დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, June 11, 2014

„რენო“ „ალპინს“ „კატერჰემის“ გარეშე აღადგენს

Renault Buys Caterham's Stake in Joint Venture, Will Launch Alpine Sports Car Alone in 2016
11 ივნისი
როგორც მოსალოდნელი იყო, „რენომ“ და „კატერჰემმა“ პროექტ „ალპინზე“ თანამშრომლობა ოფიციალურად გაწყვიტეს. ამგვარად, ფრანგული კომპანია თავისი აწ უკვე ყოფილი პარტნიორისგან, მათ მიერ შექმნილ ერთობლივ საწარმო „სოსიეტ დეს აუტომობილს ალპინ კატერჰემის“ აქციების იმ 50 პროცენტს გამოისყიდის, რომლებიც „კატერჰემის“ ხელში იყო. შესაბამისად, ერთობლივი საწარმოს სახელიც შეიცვლება და იქიდან „კატერჰემი“ ამოვარდება.

ნიუი შესაძლოა ამერიკის თასის პროექტში ჩაერთოს

Newey 'keen' to join $130m America's Cup bid
11 ივნისი
სახელოვანი ბრიტანელი აფროსანი სერ ბენ ეინსლი აღიარებს, რომ შესაძლოა ფ1-ის საუკეთესო ინჟინერი ედრიან ნუი, მის ახალ პროექტში ჩაერთოს, რომელიც საკუთარი იახტით ამერიკის თასზე ასპარეზობას ისახავს მიზნად. ნიუიმ ახლახანს ახალი კონტრაქტი გააფორმა „რედ ბულთან“, რომლისთვისაც 2015 წლის სეზონისთვისაც მოამზადებს ბოლიდს, შემდეგ კი სხვადასხვა პროექტებში ჩაერთვება და პარალელურად, ფ1-ის შემდგომი მანქანების პროექტირებისას, გუნდს კონსულტაციებს გაუწევს.

ბრიატორე „ფერარის“ ბრიტანეთში გადასვლას ურჩევს

Mercedes' Cowell also said no to Ferrari – report
11 ივნისი
ფლავიო ბრიატორეს თქმით, „ფერარის“ ძალიან ძვირად უჯდება ის ფაქტი, რომ ბრიტანეთში არაა ბაზირებული. ის დარწმუნებულია, რომ თუ სახელოვანი იტალიური გუნდი მარანელოდან ალბიონზე გადაბარგდება, ბევრი პრობლემის მოგვარებას შეძლებს. მაგალითად, წამყვანი ბრიტანელი ინჟინრების გადაბირება არ გაუჭირდება.