დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, December 30, 2012

„ფერარი“ გვპირდება, რომ მდევრის როლში აღარ იქნება


Ferrari promises it won't be underdog in 2013 Formula 1 title race
30 დეკემბერი
„ფერარიში“ დარწმუნებულები არიან, რომ მომავალ სეზონში მდევრის როლში ყოფნა აღარ მოუწევთ. გუნდს ახალი სტრატეგია აქვს არჩეული და იმედოვნებს, რომ ფერნანდო ალონსოს თავიდანვე კონკურენტუნარიანი მანქანით უზრუნველყოფს, რაც ესპანელს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარება.

„იაგუარი“ ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს დანერგავს


Jaguar C-X75 tech boost
30 დეკემბერი
ახლახანს „იაგუარმა“ გააჩერა პროექტი, რომელიც ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ C-X75-ის გამოშვებას ითვალისწინებდა. სამაგიეროდ, როგორც გამოცემა „ავტო ექსპრესი“ იტყობინება, იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც ფორმულა ერთის გუნდ „უილიამსთან“ პარტნიორობით შეიმუშავა, ბრიტანული კომპანია თავის სხვა მოდელებზე დანერგავს.

„ტოიოტა“ მერმისს რეკორდულ გაყიდვებს გეგმავს

Toyota forecasts record 2013 sales on overseas auto demand
30 დეკემბერი
„ტოიოტა“ წელს გაყიდვებში მსოფლიო ლიდერობას დაიბრუნებს. თუმცა, ამას არ დასჯერდება და მომავალ წელს რეკორდულ გაყიდვებს გეგმავს. კერძოდ, გაყიდვების მოცულობა 2 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 9.91 მილიონ ავტომობილს გაჰყიდის. ამ რიცხვში შევა „ტოიოტას“ ჯგუფში შემავალი იაპონური კომპანიების - სატვირთო ავტომობილების მწარმოებელ „ჰინო მოტორსის“ და პატარა ავტომობილების წარმოებაზე სპეციალიზებული „დაიჰაცუ მოტორსის“ მონაცემები.