დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, October 6, 2013

„აუდი“ კონცეპტუალური „ნანუკის“ გამოშვებას აპირებს

Audi Mulling a Production Version of Nanuk Quattro Concept!
6 ოქტომბერი
კონცეპტუალური „აუდი ნანუკი“ ფრანკფურტის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი იყო. მას „ლამბორგინის“ მსგავს კონცეპტ „პარკურთან“ ახლო ნათესაობაც აკავშირებს და თავისი შესანიშნავი მახასიათებლების გარდა, ავტოგურმანებისთვის ამის გამოც არის სასურველი. და გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ინგოლშტადტელები ამ ავტომობილის თუნდაც მცირესერიულ წარმოებას გადაწყვეტენ.

„ლენდ როვერით“ ლონდონიდან კეიპ ტაუნამდე

British team attempting 10K-mile, 10-day drive in Land Rover
6 ოქტომბერი
რალი მარათონების ბრიტანელმა მრბოლებმა, რობერტ ბელჩერმა და სტივენ კუპერმა დაიწყეს ტრანსკონტინენტური გარბენი ლონდონიდან კეიპ ტაუნამდე (სამხრეთ აფრიკა), რომელიც ათ დღეში უნდა დაასრულონ და ამ დროში, დაახლოებით 16 000 კილომეტრი უნდა გაიარონ. გარბენი 4 ოქტომბერს დაიწყო და 14 ოქტომბერს დასრულდება. მარათონის მონაწილეები სულ 13 ქვეყანაზე, მათ შორის, ლიბიასა და კენიაშიც გაივლიან, სადაც მათ სახიფათო გზა ელით.

ჰამილტონს საბურავებმა უმტყუნა

Mercedes admits it faced dilemma with Hamilton's strategy
6 ოქტომბერი
კორეაში რბოლის დროს, ლუის ჰამილტონმა რადიოთი შეატყობინა თავის გუნდს, რომ საბურავების მეორე კომპლექტი, რომელიც მის მანქანზე პირველი პიტსტოპისას დააყენეს, ძალიან სწრაფად გაცვდა და მანქანას აღარ იჭერდა. ამის გამო, „მერსედესი“ ტაქტიკის შეცვლის დილემის წინაშე აღმოჩნდა - რაც შეიძლება დაეყოვნებინათ ჰამილტონი ტრასაზე, რათა საბურავები დაგეგმილ დრომდე შეენარჩუნებინათ, ან დაუყოვნებლივ შეეყვანათ ბოქსში.

ალეს ჰულკენბერგ!

Motor racing-Vettel takes fourth win in a row
6 ოქტომბერი
რა თქმა უნდა, რბოლა სებასტიან ფეტელმა მოიგო. ეს მისი ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა და დარჩენილ რბოლებშიც რომ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ის ვიხილოთ, არავის უნდა გაუკვირდეს. ჰულკენბერგი კი, მართალია, კვარცხლბეკზეც ვერ ავიდა - მის წინ რბბოლა „ლოტუსის“ პილოტებმა დაასრულეს, მაგრამ სტარტიდან ფინიშამდე, გერმანელმა ლომივით იბრძოლა პოზიციის შესანარჩუნებლად და ჯერ ფერნანდო ალონსოს, შემდეგ კი ლუის ჰამილტონს, სულ კუდით ქვა ასროლინა!