ თუ არა ამ ავტომობილის შესახებ რამე.

„ტესლას“ ჩინური კლონი

China Creates Very Tesla-Like Concept For Model S Rivaling Electric Sedan
27 ივლისი
ჩინურ საავტომობილო ბიზნესს ერთი თავისებურება აქვს - მისი არაერთი კომპანია, პოპულარულ მოდელებს კოპირებს და მიუხედავად ორიგინალური მოდელების მწარმოებელთა დიდი უკმაყოფილებისა და სასამართლო გარჩევებისა, მაინც არ იშლის თავისას. იმიტომ, რომ გასდის - ჩინურ კომპანიებს ჯერჯერობით განვითარებულ ქვეყნებში ავტომობილები თითქმის არ გააქვთ და იქ დაჯარიმების არ ეშინიათ, შინ კი მათ არავინ აჯარიმებს. დასავლურ კომპანიებს კი მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე საქმის გაფუჭება არ სურთ - თუ ისინი ჩინურ კომპანიებს შეავიწროებენ, ჩინეთში მათ შეუქმნიან პრობლემებს...

Sunday, July 26, 2015

„ბეემვე“ უგზოობის ელექტრომობილის გამოშვებას აპირებს

German Press Claims BMW Is Pondering an All-Electric SUV
26 ივლისი
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ბეემვე“ უგზოობის ელექტრომობილის გამოშვებას აპირებს, რომლითაც შესაძლოა, კონკურენციას „ტესლას“ შესაბამისი კლასის „მოდელ X-ს“ გაუწევს. ეს ავტომობილი ბაზარზე ჯერ არ გამოსულა, თუმცა „ტესლა“ მასზე დიდ იმედებს ამყარებს და ბაზრის მიმომხილველებიც თვლიან, რომ ასეთ ავტომობილებს კარგი მომავალი აქვს.

„ლამბორგინი“ უგზოობის „ურუსის“ რამდენიმე ვერსიას გამოუშვებს

Several Special 2018 Lamborghini Urus SUV Models Under Consideration
26 ივლისი
გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, „ლამბორგინის“ შეფმა შტეფან ვინკელმანმა განაცხადა, რომ მისი კომპანია უგზოობის მოდელ „ურუსის“ რამდენიმე ვერსიას გამოუშვებს. „ჩვენ ამ ავტომობილთან დაკავშირებით, არაერთი იდეა გვაქვს, მაგრამ მათზე საუბარი ჯერ ნადარევია. ჯერ ყველა ვარიანტს განვიხილავთ და თუ ჩვენს კლიენტებს რამე განსხვავებული სურთ, ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ მათი მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ“, - ამბობს ვინკელმანი.

„ფერარის“ აქციები ნიუ იორკის ბირჟაზე გაიყიდება

Ferrari Officially Files For Initial Public Offering
26 ივლისი
„ფერარიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ თავისი აქციების ნაწილს, გასაყიდად ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე გამოიტანს. იტალიური კომპანიის ჩვეულებრივი აქციები ამჟამად მთლიანად „ფიატ კრაისლერის“ ხელშია. მარანელოელები აცხადებენ, რომ ჩვეულებრივი აქციების ფასი ჯერ არ დაუდგენიათ, თუმცა ის კი გადაწყვიტეს, რომ გასაყიდად მხოლოდ თავიანთი აქციების 10 პროცენტს გამოიტანენ.

ფეტელმა უნგრეთში გამარჯვება ბიანკის ხსოვნას მიუძღვნა

Motor racing-Vettel wins for Ferrari and Bianchi
26 ივლისი
ფორმულა 1-ის მოყვარული უნგრულ ეტაპს იმის იმედით ელოდა, რომ „მერსედესის“ პილოტთა ჰეგემონიის შეწყვეტას იხილავდა. პრაქტიკების და კვალიფიკაციის შემდეგ კი ყველა იმედი გადაიწურა - ლუის ჰამილტონმა ყველა იმაზე მეტად დაჩრდილა, ვიდრე სჩვევია, ნიკო როსბერგი კი ტექნიკის პრობლემების მიუხედავაც მეორე იყო. მაგრამ რბოლისას, სტარტიდანვე ყველაფერი თავდაყირა დადგა.

„ზაუბერი“ ნასრს და ერიქსონს მომავალ სეზონშიც დაიტოვებს

Motor racing-Sauber retain Nasr and Ericsson for 2016
26 ივლისი
უნგრეთის დიდი პრიზის რბოლის წინ, „ზაუბერმა“ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონისთვისაც ფელიპე ნასრს და მარკუს ერიქსონს დაიტოვებს. არადა, მანამდე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ 22 წლის ნასრის წაყვანა „უილიამსს“ სურს, რომელიც ბრაზილიელი პილოტით, ვალტერი ბოტასს ჩაანაცვლებს. თავის მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოტასის კონტაქტი „ფერარიმ“ გამოისყიდა, რომელსაც კიმი რაიკონენის შეცვლა სურს.

Saturday, July 25, 2015

„სუზუკი გრანდ ვიტარა 4სპორტის“ ბრაზილიური დებიუტი

Suzuki Grand Vitara 4Sport launched – Brazil
25 ივლისი
„სუზუკიმ“ ბრაზილიის ბაზარზე, მოდელ „გრანდ ვიტარას“ ვერსია „4სპორტი“ წარადგინა, რომელიც კიდევ უფრო მეტადაა ორიენტირებული უგზოობაზე. მისი კონცეპტუალური ვერსიის პრემიერა, სან პაულუს შარშანდელ მოტორ შოუზე წარადგინა. იაპონურმა კომპანიამ ამ ერთი წლის განმავლობაში, ავტომობილს ინტენსიური ტესტები ჩაუტარა.

ჰამილტონის მეხუთე უნგრული პოული

Hamilton on cloud nine after Hungary pole
25 ივლისი
ლუის ჰამილტონი ამ სეზონის კვალიფიკაციების მეფეა - უკვე გამართული ათი საკვალიფიკაციო რბოლიდან, ცხრა აქვს მოგებული. აქედან ხუთ პოულს ზედიზედ დაეუფლა მას შემდეგ, რაც ესპანეთში თანაგუნდელმა ნიკო როსბერგმა აჯობა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე სეზონის ლიდერმა, ნახევარ წამზე მეტით აჯობა როსბერგს, რომელსაც პრაქტიკებზე გუნდმა მანქანა ხეირიანად ვერ მოუმზადა, რისთვისაც პილოტს „მერსედესის“ ტექნიკურმ დირექტორმა პადი ლოუმ მოუბოდიშა.

„ფორდი“ მზარდ მოთხოვნას წარმოების გაზრდით პასუხობს

Increased Demand Obliges Ford to Boost Production Capacity
25 ივლისი
შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპის და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, ახალი ავტომობილების გაყიდვები სულ უფრო იზრდება. გაყიდვების ზრდით, განსაკუთრებით დეტროიტული დიდი სამეული გამოირჩევა, მათ შორის კი საუკეთესო შედეგებს „ფორდი“ აფიქსირებს, რომლის რამდენიმე მოდელზეც - პიკაპ F-150-ზე და ქროსოვერებზე, „ეჯზე“, „ისკეიპსა“ და „ექსპლორერზე“, არნახულად მაღალი მოთხოვნაა.

Friday, July 24, 2015

ჰამილტონის პრაქტიკები და „შეშინებული“ პერესი

Motor racing-Hamilton fastest, Perez unhurt after crash
23 ივლისი
უნგრეთის დიდი პრიზის ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე ყველაზე სწრაფი ისევ ლუის ჰამილტონია, ვისაც უნგრეთშ ოთხი გამარჯვება აქვს მოპოვებული. მეორე სესიაზე მან წამზე მეტით გააუმჯობესა თავისივე შედეგი. საინტერესოა, რომ ორივე სესიის ჯამში, მეორე და მესამე საუკეთესო დროები „რედ ბულის“ პილოტებს, დანილ კვიატს და დანიელ რიკარდოს ჰქონდათ.

Thursday, July 23, 2015

როსბერგი მუხრუჭებს ვერ მიეჩვია

Rosberg says he is still struggling with brakes
23 ივლისი
„მერსედესის“ პილოტი ნიკო როსბერგი ამბობს, რომ მას კვლავაც უჭირს წლევანდელი მანქანის მუხრუჭებთან შეგუება. მისი თქმით, მუხრუჭების თავისი სტილისადმი მისადაგებას ვერაფრით ახერხებს და შუალედურ გადაწყვეტებს სჯერდება. 9 ეტაპის შემდეგ, გერმანელი მრბოლი თავის ჩემპიონ თანაგუნდელსა და მიმდინარე სეზონის ლიდერ ლუის ჰამილტონს 17 ქულით ჩამორჩება. ის ამბობს, რომ მსგავსი პრობლემა მას გასულ სეზონშიც ჰქონდა.

ჩინური „სუპერ ავტომობილი“ 5000 დოლარად

Man from China Builds Electric Supercar for $5,000
23 ივლისი
გარეგნულად ეს ქმნილება, რაღაცით კლასიკურ ავტომობილსაც მოგაგონებთ, რაღაცით (მომრგვალებული სანთლის ტიპის კოკპიტით) სარბოლო პროტოტიპსაც და რაღაცით სუპერ ავტომობილსაც. მაგრამ არც ერთია, არც მეორე და არც - მესამე. ის ხელნაკეთი მანქანა, რომელსაც მხოლოდ 40 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია. მაგრამ სამაგიეროდ, გზაზე რომ გაივლის, აუცილებლად მიიქცევს ყურადღებას - შორიდან ვინ მიხვდება, რომ ასეთი „მრისხანე“ გარეგნობა უსუსურ ძალურ დანადგარს (ჩინეთის ეროვნულ რადიოს მისი მონაცემები არ გამოუქვეყნებია) მალავს.

აჩქარების ახალი რეკორდი შტუტგარტელ სტუდენტებს ეკუთვნით

New world record: 0-100 km/h in 1.779 seconds
23 ივლისი
შტუტგარტის უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდის, „გრინ ტიმ ფორმულა სტუდენტის“ მიერ შემუშავებულმა ღიაბორბლიანმა, ელექტრულმა სარბოლო ავტომობილმა, 0-100 კმ/სთ აჩქარებაში გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა - სასურველი სიჩქარე 1.779 წამში აკრიფა. ამ შედეგით, შტუტგარტელებმა წინა რეკორდი, რომელიც ცურიხის შვეიცარიის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინსტიტუტს ეკუთვნოდა, 0.006 წამით გააუმჯობესეს.

ახალი „ტესლა როდსტერი“ ბაზარზე 2019 წელს გამოვა

New Tesla Roadster Due In 2019: Official
23 ივლისი
„ტესლა მოტორსის“ მთავარმა აღმასრულებელმა ელონ მასკმა გამოაცხადა, რომ მისი კომპანია, მეორე თაობის „როდსტერის“ წარმოებას 2019 წელს დაიწყებს. ეს განცხადბა მან ელექტრულ სედან „მოდელ S-ის“ ვერსია „ლუდიქრესის“ პრეზენტაციისას გააკეთა. მისი თქმით, ახალი ელექტრული სპორტსმენი, კარგი დინამიკური და საექსპლუატაციო მახასიათებლებით იქნება გამორჩეული.

„ფორდ ტრანზიტი“ 50 წლისაა

Ford Transit Turns 50, Celebrates With a Study of the Van's Value in Europe
23 ივლისი
„ფორდის“ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ავტომობილს, კომერციულ ვენ „ტრანზიტს“ 50 წელი შეუსრულდა. ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ამ ავტომობილის სხვადასხვა ვერსია, საქალაქო კომერციულ გადაზიდვებს და მგზავრთა გადაყვანას ემსახურება. ევროპული ქალაქები (თბილისზე ხომ ლაპარაკიც არაა) წარმოუდგენელიც კი არის „ტრანზიტის“ გარეშე. ამ თარიღთან დაკავშირებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მარტო შარშან, „ტრანზიტების“ მიერ, საფრანგეთში, გერმანიასა და ბრიტანეთში, დაახლოებით 584 მილიარდი ევროს სამუშაოა შესრულებული.

Wednesday, July 22, 2015

“ბერტონეს“ კონცეპტების კოლექცია აუქციონზე გაიყიდება

Museo Bertone: a settembre va all’asta
22 ივლისი
ძარების მწარმოებელ და დიზაინის ატელიე „ბერტონეს“ მუზეუმის ექსპონატები - 79 ავტომობილი, აუქციონზე გაიყიდება. მათ შორისაა სუპერ ავტომობილები, სერიული მოდელების და კონცეპტუალური მაკეტები. როგორც იტალიური გამოცემა „ალვოლანტე“ იტყობინება, კოლექციის საწყისი ფასი სულ რაღაც, 1.06 მილიონი ევროა. თუმცა ამ საქმის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აუქციონის მსვლელობისას, ზოგიერთ ექსპონატზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„ფერარი“ - რაიკონენი ფეტელივით სწრაფია

Kimi Raikkonen as fast as F1 team-mate Sebastian Vettel – Ferrari
22 ივლისი
„ფერარის“ ფ1-ის ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისონი ამბობს, რომ კიმი რაიკონენი ისევე სწრაფია, როგორც სებასტიან ფეტელი, თუმცა გერმანელი პილოტი მასზე ნაკლებ შეცდომას უშვებს. ბრიტანელი ინჟინერი ამ სეზონში ფეტელის მხოლოდ ერთ შეცდომას იხსენებს, რომელიც მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ბაჰრეინის დიდი პრიზის რბოლის 36-ე წრეზე, ბოლო მოსახვევში დაუშვა. შედეგად, მანქანის წინა ანტი ფრთა დაზიანდა და ამის გამო, ფეტელს დაუგეგმავი პიტსტოპის შესრულება მოუხდა.

Tuesday, July 21, 2015

„ზაუბერი“ ბოლიდს ზაფხულის პაუზის შემდეგ განაახლებს

Sauber Planning Major Car Upgrade After F1 Summer Break
21 ივლისი
„ზაუბერმა“ ეს სეზონი კარგად მომზადებულმა დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში, პელოტონში ჩაიკარგა, მაინც კონსტრუქტორთა პირველობაზე მე-7 ადგილზე იმყოფება, ივნისის დასაწყისში კი მე-5 ადგილზე იყო. ამას ალბათ არც შვეიცარიულ გუნდში ელოდნენ, თუმცა როგორც ჩანს, მათს ბოლიდს დიდი პოტენციალი აქვს. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო, ამ პოტენციალის სრულად და სწრაფად ათვისება ვერ ხერხდება.

„კიონიგსეგ ვან:1“ სპა-ფრანკორშანის რეკორდსმენი გახდა

Koenigsegg One:1 Sets New Record On Spa-Francorchamps
21 ივლისი
ნურბურგრინგი ავტოკომპანიებისთვის ნაკლებად საინტერესო გახდა - გერმანულ ტრასაზე სიჩქარეები შეიზღუდა და ამდენად, მასზე წრის რეკორდბის დამყარების ეპოქაც დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, მანამ მაინც, სანამ ეს შეზღუდვები დარჩება. და სანამ ასეა, სიჩქარის მოყვარულთა ყურადღებამ სპა-ფრანკორშანისკენ გადაინაცვლა. იქ უკვე არსებობს რეკორდები, რომლებიც სხვადასხვა კატეგორიებში ფიქსირდება.

„ლამბორგინიმ“ პროექტი „ასტერიონი“ დააყოვნა

Lamborghini Freezes Asterion Plans In Favor Of Urus Super-SUV
21 ივლისი
შეაყოვნა, არ უარუყვია. მიზეზი მარტივია - ისეთ პატარა კომპანიას, როგორიც „ლამბორგინია“, თუნდაც ის „ფოლკსვაგენის“ გოლიათი ოჯახის წევრი იყოს, წარმოებისთვის ერთდროულად ორი უახლესი ავტომობილის მომზადება არ შეუძლია. ამ ეტაპზე, სანტ’აგატა ბოლონეზელებისთვის და მათი ვოლფსბურგელი შეფებისთვის, პრიორიტეტი უგზოობის „ურუსის“ წარმოების დაწყებაა. „ასტერიონი“ კი მოიცდის.

Monday, July 20, 2015

„ლენდ როვერი“ ახლანდელი „დიფენდერის“ წარმოებას თებერვლამდე გააგრძელებს

Land Rover Extends Production Of The Current Defender Until January 2016
20 ივლისი
„იაგუარ ლენდ როვერი“ ახლანდელი თაობის „დიფენდერის“ წარმოების გაჩერებას წლის ბოლოს აპირებდა, მაგრამ მასზე მაღალი მოთხოვნის გამო, მის წარმოებას თებერვლამდე გააგრძელებს. იმავდროულად, ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუ სად გამოუშვებს ახალ „დიფენდერს“, რომელსაც ამჟამად წარმოებისთვის ამზადებს და მომავალ წელს გაგვაცნობს.

„მინი“ ახალ „ნამდვილ“ უგზოობის ავტომობილს გამოუშვებს

Mini plans new 'authentic' SUV
20 ივლისი
მალე „მინი“ ბაზარზე ორ ახალ ავტომობილს გამოუშვებს. ესაა ახალი „კაბრიოლეტი“ და უფრო უხეში გარეგნობის „ქანთრიმენი“, რომელსაც ბრიტანული კომპანია „ნამდვილ“ უგზოობის ავტომობილად მოიხსენიებს. ღია ავტომობილი ბაზარზე ამ წლის ბოლოს გამოვა, „ქანთრიმენს“ კი, რომელიც ზომებშიც გაიზრდება, მყიდველს ერთი წლის შემდეგ შესთავაზებენ.

ფორმულა 1-ში ჟიულ ბიანკის 17 ნომერს ამოიღებენ

FIA to retire Jules Bianchi's number
20 ივლისი
ჟიულ ბიანკის სახელის უკვდავსაყოფად, ფორმულა 1-ის ხელმძღვანლობა, მის კუთვნილ ნომერ 17-ს ხმარებიდან ამოიღებს. ეს გადაწყვეტილება საერთაშრისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) უკვე მიიღო. ბიანკი გასული სეზონის იაპონიის დიდი პრიზის რბოლისას მოხდარ ავარიაში მიღებული, თავის ტვინის მძიმე ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. იმ ავარიის შემდეგ, მან რამდენიმე თვე კომაში გაატარა.

Sunday, July 19, 2015

„ფერარიმ“ ბარსელონაში „ფერარი ლენდის“ მშენებლობა დაიწყო

Lights turn green for construction of Ferrari Land
19 ივლისი
„ფერარიმ“ თავისი მეორე თემატური პარკის მშენებლობა დაიწყო. აბუ დაბის შემდეგ, მარანელოელთა გასართობი კომპლექსი, ბარსელონას გარეუბან პორტ ავენტურაში აიგება. ბარსელონასთან თემატური პარკის მშენებლობის გადაწყვეტილება „ფერარის“ ხელმძღვანელობამ შარშან მიიღო, მაისში კი პირველი აგური დაიდო. „ფერარის“ პარკი მოიცავს უამრავ ატრაქციონს, გაგვაცნობს „ფერარის“ სიახლეებს, ფორმულა 1-ს, იტალიის ტრადიციებს და „ფერარის“ დამაარსებელ ენცო ფერარის ბიოგრაფიას.

„ფორდი“ ავტომობილებს კამერიანი ფარებით აღჭურვავს

Future Fords To Feature Crazy Camera-Based Headlights
19 ივლისი
„ფორდი“ განთების სრულიად ახალ სისტემაზე მუშაობს, რომელიც მალე მის მოდელებს, ღამით მოძრაობისას გაცილებით უსაფრთხოს გახდის, როგორც საკუთრივ ამ ფარებით აღჭურვილი ავტომობილისთვის, ასევე ფეხმავლებისთვის, ირგვლივ მოძრავი სხვა ავტომობილებისა და ცხოველებისთვისაც. სისტემაზე „ფორდის“ ევროპული კვლევისა და ინოვაციების აახენის (გერმანია) ცენტრი მუშაობს. განათების სისტემა ფარების გარდა, კამერას და GPS-სისტემას იყენებს.

„შელბი“ საიუბილეო „კობრა დეიტონა კუპეს“ გამოუშვებს

50th Anniversary Shelby Cobra Daytona Coupe Costs $349,995... Without A Drivetrain
19 ივლისი
„შელბი ამერიკენმა“ თავის ლეგენდარულ მოდელ „კობრა დეიტონა კუპეს“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული „კობრა 427-ის“ მყარსახურავიანი ვერსია, „კობრა დეიტონა კუპე“ შეიმუშავა და მასაც ძალიან შეზღუდული ტირაჟით, მხოლოდ 50 ცალს გამოუშვებს. ამასთან, ამ ავტომობილს მყიდველს როგორც ალუმინის, ასევე შუშაბოჭკოვანი კომპოზიტით დამზადებული ძარებით შესთავაზებენ.

„მაკლარენმა“ 675LT-ს წარმოება დაიწყო

McLaren 675LT Begins Production, All 500 Units Are Already Sold Out
19 ივლისი
„მაკლარენმა“ სუპერ ავტომობილ 675LT-ზე, კვოტით გათვალისწინებული 500-ვე შეკვეთა მიიღო და მის წარმოებასაც შეუდგა. ეს არის მოდელ 650S-ის უფრო სწრაფი და პირქუში ვერსია, ავტომობილისა, რომელიც „ფერარი 488 GTB-ს“ უშუალო კონკურენტია. ახალი ავტომობილი შესანიშნავი მახასიათებლებით გამოირჩევა და ერთ-ერთი საუკეთესოა თავის კლასში.

Saturday, July 18, 2015

„კიონიგსეგი“ წარმოების გაფართოებას გეგმავს

Koenigsegg Wants to Expand and Build ‘Normal’ Cars under new Sub-Brand
18 ივლისი
მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესი საგზაო ავტომობილის, „რეგერას“ გამოშვების შემდეგ, შვედურ კომპანია „კიონიგსეგის“ დამაარსებელმა და მფლობელმა, კრისტიან ფონ კიონიგსეგმა განაცხადა, რომ უფრო ხელმისაწვდომი ავტომობილების წარმოებაც სურს. გამოცემა „ქარ ტროტლთან“ საუბრისას მან თქვა, რომ უფრო „მიწიერი“ ავტომობილების წარმოებასაც გეგმავს, რისთვისაც იმავე პრინციპებს გამოიყენებს, რომლებიც ჰიპერ ავტომობილების წარმოებაში აქვს დანერგლი.

„ფორდის“ ევროპული გაყიდვები 16%-ით გაიზარდა

Ford's Europe sales rise 16% on new Mondeo, SUVs
18 ივლისი
„ფორდის“ გაყიდვები ევროპულ ბაზარზე ივნისში 16 პროცენტით გაიზარდა. ამერიკული კომპანიის ინფორმაციით, გაყიდვების ასეთი მკვეთრი ზრდა, ახალ სედან „მონდეოსა“ და უგზოობის ავტომობილებზე მზარდმა მოთხოვნამ გამოიწვია. „ფორდ ოფ იუროპის“ ინფორმაციით, საერთო ჯამში, ევროპის 20 ქვეყანაში მიწოდებამ 126 800 ავტომობილი შეადგინა.

ახალი კომპანია „ფარადეი ფიუჩა“ ელექტრომობილს ამზადებს

New Electric Car Company Emerges: Faraday Future
18 ივლისი
შეერთებულ შტატებში ახალი საავტომობილო კომპანია დაარსდა, რომელიც მალე ელექტრომობილების წარმოებას დაიწყებს. მისი სახელია „ფარადეი ფიუჩა“ და ის შტატ კალიფორნიაშია ბაზირებული. შტაბ-ბინა გარდენაში, „ნისანის“ კვლევისა და განვითარების ყოფილ ცენტრში აქვს. FF-ს (თავად მისი დამაარსებლები კომპანიას ასე მოიხსენიებენ) უკვე 200 თანამშრომელი ჰყავს და კიდევ ასის აყვანას აპირებს. წარმოების დაწყებას კი 2017 წელს გეგმავს.

„1955 ფორდი“ – „ბიტნიკ ბაბლტოპ“ აუქციონზე იყიდება

Crazy Beatnik Bubbletop 1955 Ford Headed For Auction
18 ივლისი
ამ ავტომობილმა არსებობა დაიწყო, როგორც 1955 წლის „ფორდმა“. 1950 წელს, ცისფერი ოვალის დიზაინერებს სწორედ ასეთად წარმოედგინათ მომავლის ავტომობილი. იმ დროის დიზაინერებს, მომავლის ავტომობილები სწორედ ასეთად, მრგვალი თავით და დაბალი კლირენსით წარმოედგინათ. მრგვალი ფორმა ახლოსაა იდეალური აეროდინამიკური ფორმის მქონე წვეთთან და მაშინ თვლიდნენ, რომ მომავლის ავტომობილების ფორმას სწორედ აეროდინამიკა განსაზღვრავდა.

ჟიულ ბიანკი 25 წლისა გარდაიცვალა

Formula 1 driver Jules Bianchi has died at the age of 25
18 ივლისი
ფორმულა 1-ის 25 წლის პილოტი, ფრანგი ჟიულ ბიანკი, იაპონიის შარშანდელი დიდი პრიზის რბოლისას (ოქტომბერში) მოხდარ ავარიაში მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. „მარუსიას“ (ახლანდელი მენორი) პილოტი მას შემდეგ კომაში იმყოფებოდა. ბიანკის ოჯახის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჟიული, ისე როგორც სჩვეოდა, სიცოცხლისთვის ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ დღეს მისი ბრძლა დასრულდა“.

Friday, July 17, 2015

ფორმულა 1-ში შეიძლება ორი ამერიკული გუნდი გამოვიდეს

Two U.S. teams on the F1 grid in 2016? It could happen
17 ივლისი
არაა გამორიცხული, რომ მალე ფორმლა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში, ორი ამერიკული გუნდი ჩაებას. მათგან ერთის - „ჰაასის“ დებიუტი მომავალ სეზონში იგეგმება. მეორე კი შესაძლოა მაჩანჩალა „მენორის“ საფუძველზე აღმოცენდეს. საქმე ისაა, რომ ფ1-ით დაინტერესდნენ ტექსასელი პრომოუტერი ტავო ჰელმუნდი და ნიუ იორკელი ფინანსისტი ჯეიმს კარნი, რომლებიც ამერიკულ საინვესტიციო ჯგუფს ხელმძღვანელობენ. ფ1-ის გუნდის შესყიდვით სწორედ ეს ჯგუფია დაინტერესებული.

„ბეემვე“ მონტერეიში“ ორი კონცეპტით წარსდგება

BMW Confirms Two World Premiere Concepts For Monterey
17 ივლისი
„ბეემვემ“ გამოაცხადა, რომ მისი ჩრდილოამერიკული შტო, თავისი მუშაობის 40 წლის იუბილის აღსანიშნავად, მონტერეის (შტატი კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე, რომელიც აგვისტოში ჩატარდბა, ორი ახალი კონცეპტუალური ავტომობილის მსოფლიო პრემიერას გამართავს. ამ ინფორმაციასთან ერთად, გერმანულმა კომპანიამ ერთი ფოტო ტიზერიც გაავრცელა, რომელზეც საჭის რგოლის ესკიზია გამოსახული.