დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 2, 2015

ფორმულა 1-ის ძრავები უფრო ხმაურიანი გახდება

Motor racing-Formula One to crank up the noise next year
2 ოქტომბერი
საერთაშორისო საავტომობილო ფედრაციის (FIA) მსოფლიო მოტორ სპორტის საბჭოს გადაწყვეტილებით, ფორმულა 1-ის რეგლამენტში შევიდა ცვლილება, რომელიც V6 ტურბი ჰიბრიდული აგრეგატების ხმაურის დონის გაძლიერებას ითვალისწინებს. ახალი წესის შესაბამისად, აგრეგატს უნდა ჰქონდეს იმ გამონაბოლქვის ცალკე გამომშვები მილი, რომელიც ტურბინაში არ გაივლის.

„სუზუკი ეარ თრაიზერი“ - კონცეპტუალური მინივენი

Suzuki Takes The Wraps Off The Air Triser Minivan Concept
2 ოქტომბერი
„სუზუკიმ“ ტოკიოს მოტორ შოუსთვის რამდნმე კონცეპტუალური სიახლე მოამზადა, რომელთაგან ერთ-ერთია კომპაქტური მინივენი „ეარ თრაიზერი“. მასზე მუშაობისას, „სუზუკის“ დიზაინერებმა რეტრო და თანამედროვე ტექნო სტილი შეახამეს, რისი შედეგიც, საკმაოდ უხეში და იმავდროულად, საინტერესო ფორმის ავტომობილია, რომელშიც იაპონური საავტომობილო კულტურის თავისებურებებიცაა ასახული.