დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 29, 2015

„ალფა რომეოს“ ახალი მარკა QV „ბეემვეს“ M-ის ექვივალენტი იქნება

Alfa Romeo’s QV Badge Will Be Equivalent To BMW’s M
29 ივლისი
„კვადრიფოლიო ვერდე“ (QV) - ასე ჰქვია „ალფა რომეოს“ ახალ მარკას, რომლითაც იტალიური კომპანია, თავისი სერიული მოდელების ტემპერამენტიან ვერსიებს გამოუშვებს. ამ მარკით გამოშვებული ავტომობილები, „ბეემვეს“ დივიზიონ „მოტორშპორტის“ (M) მიერ გამოშვებულ ავტომობილებს გაუწევენ კონკურენციას.
„ფიატ კრაისლერ ავსტრალიას“ მთავარ აღმასრულებელ პეტ დოგერტის თქმით, მარკა QV-თი მხოლოდ „ჯულიას“ და უფრო დიდი ზომის მოდელების ვერსიების გამოშვება იგეგმება, „მიტო“ და „ჯულიეტა“ კი ამ მარკის შესაფერისი ავტომობილები არაა. ამგვარად, ეს ორი მოდელი, „ალფა რომეოს“ გამაში ყველაზე დაბალ საფეხურებზე დარჩება.
გარდა ამისა, „ალფა რომეო“ გაიზიარებს იმ გამოცდილებას, რომელიც „დოჯმა“ SRT-ს პროგრამის შემუშავებისას დააგროვა. ეს ნიშნავს, რომ „კვადრიფოლიო ვერდე“ არ იქნება ცალკე ბრენდი, არამედ „ალფასთვის“ იმავე როლს შეასრულებს, რასაც AMG და M-ი შესაბამისად, „მერსედეს-ბენცის“ და „ბეემვეს“ ბიზნესში.
ცნობისათვის, აბრევიატურა QV, „მიტოს“ და „ჯულიეტას“ ახლანდელი თაობების ტემპერამენტიან ვერსიებს ამშვენებს. მაგრამ მომავალში ასე აღარ მოხდება.

No comments:

Post a Comment