დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, January 8, 2013

„პეჟო 2008“ უკვე ოფიციალურად

Peugeot Officially Unveils 2008 Crossover, Premieres at the Geneva Auto Show
8 იანვარი

რამდენიმე დღის წინ, ეს ინფორმაცია მხოლოდ არაოფიციალური იყო. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ინფორმაციის გაჟონვა „პეჟომ“ უზრუნველყო. ახლა კი, სუბკომპაქტური ქროსოვერი 2008 თავად გაგვაცნო. და ისიც გვაუწყა, რომ ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება.

„რენომ“ პატარა ქროსოვერ „კაპტურის“ ტიზერი გაავრცელა (ვიდეო)

Renault Drops First Teaser Image and Video of New Captur Small Crossover
8 იანვარი
ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „რენომ“ ჟენევის მოტორ შოუზე, პატარა ათლეტური სამკარიანი კონცეპტუალური ქროსოვერი „კაპტური“ გვიჩვენა. მაშინ ისიც ითქვა, რომ ამ ავტომობილს სერიული წარმოების პერსპექტივა ჰქონდა. მაგრამ ჯერჯერობით, პირველ ჩვენებას გაგრძელება არ მოჰყოლია.

„სესტო ელემენტო“ არ შეიცვლება

Details emerge on production-bound Lamborghini Sesto Elemento
8 იანვარი
ამ ავტომობილის საწარმოო ვერსიას სერიულს ვერ დაარქმევ - „ლამბორგინი“ მას მხოლოდ 20 ცალს დაამზადებს. ეს ცოტა ხნის წინ, თავად იტალიურმა კომპანიამ აღიარა. ისიც ითქვა, რომ ყველა ავტომობილი მხოლოდ სატრეკო დღეებისთვის იქნება განკუთვნილი და მათ საერთო სარგებლობის გზებზე ვერ გამოიყვანენ.

საინსი ჩამოაქვეითეს, ლიდერი პეტერანსელია

Stephane Peterhansel takes Dakar lead as Carlos Sainz hits trouble
8 იანვარი
დაკარის რალი-მარათონის მესამე ეტაპის შემდეგ, მსაჯებმა კარლოს საინსს მაინც ჩამოართვეს ლიდერობა. როგორც აღმოჩნდა, ინციდნტი, რომლის გამოც ესპანელი გზას ასცდა, არა რბოლის სატელიტის, არამედ ასაინსის მანქანაზე მწყობრიდან გამოსული GPS-სისტემის ბრალი ყოფილა. არადა, სათადარიგო სისტემა გამართულად მუშაობდა, მაგრამ ეკიპაჟმა მისი გამოყენება დროზე ვერ მოიფიქრა.