დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 14, 2015

„ფარადეი“ მილიარდდოლარიან ქარხანას ააშენებს

Faraday Future Planning Massive $1 Billion Factory In Nevada
14 დეკემბერი
ახლახანს შექმნილი ამერიკული საავტომობილო კომპანია „ფარადეი ფიუჩა“, რომელსაც თავიდანვე ამბიციური გეგმები აქვს დასახული და ბაზარზე „ტესლას“ მომავალ მეტოქედ მოიაზრება, მალე თავის პირველ ავტომობილებს გაგვაცნობს, რომელთა ფოტო ტიზერების გამოქვეყნებაც უკვე დაიწყო. პარალელურად კი გამოაქვეყნა მილიარდ დოლარიანი საინვესტიციო გეგმა, რომელიც ლას ვეგასის (შტატი ნევადა) მახლობლად, ამწყობი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს.

„ჯინეტა G57-ის“ დებიუტი ლონდონის „ავტოსპორტ ინტერნეიშნლზე“ გაიმართება

Ginetta G57 Will Make Public Debut At London's Autosport International
14 დეკემბერი
პატარა ბრიტანული საავტომობილო კომპანია „ჯინეტა“, ბრიტანულ ჟურნალ „ავტოსპორტის“ მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ საერთაშორისო გამოფენაზე, რომელსაც ლონდონი უმასპინძლებს, თავის ახალ სარბოლო ავტომობილს წარადგენს. ეს კომპანია მსუბუქი სარბოლო ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი, ამჯერად კი LMP3 კლასის სარბოლო პროტოტიპის წარმოებას იწყებს.

„ალფა რომეო“ ფორმულა 1-ში დაბრუნებას განიხილავს

Alfa Romeo considering return to F1
14 დეკემბერი
არაა გამორიცხული, რომ მალე „ალფა რომეო“ კვლავ ვიხილოთ ფორმულა 1-ში. „ფიატ კრაისლერის“ მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს თქმით, ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა მიდის. ფ1-ში დაბრუნება, მილანური ბრენდის გააქტიურების გეგმის შემადგენელი ნაწილი შეიძლება გახდეს.

„უილიამსი“ მნიშვნელოვნად განსხვავებულ მანქანას ამზადებს

Williams 2016 car set to be 'significantly different'
14 დეკემბერი
„უილიამსი“ ახალი სეზონისთვის მნიშვნელოვნად განსხვავებულ სარბოლ ავტომობილს ამზადებს და იმედოვნებს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება ფ1-ის მწვერვალს, რომელიც მისთვის უცხო ადგილი არაა. კონსტრუქტორთა თასის ცხრაგზის გამარჯვებულმა გუნდმა გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და ეს ზედიზედ მეორედ მოახერხა.

„ფორდ GT“ ლას ვეგასის გამოფენის ოფიცალურია ავტომობილია

Ford Returning To CES 2016 With All-New GT As Official Show Vehicle
14 დეკემბერი
„ფორდის“ უახლესი სუპერ ავტომობილი GT, ლას ვეგასის საყოფაცხოვრებო ელექტრონიკის შოუს (CES) ოფიციალურ ავტომობილად გამოცხადდა. 5 იანვარს, როცა გამოფენა გაიხსნება, ცისფერი ოვალი ოფიცალურ პრეს კონფერენციას გამართავს და პრესას თავის სუპერ ავტომობილს წარუდგენს. გარდა ამისა, საზოგადოებას თავის სამომავლო გეგმების შესახებ, მათ შორის, ავტონომიურ ავტომობილებზე, მოუთხრობს.

მარანელოს მერმა ქალაქში „ფერარის“ ავტომობილების გაქირავება შეზღუდა

Maranello Mayor Puts An End To Local Rent-A-Ferrari Businesses
14 დეკემბერი
„ფერარის“ ქალაქი მარანელო უჩვეულოდ დადუმდა. იქაურმა მერმა იტალიური კომპანიის სუპერ ავტომობილების გაქირავება დღის მეორე ნახევარში აკრძალა. ტურისტებს შეეზღუდათ იმის საშუალება, რომ ქალაქის ქუჩებში კვიცების მართვით სიამოვნება მიიღონ. ტესტ-დრაივზე მომუშავე პატარა ფირმებმა კი შემოსავლის დდ ნაწილი დაკარგეს. მსგავსი ფირმები „ფერარის“ ავტომობილებს მსოფლიოს ბევრ ქალაქში - ლონდნში, პარიზსა თუ ლას ვეგასში, აქირავებენ. მაგრამ სულ სხვაა, როცა ამას მარანელოში, ამ კომპანიის დაბადების ადგილზე აკეთებ.