დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, November 26, 2013

პერესი ალბათ „ფორს ინდიაში“ გადავა

Martin Whitmarsh relieved Sergio Perez set for Force India F1 seat
26 ნოემბერი
„მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში გახარებულია იმ ფაქტით, რომ სერხიო პერესის ფორმულა ერთში დარჩენის შანსი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან ის ახლოსაა „ფორს ინდიასთან“ კონტრაქტის გაფორმებასთან. როგორც ცნობილია, „მაკლარენმა“ პერესის ადგილზე დანიელი კევინ მაგნუსენი მიიწვია, თუმცა უიტმარშმა პირობა დადო, რომ მექსიკელს ფ1-ში დარჩენაში დაეხმარებოდა.

კარლოს ტავარესი „პეჟოს“ უხელმძღვანელებს

Carlos Tavares, Ex-Renault COO, to Become Peugeot CEO
26 ნოემბერი
„პეჟოს“ მალე ახალი მთავარი აღმასრულებელი ეყოლება, რომლის სახელიცაა კარლოს ტავარესი (ფოტოზე). ეს კაცი ახლახანს „რენომ“ მთავარი საოპერაციო მოხელის პოსტიდან დაითხოვა, რაც ნომენკლატურულად, კომპანიის მეორე უმაღლესი თანამდებობაა. შეგახსენებთ, რომ დათხოვნის მიზეზი ტავარესის განცხადება გახდა, რომელშიც მან რომელიმე დიდი საავტომობილო კომპანიის ხელმძღვანელობის სურვილი გამოთქვა.

„იაგუარ ლენდ როვერმა“ ჰელივუდში მემილიონე ავტომობილი გამოუშვა

JLR Celebrates 1 Million Vehicle Built at Halewood Factory
26 ნოემბერი
„იაგუარ ლენდ როვერმა“ გამოაცხადა, რომ ჰელივუდში მდებარე მისმა ქარხანამ მემილიონე ავტომობილი გამოუშვა. ეს ამ ქარხნის ამუშავებიდან 12 წლის შემდეგ მოხდა. 2001 წელს ამ ქარხანაში „იაგუარმა“ სედან X-ტაიპის წარმოება დაიწყო. მემილიონე ავტომობილი კი „ლენდ როვერის“ „რეინჯ როვერ ევოუკია“, რომელიც უნიკალური ეგზემპლარის სახით გამოუშვეს და მას კიბოს კვლევის კავშირის სასარგებლოდ გაიტანენ აუქციონზე.

„ფორდი“ სტოპ-სტარტს ყველა მასობრივ ავტომობილზე დააყენებს

Ford to Introduce Stop-Start on All Major Volume Vehicles
26 ნოემბერი
„ფორდ მოტორ კომპანიმ“ გამოაცხადა, რომ თავის ყველა ავტომობილზე, რომლებსაც გლობალურ ბაზარზე, მასობრივად ჰყიდის, სტანდარტულ ეკიპირებაში სისტემა სტოპ-სტარტს შეიტანს. ამის წყალობით, ამ ავტომობილების მიერ საწვავის მოხმარების საშუალო მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება. ამგვარად, ცისფერი ოვალი საწვავის ეკონომიის მხრივ, მსოფლიო ლიდერი გახდება.