დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, March 6, 2013

ფორმულა 1-ში იმისთვის ვარ, რომ გამარჯვებას მივაღწიო

ექსკლუზიური ინტერვიიუ კიმი რაიკონენთან
6 მარტი
აისმენი პადოკში
კიმი რაიკონენი თანამედროვე ფორმულა 1-ის ერთ-ერთი გამორჩეული პილოტია. 2007 წლის ჩემპიონი, ადამიანი, რომელიც ფ1-ში პირდაპირ დაბალი ფორმულიდან (ბრიტანული ფორმულა რენოდან) მოვიდა, სადაც პირველივე ოთხი რბოლა მოიგო. ფინეთის გარეთ პირველად 15 წლისამ იასპარეზა - მონაკოში.

„პინინფარინა სერჯო“ - ბოსის სახსოვარი

Pininfarina Honors Late Company Boss with Ferrari 458 Spider-Based Sergio Barchetta
6 მარტი

ლეგენდარულ იტალიურ დიზაინ ატელიეს შარშან ასევე ლეგენდარული ბოსი - სერჯო პინინფარინა მოუკვდა. მის საპატივცემულოდ კი ჟენევის მოტორ შოუსთვის, მისივე სახელობის კონცეპტუალური ღია სპორტული (ბარკეტას ტიპის) მოამზადა, რომელშიც „პინინფარინას“ განცხადებით, კომპანიის „სულისკვეთების და ღირებულებათა განახლებაა ასახული“.

„ჯუჯაროს“ ორი „ პარკური“ „ლამბორგინის“ ძრავებით

Italdesign Presents Lamborghini V10-Powered Parcour Concepts
6 მარტი
ეს ორი კონცეპტუალური ავტომობილი, რომლებიც „იტალდიზაინ ჯუჯარომ“ ჟენევის მოტორ შოუზე წარადგინა, შეიძლება უბრალო კონცეპციებად ჩავთვალოთ, როგორებსაც მალე ივიწყებენ, რომ არა ერთი საინტერესო ფაქტი: ცნობილი იტალიური ატელიე, ისევე როგორც „ლამბორგინი“, „ფოლკსვაგენის“ დიდი სახლის წევრები არიან და გერმანული გიგანტი ყველანაირად ეცდება, მის რაციონალურად გამოყენებას.