დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, January 8, 2013

საინსი ჩამოაქვეითეს, ლიდერი პეტერანსელია

Stephane Peterhansel takes Dakar lead as Carlos Sainz hits trouble
8 იანვარი
დაკარის რალი-მარათონის მესამე ეტაპის შემდეგ, მსაჯებმა კარლოს საინსს მაინც ჩამოართვეს ლიდერობა. როგორც აღმოჩნდა, ინციდნტი, რომლის გამოც ესპანელი გზას ასცდა, არა რბოლის სატელიტის, არამედ ასაინსის მანქანაზე მწყობრიდან გამოსული GPS-სისტემის ბრალი ყოფილა. არადა, სათადარიგო სისტემა გამართულად მუშაობდა, მაგრამ ეკიპაჟმა მისი გამოყენება დროზე ვერ მოიფიქრა.
მოკლედ, საინსს 21 წუთი „დაუბრუნეს“, რის გამოც მან ათეულის ბოლოში გადაინაცვლა. უფრო მეტიც, მესამე ეტაპზე საინსის ბაგიზე ელექტრონიკა გაჭიანურდა, რაც დაკარის ყოფილ ჩემპიონს და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს კიდევ 20 წუთის დაკარგვად დაუჯდა.
მოწინავე პოზიცია ისევ ფრანგმა სტეფან პეტერანსელმა დაიბრუნა, მესამე და მეოთხე ეტაპები კი დაკარის ყოფილმა ჩემპონმა, კატარელმა ნასერ ალ-ატიამ მოიგო, რომელმაც საერთო კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა ლიდერს მაინც 5 წუთით ჩამორჩება. მესამე ეტაპზე კარგად იასპარეზა ნასქარ-ის სერიის და დაკარის ამერიკელმა ვეტერანმა რობი გორდონმა, ვინც ფინიშს მეორემ მიაღწია. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ ლიდერთა შორის დამკვიდრებულიყო.
ალ-ატიამ მეოთხე ეტაპი ბოლო კილომეტრებზე მოიგო - მან მნიშვნელოვნად გაზარდა სიჩქარე და ნახევარ წუთზე ცოტა მეტით აჯობა ფრანგ გერლან ჩიჩერის. პეტერანსელი ამჯერადაც მესამე შედეგს დასჯერდა. საინსის პრობლემები კი ისევ გაგრძელდა - ესპანელს რამდენჯერმე დასჭირდა გაჩერება.

მე-3 ეტაპის შედეგები
1. ნასერ ალ-ატია (კატარი, რედ ბულ ბაგი)                            2:30:14
2. რობი გორდონი (აშშ, გორდონ ჰამერი)                              +1:18
3. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)          +3:52
4. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ოვერდრაივ ტოიოტა)       +9:36
5. ნანი რომა (ესპანეთი, X-რეიდ მინი)                                  +12:20
6. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                       +15:29
7. გერლან ჩიჩერი (საფრანგეთი, SMG ბაგი)                          +16:15
8. ბორის გადასინი (რუსეთი, G-ფორს ნისანი)                      +23:25
9. კრისტიან ლავიე (საფრანგეთი, დესუდ ნისანი)                +24:45
10. ბერნარ ერანდონეა (ანდორა, SMG ბაგი)                           +25:09

მე-4 ეტაპის შედეგები
1. ნასერ ალ-ატია (კატარი, რედ ბულ ბაგი)                            3:28:46
2. გერლან ჩიჩერი (საფრანგეთი, SMG ბაგი)                           +0:36
3. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)           +1:17
4. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალ ტოიოტა)+4:17
5. ნანი რომა (ესპანეთი, X-რეიდ მინი)                                   +7:27
6. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                        +13:55
7. ნუნსიო კოფარო (ვენესუელა, აზიმუტ ტოიოტა)               +20:45
8. რონან ჩაბო (საფრანგეთი, SMG ბაგი)                                 +21:07
9. პასკალ თომასე (საფრანგეთი, MD ბაგი)                             +24:37
10. ბერნარ ერანდონეა (ანდორა, SMG ბაგი)                           +27:39

კლასიფიკაცია 4 ეტაპის შემდეგ
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, X-რეიდ მინი)           9:04:29
2. ნასერ ალ-ატია (კატარი, რედ ბულ ბაგი)                            +5:16
3. ხინიელ დე ვილიერსი (სამხ.აფრიკა, იმპერიალ ტოიოტა)+33:22
4. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, X-რეიდ მინი)                        +33:48
5. ნანი რომა (ესპანეთი, X-რეიდ მინი)                                   +39:06
6. გერლან ჩიჩერი (საფრანგეთი, SMG ბაგი)                           +42:32
7. რონან ჩაბო (საფრანგეთი, SMG ბაგი)                                 +59:30
8. ბერნარ ერანდონეა (ანდორა, SMG ბაგი)                            +1:04:54
9. ბორის გადასინი (რუსეთი, G-ფორს ნისანი)                      +1:22:07
10. პასკალ თომასე (საფრანგეთი, MD ბაგი)                           +1:23:56

No comments:

Post a Comment