დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, December 14, 2015

„ჯინეტა G57-ის“ დებიუტი ლონდონის „ავტოსპორტ ინტერნეიშნლზე“ გაიმართება

Ginetta G57 Will Make Public Debut At London's Autosport International
14 დეკემბერი
პატარა ბრიტანული საავტომობილო კომპანია „ჯინეტა“, ბრიტანულ ჟურნალ „ავტოსპორტის“ მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ საერთაშორისო გამოფენაზე, რომელსაც ლონდონი უმასპინძლებს, თავის ახალ სარბოლო ავტომობილს წარადგენს. ეს კომპანია მსუბუქი სარბოლო ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი, ამჯერად კი LMP3 კლასის სარბოლო პროტოტიპის წარმოებას იწყებს.
ლაპარაკია „ჯინეტა G57-ზე“, რომელიც მომავალი სეზონიდან, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის ახალ, ყველაზე ხელმისაწვდომ კატეგორიაში იასპარეზებს. ლონდონური შოუ კი ამისთვის საუკეთესო ადგილია, რადგან ის მოტორსპორტული სეზონის დაწყებამდე იმართება და იქ ბევრი, არამარტო ბრიტანული კომპანიების სიახლის გაცნობაა შესაძლებელი.
„მე და კომპანია „ჯინეტა“ სიამოვნებით გავაცნობთ რბოლების სამყაროს G57-ს. „ავტოსპორტის“ საერთაშორისო შოუ საუკეთესო ადგილია იმისათვის, რომ საზოგადოებას ჩვენი უახლესი მოდელი წარვუდგინოთ და ამით, ჩვენი მორიგი წარმატებული პროექტის დაწყება აღვნიშნოთ. ჩვენ ასევე გავართობთ ფანებს „ადრენალინის ზონაში“ და არ გამოტოვოთ ეს“, - ამბობს „ჯინეტას“ შეფი ლორენს ტომლინსონი.
„ჯინეტა G57“ კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ მონოკოკურ შასიზეა ბაზირებული, რომელიც კარბონისვე ქრეშ ბოქსით და FIA-ს მიერ ჰომოლოგირებული, ფოლადის დამცავი რკალითაა აღჭურვილი. პირველი წინიდან შეჯახებისას იცავს კაბინას, მეორე კი - ამოყირავებისას. ავტომობილი აღჭურვილია „ჯენერალ მოტორსის“ LS3 მარკის, 6.3-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 580 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავთან წყვილში „იქსტრეკის“ 6-საფეხურიანი სექვენტალური, განივად განლაგებული გადაცემათა კოლოფი მუშაობს, რომელიც მამოძრავებელ ძალას უკანა ბორბლებს აწვდის.

No comments:

Post a Comment