დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, August 31, 2015

ახალი „მუსტანგის“ მუხლის აირბალიში

Ford Tells Us More about Their Knee Airbag Available on the 2015 Ford Mustang
17 აგვისტო
„ფორდმა“ ახალი „მუსტანგი“ არაერთი ახალი ტექნოლოგიით აღჭურვა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული, მგზავრის მუხლის აირბალიშია, რომელიც სახელთათმანე ყუთის სახურავშია ინტეგრირებული. ამგვარად, ის განცალკევებულ სამუხლე აირბალიშს ცვლის და ნაკლებ ადგილს იკავებს, რითაც მგზავრისთვის გამოყოფილი სივრცე იზრდება.

„ლამბორგინი ავენტადორ SV როდსტერის“ პრემიერა პებლ ბიჩში

Lamborghini Aventador SV Roadster Breaks Cover At Pebble Beach
31 აგვისტო
პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი, ყველაზე სწრაფი „ავენტადორის“ ღია ვერსია, „ავენტადორ SV როდსტერი“ გახდა. ეს სანტ’აგატა ბოლონეზელების პირველი ღია ავტომობილია, რომელიც ტიტულ „სუპერ ველოჩეს“ (ზესწრაფი) ატარებს. მას მხოლოდ 500 ცალს დაამზადებენ.

Sunday, August 30, 2015

„სუზუკი“ „ფოლკსვაგენისგან“ თავის აქციებს დაიბრუნებს

Suzuki Motor says it will buy back VW stake as court settles feud
30 აგვისტო
დასრულდა მრავალწლიანი დავა „სუზუკისა“ და ფოლკსვაგენს შორის. ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იაპონურ კომპანიას „ფოლკსვაგენისგან“ თავისი აქციების 19.9 პროცენტის გამოსყიდვის უფლება მიენიჭა. ორ კომპანიას შორის არბიტრაჟში დავა 2011 წლიდან მიმდინარეობს, რისი მიზეზიც გახდა ის ფაქტი, რომ მხარეებმა ადრე გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულეს. ამავე კონტრაქტით, გერმანულ კომპანიას „სუზუკის“ აქცების 19.9 პროცენტი ჰქონდა შეძენილი, რაშიც 1.7 მილიარდი ევრო გადაიხადა.

„ფორს ინდია“ 2017 წლის სეზონისთვის მზადბას ადრე შეუდგება

Force India set to start early on 2017 cars
30 აგვისტო
ფორმულა ერთში 2017 წლიდან ისევ იცვლება ტექნიკური რეგლამენტი. და ცვლილება იმდენად სერიოზულია, რომ ტრასაზე გვარიანად განსხვავებული მანქანები გამოვა. არამხოლოდ გარეგნულად, არამედ რაც მთავარია, აგებულებით განსხვავებული. ამიტომ, „ფორს ინდია“ გეგმავს, რომ მისი შემუშავება ჩვეულებრივზე ადრე დაიწყოს. ვიჯეი მალია ამბობს, რომ სიჩქარეები მნეშვნელოვნად გაიზრდება, რადგან შეიცვლება აეროდინამიკა და საბურავები (გაგანიერდება).

Saturday, August 29, 2015

გაცოცხლებულმა TVR-მ ახალი სპორტქარი სრულად გაჰყიდა

Reborn TVR sells out 2017 allocation for new sports car
29 აგვისტო
ხელახლა დაბადებულ ბრიტანულ კომპანია TVR-ს ჯერ თავისი ახალი სპორტქარი არც კი უჩვენებია, მაგრამ 2017 წელს გამოსაშვებ ყველა ეგზემპლარზე უკვე მიიღო შეკვეთა. დაგეგმილი ტირაჟი დიდი არ არის - მხოლოდ 250 ავტომობილი, თუმცა აქ მთავარი ისაა, რომ ეს ავტომობილი, არც მისი ესკიზები, ჯერ არავის უნახავს. არც მისი საორიენტაციო მახასიათებლებზე უთქვამთ რამე და არც ფასზე.

მაგნუსენის გადაბირებას რამდენიმე გუნდი ცდილობს

F1 teams in contact with Magnussen over 2016 seat
29 აგვისტო
კევინ მაგნუსენს გასულ სეზონში ფ1-ში კარგი დებიუტი ჰქონდა, მაგრამ გარემოებათა გამო, „მაკლარენმა“ ის თადარიგში დაიტოვა, მის ადგილზე კი ფერნანდო ალონსო მოიწვია. და როგორც ჩანს, დანიელ პილოტს უოკინგელებისგან უკეთესი პერსპექტივა არც მომავალი სეზონისთვის აქვს. ეს კი მისი ფ1-ის კარიერისთვის ძალიან ცუდი იქნება. ამიტომ, მაგნუსენი გააქტიურდა და ცდილობს, სხვაგან იშოვნოს ადგილი.

„ლენდ როვერ დიფენდერის“ ოჯახი გუდვუდის ფესტივალზე წარდგება

LAND ROVER TO CELEBRATE DEFENDER LINEAGE AT GOODWOOD
29 აგვისტო
ბრიტანეთში პოპულარულ საავტომობილო ფესტივალ გუდვუდ რევაივლზე, რომელიც 11-13 სექტემბერს გაიმართება, განსაკუთრებული ადგილი „ლენდ როვერის“ ლეგენდარულ „დიფენდერს“ და მის ევოლუცას დაეთმობა. ექსპოზიციაზე წარადგენენ ყველა იმ ავტომობილს, რომლებიც ბრიტანულ კომპანკიას, ამ ხაზით, 67 წლის განმავლობაში აქვს გამოშვებული.

„პორშემ“ მარკ ვებერს „918 სპაიდერი“ აჩუქა

MARK WEBBER GETS ONE-OFF PORSCHE 918 SPYDER
29 აგვისტო
„რედ ბულის“ ყოფილ პილოტს, ამჟამად კი გამძლეობაზე რბოლებში, საკუთარი გუნდის წევრს, ავსტრალიელ მარკ ვებერს, „პორშემ“ თავისი ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი, „918 სპაიდერი“ აჩუქა. ვებერს, ვინც გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე სეზონს ატარებს, 39 წელი შეუსრულდა.

Friday, August 28, 2015

„ბუგატის“ ვირტუალური სუპერ ავტომობილის მცირე ფრაგმენტი

Bugatti To Preview New Design Language With Vision GT Concept
28 აგვისტო
„ბუგატი“ წარმოებისთვის „ვეირონის“ შემცვლელს, ჰიბრიდულ ჰიპერ ავტომობილ „შირონს“ ამზადებს, თუმცა ფრანკფურტის მოტორ შოუზე თავის სულ სხვა ნამუშევარს წარადგენს. ეს არის ვიდეოთამაშ „გრან ტურიზმო 6-ის“ კიდევ ერთი პერსონაჟი, რომელიც სახელ „ვიჟნ გრან ტურიზმოს“ სახელით, ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარდგება. მანამდე კი თავისი შედევრისადმი ინტერესს ფოტო ტიზერებით აღვივებს.

Thursday, August 27, 2015

„ფორდი“ ბაზარზე „ბრონქოს“ დაბრუნებას აპირებს

There Could Be A New Ford Bronco, Thanks To A U.S.-Built Ranger
27 აგვისტო
„ფორდი“ უგზოობის არაერთ ავტომობილს აწარმოებს, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ. მაგრამ მის გამას ერთი სახელი დააკლდა, რომელიც ერთ დროს ლამის ამერიკის სიმბოლოც კი იყო, მაგრამ 30-წლიანი წარმოების შემდეგ, ცისფერმა ოვალმა 1996 წელს მისი გამოშვება შეწყვიტა. ეს სახელია „ბრონქო“ და როგორც ჩანს, ის ბაზარს მალე დაუბრუნდება.

ცოტა რამ „ლამბორგინის“ ახალი ჰიპერ ავტომობილის შესახებ

Future Lamborghini Hypercar Will Be Limited To 20 Units Costing At Least $1.2 Million
27 აგვისტო
პებლ ბიჩის ელეგანტურბოის კონკურსზე, „ლამბორგინიმ“ თავის გამორჩეულ კლიენტებს ის ექსკლუზიური ავტომობილი, ჰოლოგრამული გრაფიკის სახით წარუდგინა, რომლის პრემიერასაც ჟენევის მოტორ შოუზე გეგმავს. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, თავისი მახასიათებლებით, ახალი ჰიპერ ავტომობილი, „მაკლარენის“ P1-ის და „ფერარი ლაფერარის“ დონეზე იქნება. ასევე ცნობილია, რომ სანტ’აგატა ბოლონეზელები ამ ავტომობილს მხოლოდ 20 ცალს გამოუშვებენ.

მეორე თაობის „ინსიგნია“ ბაზარზე 2017 წელს გამოვა

Second Generation Insignia To Debut In 2017
27 აგვისტო
უკვე შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველი თაობის „ოპელ ინსიგნია“ ბაზარზე გამოვიდა. მოდელის დაძველება, მის გაყიდვებზე უარყოფითად მოქმედებს და ამ დროს, საქმეს ვერც პერიოდული განახლება შველის. და მაინც, ამ თაობის ავტომობილი, რომელიც დებიუტისთანავე, ევროპის წლის ავტომობილად აღიარეს, ბაზარზე კიდევ ორი წლით დარჩება. ამ ინფორმაციას გამოცემა „ქარ მეგზინი“ ავრცელებს.

Wednesday, August 26, 2015

„ლენდ როვერის“ სკულპტურა რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასისთვის

Land Rover Previews New Sculpture Ahead of The Rugby World Cup 2015
26 აგვისტო
ერთ თვეში ბრიტანეთში სტარტს აიღებს რაგბში მსოფლიო თასის გათამაშება, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. და ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ამ გრანდიოზული შეჯიბრის მთავარი პარტნიორი და სპონსორი „ლენდ როვერია“, რომელიც საკუთარი პროდუქციის წარმოჩენის გარდა, რეალურად უწყობს ხელს სპორტის ამ სახეობის მთელს მსოფლიოში განვითარებას.

“სუზუკი“ კონცეპტ „სვიფტ სპორტს“ ტოკიოს შოუზე წარადგენს

Suzuki Swift Sport concept with 1.4L turbo engine attending Tokyo Motor Show
26 აგვისტო
ტოკიოს მოტორ შოუზე, რომელიც ოქტომბერში გაიმართება, „სუზუკი“ თავის პოპულარულ ჰეჩბეკ „სვიფტის“ ბაზაზე შემუშავებულ კონცეპტუალურ მოდელს, „სვიფტ სპორტს“ გაიტანს, რომელიც უახლესი ტურბო ძრავით და სრულ ამძრავიანი სისტემით აღიჭურვება. გარდა ამისა, ავტომობილს ორიგინლური გარეგნობა ექნება, რომლის ზოგიერთ ელემენტსაც მალე „სვიფტის“ შემდგომ თაობაზე ვიხილავთ. კონცეპტი ასევე ახალი აეროდინამიკური ელემენტებითაც იქნება შემოსილი.

ნიკი ლაუდა: ჰამილტონი დაუმარცხებელია

Lewis Hamilton is unbeatable at the moment - Niki Lauda
26 აგვისტო
„მერსედესის“ არააღმასრულებელი დირექტორი ნიკი ლაუდა ამბობს, რომ ამ ეტაპზე, ლუის ჰამილტონი პრაქტიკულად დაუმარცხებელია და თუ შეცდომებს არ დაუშვებს, მაშინ ნიკო როსბერგს ჩემპიონობის არანაირი შანსი არ აქვს. ეს განცხადება ლაუდამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ბელგიის ეტაპზე, ჰამილტონმა ამ სეზონში მეათე პოული და მეექვსე გამარჯვება მოიპოვა.

Tuesday, August 25, 2015

ჩარლი უაიტინგის აზრით, დაცულ კოკპიტებს ალტერნატივა არ აქვს

F1 race director Charlie Whiting says protected cockpits will happen
25 აგვისტო
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) ტექნიკური დირექტორი ჩარლი უაიტინგი დარწმუნებულია, რომ მალე ღიაბორბლიანი ავტომობილების რბოლებში, დაცული კოკპიტის მქონე ბოლიდები დამკვიდრდება. ინდიქარ-ში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, FIA-მ განაახლა დახურული კოკპიტების ვარიანტების შემუშავების და ტესტირების პროგრამა.

ფ1 გუნდ „ლიჟიეს“ დამაარსებელი გი ლიჟიე გარდაიცვალა

Former Formula 1 team boss and racing driver Guy Ligier dies
25 აგვისტო
ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი და საკუთარი გუნდის მფლობელი, ფრანგი გი ლიჟიე 85 წლისა გარდაიცვალა. ლიჟიეს დებიუტი ფ1-ში 1966 წელს, მონაკოს დიდი პრიზის რბოლაში შედგა, რომელშიც მან „კუპერ-მაზერატით“ იასპარეზა. თუმცა ავტოსპორტში მისვლამდე, სპორტის სულ სხვა სახეობებით იყო გატაცებული.

ჯასტინ ვილსონი რბოლისას მიღებული ტრავმის შედეგად გარდაიცვალა

Motor racing-IndyCar driver Wilson dies after wreck
25 აგვისტო
ინდიქარის ბრიტანელი მრბოლი ჯასტინ ვილსონი, პოკონოს რბოლის მიწურულს მომხდარი ავარიისას მიღებული მძიმე ტრავმის შედეგად, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ოვალურ ტრეკზე, მაღალი სიჩქარით მოძრავ ვილსონს თავში წინ მიმავალი ამერიკელი სეიჯ კარამის მანქანის ცხვირის მსხვილი ნამტვრევი მოხვდა, რამაც მართვა დააკარგვინა. ვილსონის ბოლიდი კედელს შეეჯახა. 37 წლის პილოტი ქალაქ ალენთაუნის (შტატი პენსილვანია) ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ერთი დღე კომაში გაატარა და გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

Monday, August 24, 2015

„ფორდმა“ თვითმავალი ავტომობილის კაბინა დააპატენტა

Ford Filed a Patent for a Self-driving Car With Living Room-styled Cabin
24 აგვისტო
მსოფლიოს თითქმის ყველა დიდი საავტომობილო კომპანია, ამჟამად ავტონომიური ავტომობილების ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს და მათგან ერთ-ერთი მოწინავე „ფორდია“, რომელიც ამ მიმართულებით ექსპერიმენტებს და ტესტებს, უკვე დიდი ხანია, ატარებს. ახლახანს ამერიკულმა კომპანიამ ავტონომიური ავტომობილი დააპატენტა, რომლის მთავარი თავისებურება, ინტერიერში სავარძლების განლაგების ცვლილების შესაძლებლობაა, რაც ავტონომიურ რეჟიმში მგზავრობისას, სალონის სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების საშუალებას იძლევა.

Sunday, August 23, 2015

ოჟიემ გერმანიაში გაიმარჯვა და მესამე ტიტულს მიუახლოვდა

Rallying-Leader Ogier claims German win to edge close to title
23 აგვისტო
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა და მიმდინარე სეზონის ლიდერმა სებასტიან ოჟიემ გერმანიის რალი მოიგო და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სანუკვარ მიზანს - მესამე ტიტულს. ფრანგ მრბოლს 9 ეტაპიდან ექვსი აქვს მოგებული და პრაქტიკულად მიუწვდომელია მდევრებისთვის. მან ამჯერადაც აჯობა თავის უშუალო კონკურენტსა და იმავდროულად თანაგუნდელს, ფინელ იარი-მატი ლატვალას.

სეზონი სპაზე ჰამილტონის გამარჯვებით განახლდა

Hamilton cruises to dream win in Belgium
23 აგვისტო
ჰამილტონი ისევ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეა. ამ სეზონში მეექვსედ, კარიერაში კი 49-ედ. კარიერაში მეოთხმოცედ ავიდა კვარცხლბეკზე, რითაც თავისი ბავშვობის კერპის, აირტონ სენას მიღწევა გაიმეორა. და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სანუკვარ მიზანს - მსოფლიო ჩემპიონის მესამე ტიტულს. რა თქმა უნდა, სეზონის დასრულებამდე 8 ეტაპით ადრე, როცა ნიკო როსბერგს მხოლოდ 28 ქულას უგებს, ტიტულზე ლაპარაკიც კი ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით ჰამილტონს ბადალი არ ჰყავს.

Saturday, August 22, 2015

„ბეემვე M4 GTS“ - ყოველდღიურობისთვისაც და რბოლისთვისაც

BMW concept M4 GTS: a track car for everyday usability
22 აგვისტო
პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე, „ბეემვემ“ კონცეპტ „3.0 CSL ჰომეჯ R-ის“ გარდა, კიდევ ერთი კონცეპტუალური ავტომობილი, M4 GTS წარადგინა, რომელიც ბაზარზე მომავალ წელს უნდა გამოვიდეს. იმ სიახლეებს შორის, რომლებიც ბავარიელებმა ამ ავტომობილზე გამოიყენეს, არის წყლის შეფრქვევის სისტემა, რომელიც 3.0-ლიტრიანი, წყვილ ტურბო კომპრესორიანი, ერთრიგა ექვს ცილინდრიანი ძრავის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის.

ჰამილტონის 11-დან 10 პოული

Motor racing-Hamilton secures pole trophy with 10 out of 11
22 აგვისტო
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა ამ სეზონში ერთი ტიტული, პოულების ტროფი უკვე მოიპოვა. 11 საკვალიფიკაციო რბოლიდან მან მეათე მოიგო. სპა ფრანკორშანის ტრეკი მან ყველაზე სწრაფად და უშეცდომოდ გაიარა და რბოლას მოწინავე პოზიციიდან დაიწყებს. მის გვერდზე კი პოულების ტროფის გასული სეზონის გამარჯვებული (შარშან ის პირველად გათამაშდა) ნიკო როსბერგი დადგება.

Friday, August 21, 2015

„მაკლარენს“ აგრეგატების შეცვლა სტარტზე 55 ადგილი დაუჯდება

Power unit changes to cost McLaren drivers 55 places
21 აგვისტო
ფერნანდო ალონსოს და ჯენსონ ბატონს, ბელგიის დიდი პრიზის სტარტზე ჯამში 55 ადგილით უკან დადგომა მოუწევთ. ეს აბსურდული სიტუაცია, ძრავებზე არსებული ლიმიტის და მის დარღვევაზე დაწესებული ჯარიმის წყალობით შეიქმნა. რეალურად, „მაკლარენის“ პილოტებს, პელოტონის ბოლოდან სტარტის აღება მოუწევთ, რადგან ამაზე უკან დადგომა შეუძლებელია.

„ფორდმა“ „შელბი GT350R მუსტანგის“ წარმოება დაიწყო

First Shelby GT350R Mustang Roars Off The Assembly Line
21 აგვისტო
„ფორდმა“ თავის პოპულარულ მასკლქარ „მუსტანგის“ ყველაზე მძლავრი და ტემპერამენტიანი ვერსიის, „შელბი GT350R-ის“ წარმოება დაიწყო. ფლეტ როკის ქარხნის კონვეიერიდან, პირველი ავტომობილი თვით კომპანიის აღმასრულებელმა თავმჯდომარე ბილ ფორდმა გამოიყვანა. „ეს „მუსტანგის“ ენთუზიასტებისთვის განსაკუთრებული დღეა. ჩვენ GT350 ფორმულა, სიახლეებით, სტილით და მახასიათებლებით, ახალ დონეზე ავიყვანეთ. დღეს ლეგენდა გაგრძელდა“, - განაცხადა ბილ ფორდმა (ფოტოზე, მანქანიდან გადმოსვლისას).

იღბლიანი და უსწრაფესი როსბერგი

Motor racing-Rosberg fastest in Belgium despite tyre blowout
21 აგვისტო
ნიკო როსბერგი ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე უსწრაფესი იყო, მაგრამ მეორე სესიის მიწურულს, გვარიანი ხიფათი შეემთხვა - მოსახვევ ბლანშიმონთან მიახლოებისას, დაახლოებით 320 კმ/სთ სიჩქარეზე, მის „მერსედესზე“ მოულოდნელად, უკანა მარჯვენა საბურავი გასკდა. ნიკომ მოახერხა მანქანის დამორჩილება და კედელთან შეჯახებას გადარჩა.

ლონდონში „ლენდ როვერ დიფენდერის“ გატაცებები გაიზარდა

DEFENDER THEFTS ON THE RISE
21 აგვისტო
ლეგენდარულ ავტომობილს ადრეც ყველაზე ხშირად იტაცებდნენ, მაგრამ ლონდონური პოლიციის განცხადებით, ბოლო დროს გამტაცებლებს შორის „დიფენდერზე“ განსაკუთრებული მოთხოვნაა. ადრე თუ ამ ავტომობილის ხშირ გატაცებებს მარტივი მიზეზი ჰქონდა - ის მინიმალურად იყო დაცული, ამჯერად სულ სხვა სიტუაციაა. ახლანდელი „დიფენდერის“ წარმოება მალე შეწყდება, რაც მის პოპულარობას ზრდის.

Thursday, August 20, 2015

„სუზუკი ბალენო“ ევროპაში მომავალი ზაფხულიდან გაიყიდება

2016 Suzuki Baleno hatchback launching in UK next summer
20 აგვისტო
„სუზუკი“ თავის უახლეს ჰეჩბეკ „ბალენოს“ მსოფლიო პრემიერას მალე, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გამართავს. ეს არის ჟენევის მოტორ შოუზე წარდგენილ კონცეპტ iK-2-ის სერიული ვერსია, რომელიც ამ სახით უკანასკნელად ინდონეზიის საერთაშრისო მოტორ შოუზე წარსდგა. მართალია, პრემიუმ ჰეჩბეკის პრემიერა ფრანკფურტში გაიმართება, თუმცა ევროპის ბაზარზე მისი გაყიდვები მხოლოდ მომავალი ზაფხულიდან დაიწყება.

სოლარმობილი

The Solarmobil May Be the Ultimate Weekend Getaway Trike
20 აგვისტო
სამ ძალიან ვიწრო ბორბალზე დგას, რომლებიც ველოსიპედისას ჰგავს, თითქმის ღიაა, საჭის ნაცვლად ბერკეტ-ჯოისტიკით იმართება და საერთოდ, მისი შასის ელემენტები, სახსრულადაა დაკავშირებული და ადვილად შეიძლება დაიშალოს. მაგრამ მაინც ავტომობილად მოიხსენიებენ. მას „სოლარმობილი“ ჰქვია - იმიტომ, რომ ენერგიას მზისგან ღებულობს.

Wednesday, August 19, 2015

„ფორდ ფოკუს ST-ს“ ცხენის ძალები მოემატა

Ford Tunes Its Own Focus ST To 275 Horses
19 აგვისტო
იყო დრო, როცა 300 ცხენის ძალით სუპერ ავტომობილების მწარმოებლებიც კი ამაყობდნენ. დღეს სხვა დროა. სიმძლავრეები უსაშველოდ გაიზარდა. სუპერებს 700-800 ცხენის ძალაც აღარ ჰყოფნით, ამაზე მძლავრებს ჰიპერ ავტომობილებად მოიხსენიებენ. და აღარავის უკვირს, როცა საოჯახო უნივერსალებს 500 ცხენზე მეტი ემსახურება, ან 350-ცხენისძალიანი ჰეჩბეკები ერთმანეთს ნურბურგრინგის რეკორდსმენობისთვის ეჯიბრებიან.

ნურბურგრინგზე სიჩქარის შეზღუდვები მოიხსნება

Nurburgring To Lift Speed Restrictions After A Thorough Revision
19 აგვისტო
ნურბურგრინგის ჩრდილოური მარყუჟი მალე ისევ ფორმაში ჩადგება. ანუ, მასზე სიჩქარის შეზღუდვები მოიხსნება. ლეგენდარული ტრეკის მფლობელმა, კომპანია „კაპრიკორნ ნურბურგრინგმა“ ტრეკის მოდიფიცირება გადაწყვიტა. დადგინდა 16 ადგილი, რომლებსაც უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისობაში მოყვანა სჭირდება. მათგან შვიდზე სამუშაოები ზამთარში შესრულდება, რა დროსაც ტრეკი დროებით დაიხურება. რაც მთავარია, რეკონსტრუქციები არ შეეხება ტრასის კონფიგურაციას.

„ფერარიმ“ კიმი რაიკონენი დაიტოვა

Ferrari re-signs Kimi Raikkonen for 2016 Formula 1 season
19 აგვისტო
„ფერარიმ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მომავალ სეზონში, სებასტიან ფეტელთან ერთად, მისი პილოტი ისევ კიმი რაიკონენი იქნება. ამგვარად, წერტილი დაესვა უამრავ ჭორს, რომლებიც იტალიურ გუნდში არაერთი პილოტის შესაძლო გადასვლაზე მოგვითხრობდა. მათ შორის იყვნენ ვალტერი ბოტასი, ნიკო ჰულკენბერგი, ასევე დანიელ რიკარდო. მაგრამ სკუდერიამ, რაიკონენთან გაფორმებული კონტრაქტის ერთი სეზონით გაგრძელების უფლება გამოიყენა.

„ასტონ მარტინი“ ელექტრულ „რეპიდს“ გამოუშვებს

Aston Martin Rapide EV Will Reportedly Come With 800 HP, AWD
19 აგვისტო
გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას, „ასტრონ მარტინის“ მთავარმა აღმასრულებელმა ენდი პალმერმა დაადასტურა, რომ მისი კომპანია სედან „რეპიდის“ ელექტრული ვერსიის წარმოებას გეგმავს. მისივე თქმით, ეს ავტომობილი ბაზარზე დაახლოებით ორ წელიწადში გამოვა. მის შემდეგ კი იმავე აგრეგატით აღჭურვილ ქროსოვერ DBX-ის ჯერიც დადგება.

"ეპლი" თავისი პირველი ავტომობილის მზადების პროცესშია

Apple’s Automotive Aspirations Reportedly Confirmed Via Internal Emails
19 აგვისტო
კიდევ ერთი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია „ეპლი“ საკუთარი ავტომობილის გამოშვებას აპირებს, ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ გაავრცელა. მის ხელთ აღმოჩნდა ამერიკული კომპანიის მიმოწერა, რომელშიც მისი ინჟინერი სატესტო პოლიგონთან დაკავშირები აწარმოებს მოლაპარაკებას. ეს ინფორმაცია უკვე მეტყველებს იმაზე, რომ „ეპლს“ მზად აქვს, ან მალე ექნება სატესტო პროტოტიპები, რომელთა გამოცდების დაწყებასაც, დაცულ პოლიგონზე გეგმავს.

შემდეგი „ბეემვე M3“ შესაძლოა პლაგ-ინ ჰიბრიდი იყოს

Report Says Future BMW M3 May Be Plug-In Hybrid
19 აგვისტო
წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ჰიბრიდული სისტემებით აღჭურვილ ავტომობილებს ზედაც არავინ უყურებდა. ყოველ შემთხვევაში ისინი, ვინც ავტომობილში უპირატესად სიმძლავრეს და დინამიკურ მახასიათებლებს ანიჭებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ავტოსპორტში უკვე გაჩნდა სარბოლო სერია ფორმულა E, ფორმულა 1-ის ბოლიდები და ლე მანის პროტოტიპები კი ჰიბრიდული სისტემებით აღჭურვეს.

Tuesday, August 18, 2015

„ჰონდა“ სპაზე „ფერარისთან“ გატოლებას გეგმავს

Honda Looking To Match Ferrari's Power Output At Belgian Grand Prix
18 აგვისტო
დღეს ვერავინ წარმოიდგენს, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ „ჰონდაში“ დარწმუნებულები არიან, რომ მათი აგრეგატი მალე სიმძლავრით „ფერარისას“ გაუტოლდება. მათ ბელგიის დიდი პრიზისთვის ძრავის მესამე ვერსია მოამზადეს, რომელიც ამ სეზონში ბოლო მოდიფიკაცია იქნება. ამასთან, იაპონურმა კომპანიამ უკვე დაიწყო მუშაობა ამ აგრეგატის მეოთხე მოდიფიკაციაზე, რომელსაც მომავალ სეზონში გამოიყენებს.

Monday, August 17, 2015

„ფორდი“ პიკაპ „რეინჯერს“ ნიგერიაშიც გამოუშვებს

Ford Will Build The Ranger In Nigeria For The Local Market
17 აგვისტო
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ პიკაპ „რეინჯერს“, რომელსაც ახლახანს ჩაუტარდა განახლება, ნიგერიის ქალაქ იკეიაში არსებულ ქარხანაში, ამ წლის ბოლოდან გამოუშვებს. ამგვარად, ნიგერია მეორე აფრიკული ქვეყანა გახდება, სადაც ამ პოპულარული პიკაპის წარმოებას დაიწყებენ. ცნობისათვის, ცისფერი ოვალი ამჟამად „რეინჯერს“ უკვე აწარმოებს სამხრეთ აფრიკაში.

შალითებში დამალული „ბუგატი შირონი“

Two Bugatti Chiron Hypercar Prototypes Spied at Los Angeles Airport
17 აგვისტო
„ბუგატიმ“ თავის ჰიპერქარ „ვეირონის“ და მისი ვარიაციების წარმოება დაასრულა. კომპანია ამჟამად არაფერს აწარმოებს, თუმცა გამალებული ემზადება ახალი ჰიპერ ავტომობილის გამოსაშვებად, რომელიც როგორც ჩანს, ჰიბრიდული აგრეგატით აღიჭურვება. ამაზე მიუთითებს ფრანგული კომპანიის მიერ ახლახანს გავრცელებული ვიდეო ტიზერი, სახელწოდებით imaginEBugatti. ამ სახელში ასო E, სწორედ აგრეგატში ელექტრული კომპონენტის არსებობაზე იგვითითებს.

„მერსედეს S-კლასის კაბრიოლეტის“ პირველი ფოტო ტიზერი

2017 Mercedes-Benz S-Class Cabriolet Teased In First Official Image
17 აგვისტო
ამ ფოტოზე „მერსედეს-ბენცის“ ფლაგმან S-კლასის ღია ვერსიის პირველი ესკიზური ტიზერია გამოსახული. ეს S-კლასის მეექვსე ღია ვერსიაა და პირველი ოთხადგილიანი კაბრიოლეტი 1971 წლის შემდეგ. სიახლის მსოფლიო პრემიერა მალე, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გაიმართება.

Sunday, August 16, 2015

ვალტერი ბოტასი გამარჯვებისთვის ბრძოლას აპირებს

Bottas says he'll be aggressive when F1 wins are on the line
16 აგვისტო
„უილიამსის“ პილოტი ვალტერი ბოტასი გვპირდება, რომ მაქსიმალურად აგრესიულ სტილში იასპარეზებს, როგორც კი იგრძნობს, რომ გამარჯვებისთვის ბრძლა შესაძლებელია. ისევე როგორც გასულ სეზონში, ფინელი მრბოლი ამ სეზონშიც ძალიან სტაბილურია. განვლილი ცხრა რბოლიდან, რომლებშიც იასპარეზა (ერთი გამოტოვა) შვიდი მოწინავე ექვსეულში დაასრულა. ის ამბობს, რომ მომატების უნარი აქვს, ოღონდ ამ უნარს მაშინ გამოიყენებს, როცა გამარჯვების შანსი გაჩნდება.

Saturday, August 15, 2015

„ფორდი“ პიკაპებს F-650/F-750-ს ოჰაიოში პირველად გამოუშვებს

Ford Starts Production Of Its 2016 F-650/F-750 Trucks In Ohio For The First Time
15 აგვისტო
„ფორდმა“ თავის ოჰაიოს ქარხანაში, რომლის გადაიარაღებასაც 168 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოახმარა, საშუალო ზომის სატვირტო ავტომობილების, F-650/F-750-ს წარმოება დაიწყო. ამ ინვესტიციის წყალობით, ქარხნის ნორმალური დატვირთვის და მასში 1000 სამუშაო ადგილის შენარჩუნება მოხერხდა.

“ლამბორგინი“ ჟენევისთვის ერთჯერად სუპერქარს ამზადებს

One-off Lamborghini supercar coming to Geneva
15 აგვისტო
მონტრეის (კალიფორნია) საავტომობილო ფესტივალის მიღებაზე, „ლამბორგინის“ მთავარმა აღმასრულებელმა სტეფან ვინკელმანმა დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი კომპანია, ჟენევის მოტორ შოუზე, ერთჯერად სუპერ ავტომობილს წარადგენს. მას ამ ავტომობილის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

კონცეპტი „ბეემვე 3.0 CSL ჰომეჯ R“ პებლ ბიჩში

BMW 3.0 CSL Hommage R Concept Proudly Wears BMW Motorsport's Livery
14 აგვისტო
პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსზე, „ბეემვემ“ ორი კონცეპტუალური ავტომობილი - M4 GTS-ი და „3.0 CSL ჰომეჯ R“ წარადგინა. მეორე არის ასევე კონცეპტუალური „CSL ჰომეჯ R-ის“ ახალი ვერსია, რომლითაც ბავარიული კომპანია, ამერიკულ ბაზარზე შესვლისა და რბოლებში 3.0 CSL-ის წარმატებების (1975 წელს) 40 წლის იუბილეს აღნიშნავს.

Friday, August 14, 2015

„კიონიგსეგ 1:1“ ამერიკული პრემიერისთვის ემზადება

Koenigsegg One:1 Is Set To Make U.S. Debut At Monterey
14 აგვისტო
კალიფორნიის ქალაქ მონტერეის მახლობლად, პებლ ბიჩში სტარტი აიღებო პოპულარულმა საავტომობილო კვირეულმა, სადაც ამერიკელები პირველად იხილავენ „კიონიგსეგის“ ჰიპერ ავტომობილ „ვან:1-ს“. რა თქმა უნდა, ავტომობილი ლაგუნა სეკას ტრეკზე გაინავარდებს, რომელიც „მაზდას“ ეკუთვნის.

Wednesday, August 12, 2015

„ფორდ ფიგო ესპაიერის“ ინდური დებიუტი

New Ford Figo Aspire Small Sedan Launched in India with Affordable Price
12 აგვისტო
„ფორდმა“ ინდურ ბაზარზე თავის პატარა სედან „ფიგოს“ ვერსია „ესპაიერი“ შეიტანა. ავტომობილის წარდგენა დელიში ჩატარდა. ეს არის 4 მეტრზე მოკლე უახლესი სედანი, რომელზეც ცისფერი ოვალი დიდ იმედებს ამყარებს და მისი დახმარებით, გაყიდვების მნიშვნელოვან გაზრდას იმედოვნებს. მალე კი მის შეტანას ევროპულ ბაზარზეც გეგმავს.

„ჰონდას“ კონკურენტებისგან პერსონალის გადმობირება არ სჭირდება

Culture clash stops Honda from poaching engineers from F1 rivals
12 აგვისტო
„ჰონდა მოტორსპორტის“ შეფი იასუჰისა არაი ამბობს, რომ კულტურათა შორის განსხვავება არ აძლევს იმის უფლებას, რომ ფორმულა 1-ის კონკურენტი კომპანიებიდან, გამოცდილი პერსონალი გადმოიბიროს. არადა, „მაკლარენის“ სარბოლო დირექტორი ერიკ ბუიე დარწმუნებულია, რომ „ჰონდა“ მხოლოდ მოიგებს, თუ „ფერარიდან“ და „მერსედესიდან“ წამყვან ინჟინრებს გადაიბირებს.

Tuesday, August 11, 2015

„იაგუარ ლენდ როვერმა“ სლოვაკეთი აარჩია

Jaguar Land Rover Unveils Plans For New Plant In Slovakia
11 აგვისტო
„იაგუარ ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ იწყებს სლოვაკეთში თავისი ახალი ქარხნის სლოვაკეთში აშენების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლას. ამასთან, ბრიტანულმა კომპანიამ სლოვაკეთის მთავრობასთან, განზრახულობათა ოქმი გააფორმა, რომელიც დასავლეთ სლოვაკეთის ქალაქ ნიტრას მახლობლად, ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

„რენო“ ძრავის ერთჯერად, დიდ გაუმჯობესებას გეგმავს

Renault plans single, big-impact engine upgrade – not small steps
11 აგვისტო
„რენოს“ ფორმულა ერთის ოპერაციების დირექტორი რემი ტაფენი ამბობს, რომ ის და მისი გუნდი, V6 ჰიბრიდული აგრეგატის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას გეგმავენ, რისთვისაც სრულად გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ პირობით ქულებს, ეგრეთ წოდებულ ტოკენებს. ფრანგულმა კომპანიამ სეზონისთვის სრულყოფილი აგრეგატის მომზადება ვერ შეძლო და ამის გამო, მის კლიენტ გუნდებს - „რედ ბულს“ და „ტორო როსოს“ მეტოქეებთან ბრძოლა უჭირთ.

„სიტროენის“ ახალი კონცეპტი „C4 კაქტუს მეჰარის“ სტილში

Citroen To Debut C4 Cactus “Mehari Revisit” Variant At Frankfurt Motor Show
11 აგვისტო
„სიტროენმა“ დაადასტურა ადრე გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრანკფურტის მოტორ შოუსთვის, კონცეპტ „C4 კაქტუს მეჰარის“ ახალი ვერსია აქვს მომზადებული. სავარაუდოდ, ამ კონცეპტით ფრანგული კომპანია კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ სახელ „მეჰარის“ ბაზარზე დაბრუნებას აპირებს.

Monday, August 10, 2015

„მაზდა“ ფრანკფურტში კონცეპტ „კოერუს“ წარადგენს

Mazda Koeru Concept Teased Ahead Of Frankfurt Debut
10 აგვისტო
ფრანკფურტის მოტორ შოუზე, „მაზდა“ თავის ახალ კონცეპტუალურ ქროსოვერ „კოერუს“ გვიჩვენებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ავტომობილი, იაპონური კომპანიის მომავალი სერიული ქროსოვერის წინამორბედია. არაა გამორიცხული, რომ ამ ავტომობილის სახით, მომავალ CX-9-ს ვიხილავთ, რომელსაც ბაზარი უახლოეს მომავალში ელის. სავარაუდოდ, „მაზდა“ მას ლოს ანჯელესის მოტორ შუზე წარადგენს, რომელიც ნოემბერში გაიმართება.