დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, July 15, 2013

ელექტრო ძრავი ბორბალში - „პროტიენის“ ვერსია

In-Wheel Electric Motor for 2014 from Protean
15 ივლისი
საავტომობილო ელექტრონიკის მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია „პროტიენმა“ შეიმუშავა ბორბალში ელექტრო ძრავის განლაგების ახალი ტექნოლოგია, რომლის გამოყენებითაც, მალე ასეთი ბორბლების სერიულ წარმოებას დაიწყებს. სიახლის მთავარი ნაწილი - კომპაქტური ელექტრო ძრავი, „პროტიენმა“ თავად შეიმუშავა. კომპანია წარმოების დაწყებას ჩინეთში, ქალაქ ლიანში გეგმავს. ამერიკული კომპანია აცხადებს, რომ მისი ძრავიანი ბორბალი, ელექტრომობილების გარდა, ჰიბრიდულ ავტომობილებზეც გამოდგება.

„ფორდისთვს“ ჩინეთი მთავარი საექსპორტო ჰაბი ხდება

Mulally sees China becoming Ford export hub
15 ივლისი
„ფორდის“ მთავარი აღმასრულებელი ალან მიულალი (ფოტოზე) ამბობს, რომ მალე მისი კომპანიისთვის ჩინეთი მთავარი საექსპორტო ჰაბი გახდება. თუმცა, სანამ ეს მოხდება, ამერიკულ კომანიას ცისქვეშეთში სწრაფი ტემპით მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევს.

ჰოლანდიაში ელექტრომობილების დამუხტვის ინფრასტრუქტურა იქმნება

ABB announces plan to build world's largest network of EV fast-charging stations
15 ივლისი
თუ ყველაფერი გეგმის შესაბამისად წარიმართა, მალე ჰოლანდიას მსოფლიოში ელექტრომობილების სწრაფად დასამუხტი სადგურების ყველაზე განვითარებული ქსელი ექნება. ამ გეგმის მიხედვით, 2015 წლისთვის, მთელს ქვეყანაში, მაგისტრალურ გზებზე, ასეთი 200-ზე მეტი სადგური უნდა მუშაობდეს. ეს სადგურები ისე განლაგდება, რომ რომელიმე მათგანი მეზობელ სადგურთან 50 კილომეტრზე მეტად არ იყოს დაშორებული.

FIA ძრავების სხვა ბრენდებით გამოყენებას კრძალავს

FIA to block 'custom engines' for 2014 - report
15 ივლისი
ძრავების მიმწოდებლები ვალდებულები არიან, თავიანთ კლიენტებს იდენტური ძრავები მიაწოდონ, როცა ფორმულა ერთი ახალ რეგლამენტზე გადავა. ეს მას შემდეგ გამოცხადდა, რაც „რედ ბულმა“ და „რენომ“ გამოთქვეს სურვილი, რომ ჩემპიონი გუნდისთვის განკუთვნილი ძრავების სრულყოფაზე, „ინფინიტის“ სპეციალისტებსაც ემუშავათ.

„დატსუნმა“ ახალი სიცოცხლე ინდოეთში დაიწყო

Datsun Relaunched as Dacia of the East with New GO Supermini
15 ივლისი
დაახლოებით სამი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ნისანმა“ თავის ბრენდ „დატსუნის“ წარმოება გააჩერა და აი, ინდოეთში ეს მარკა ახლიდან დაიბადა. ოღონდ, ამჯერად იაფფასიანი ავტომობილების მწარმოებლად. შეგიძლიათ, მას აღმოსავლური „დაჩია“ უწოდოთ. განახლებული „დატსუნის“ მთავარი დანიშნულება სწორედ იაფფასიანი ავტომობილების ბაზარზე დამკვიდრება და ამით, „ნისანის“ გაყიდვების გაზრდაა. საკუთრივ „ნისანისა“ და „ინფინიტის“ შემდეგ, ის „ნისანის“ ოჯახის მესამე წევრი გახდა.