დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, August 14, 2015

„კიონიგსეგ 1:1“ ამერიკული პრემიერისთვის ემზადება

Koenigsegg One:1 Is Set To Make U.S. Debut At Monterey
14 აგვისტო
კალიფორნიის ქალაქ მონტერეის მახლობლად, პებლ ბიჩში სტარტი აიღებო პოპულარულმა საავტომობილო კვირეულმა, სადაც ამერიკელები პირველად იხილავენ „კიონიგსეგის“ ჰიპერ ავტომობილ „ვან:1-ს“. რა თქმა უნდა, ავტომობილი ლაგუნა სეკას ტრეკზე გაინავარდებს, რომელიც „მაზდას“ ეკუთვნის.
ამ ავტომობილს, ევროპაში აჩქარების და შენელების არაერთი რეკორდი აქვს მოხსნილი და ამიტომ, ნებისმიერ გამოფენაზე მისი გამოჩენა ნამდვილი მოვლნა. ესეც რომ არ იყოს, თავისი მახასიათებლებითაც გამოირჩევა. სახელი „ერთი ერთზე“ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ძრავის სიმძლავრე და ავტომობილის წონა თანაბარია - 1360 ცხენის ძალა 1360 კილოგრამზე. ასეთი ფარდობით კი საგზაო ავტომობილები იშვიათად გამოირჩევა.
დაკიდევ, „კიონიგსეგ 1:1“ მხოლოდ ექვსი ცალი დამზადდა და ერთ-ერთი უიშვიათესი ავტომობილია თანამედროვე ბაზარზე. სამწუხაროდ, ის ავტომობილი, რომელიც მონტერეიში წარსდგა, ამ ექვსეულიდან ბოლოა. ის მონტერეიშივე გაიყიდება და მის მფლობელს (სხვა სუპერ ავტომობილების მყიდველთაგან განსხვავებით), ბევრი ლოდინი არ მოუწევს.

No comments:

Post a Comment