დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, May 19, 2013

„პორშე 918 სპაიდერი“ - გავიცნოთ უფრო ახლოს

Porsche Releases New Photos and Technical Details on the 918 Spyder
19 მაისი
„პორშე“ ამთავრებს თავის უახლეს სუპერ ავტომობილ „918 სპაიდერზე“ მუშაობას. ავტომობილმა ტესტების ბოლო ფაზაც გაიარა, რის შემდეგაც კომპანიამ მისი განახლებული ტექნიკური მახასიათებლები და ახალი ფოტოები გამოაქვეყნა. პრეს რელიზში ნათქვამია, რომ „918 სპაიდერზე“ ის სარბოლო ტექნოლოგიები დანერგეს, რომლებიც კომპანიამ ლე მანის მომავალი წლის რბოლისთვის შეიმუშავა. სხვათა შორის, მანქანის ეგრეთ წოდებული მგორავი შასის მართვა, ძარის ელემენტების გარეშეც შესაძლებელია. ამ ტექნიკას კი „პორშე“ თავის სარბოლ ავტომობილებზე იყენებს ხოლმე.

დათა ქაჯაიამ კლერმონ ფერანიც დაიპყრო


19 მაისი
ოღონდ, დიჟონისგან განსხვავებით, ამჯერად „მხოლოდ“ ორი რბოლის მოგებას დასჯერდა. უფრო სწორედ, ლეჯენდსის კლასის სარბოლი ავტომობილების ევროპის ეროვნებათა თასის მეორე ეტაპის სამივე რბოლა ტრასაზე მოიგო, მაგრამ გრძელი რბოლის დროს, სავალდებულო პიტსტოპზე, ბოქსებიდან დაბრუნების წესი დაარღვია (ქრონმეტრაჟის და არა თავისი მიზეზით), რის გამოც, საჯარიმო დრო დაემატა და საბოლოოდ, კვარცხლბეკს მიღმა დარჩა. სამი რბოლის ჯამში კი მეორე ადგილი მიეკუთვნა.

„ასტონ მარტინმა“ კონცეპტუალური CC100 გაგვაცნო (ვიდეო)

Aston Martin CC100 concept unveiled
19 მაისი
„ასტონ მარტინ CC100“ - კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც ბრიტანულმა კომპანიამ ნურბურგრინგის 24-საათიანი რბოლის სტარტამდე გაგვაცნო, მისი დაარსებიდან ასი წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნა და იმ ავტომობილის (DBR1) სტილშია შესრულებული, რომლითაც „ასტონის“ ეკიპაჟმა (ამერიკელი ქეროლ შელბი და ბრიტანელი როი სალვადორი) 1959 წელს ლე მანის 24-საათიანი რბოლა მოიგო. რაც მთავარია, კონცეპტი კომპანიის ასწლოვან იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა.