დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, August 12, 2015

„ფორდ ფიგო ესპაიერის“ ინდური დებიუტი

New Ford Figo Aspire Small Sedan Launched in India with Affordable Price
12 აგვისტო
„ფორდმა“ ინდურ ბაზარზე თავის პატარა სედან „ფიგოს“ ვერსია „ესპაიერი“ შეიტანა. ავტომობილის წარდგენა დელიში ჩატარდა. ეს არის 4 მეტრზე მოკლე უახლესი სედანი, რომელზეც ცისფერი ოვალი დიდ იმედებს ამყარებს და მისი დახმარებით, გაყიდვების მნიშვნელოვან გაზრდას იმედოვნებს. მალე კი მის შეტანას ევროპულ ბაზარზეც გეგმავს.
„ფიგო ესპაიერი“ ფაქტობრივად მოდელ „კას“ ვერსიაა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში იყიდება და საკმაოდ პოპულარულია. ევროპაში ამ ავტომობილის განსხვავებული ვერსია გაიყიდება, ხუთკარიანი ჰეჩბეკის ძარით. „ფიგო ესპაიერსა“ და „კას“ შორის მთავარი სხვაობა ისაა, რომ პირველს „მოჭრილი“ უკანა ნაწილი აქვს, რამაც ის შედარებით დაამოკლა. ამის მიზეზი ისაა, რომ ინდურ ბაზარზე, ოთხ მეტრზე მოკლე ავტომობილები, საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს, რის გამოც, გაყიდვების ძალიან დიდი ნაწილი, სწორედ ასეთ ავტომობილებზე მოდის.
ინდოეთი მსოფლიოს მეხუთე უდიდესი საავტომობილო ბაზარია, სადაც „ფორდს“ ლიდერობის მოპოვება სურს. თუმცა, შესაბამისი მოდელის არქონის გამო, ცისფერ ოვალს ამის მიღწევა უჭირს. ბაზარზე „ფიგო ესპაიერის“ შეტანის შემდეგ კი ამერიკული კომპანიის ხელთ სოლიდური კოზირი გაჩნდა. ცნობისათვის, „ფორდმა“ ინდოეთში გასულ წელს მხოლოდ 75 000 ავტომობილის გაყიდვა შეძლო.
„ფიგო ესპაიერს“ გაყიდვების მკვეთრად გაზრდა შეუძლია. ინდურ ბაზარზე ის 489 000 რუპია (დაახლოებით 7 335 დოლარი) ეღირება. ცნობისათვის, ინდოეთში ნახევარ მილიონ რუპიამდე ღირებულების ავტომობილი იაფად ითვლება. და სწორედ ესაა ყველაზე პოპულარული სეგმენტი.
პატარა სედანის ძრავების გამაში სამი აგრეგატია. მათგან ერთია ბენზინის 1.2-ლიტრიანი Ti-VCT, რომლის სიმძლავრე 88 ცხენის ძალაა (6 300 ბრ/წთ-ზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 112 ნიუტონმეტრი (4 000 ბრ/წთ-ზე). მეორე ძრავია 1.5-ლიტრიანი TDCi, რომელიც 100 ცხენს და 215 ნიუტონმეტრს იძლევა. ორივე ძრავთან წყვილში 5-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. რაც შეეხება ესამეს, ესაა 1.5-ლიტრიანი Ti-VCT, 112 ცხენის ძალით და 136 ნიუტონმეტრით. ოღონდ, მასთან მხოლოდ 7-საფეხურინი ავტომატური კოლოფი მუშაობს, რომელსაც ძრავთან ორქუროიანი გადაბმულობა აკავშირებს.
„ფორდის“ ახალი ავტომობილი, ასევე არაერთი სისტემითაა ეკიპირებული. მათ შორისაა ექვსბალიშიანი უსაფრთხოების სისტემა, რაც ამ კლასში ადრე არცერთ მის კონკურენტს არ ჰქონია, სისტემა „ფორდ მაიკეი“, საჭის რგოლის კონტროლის სისტემით და სხვა. „ფიგო ესპაიერს“ მყიდველს შესრულების ოთხი დონით შესთავაზებენ. ესენია ამბიენტე, ტრენდი, ტიტანიუმი და ტიტანიუმ +.

No comments:

Post a Comment