დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, June 9, 2015

„ბეემვემ“ LMP1 პროექტზე მუშაობა უარყო

BMW Rejects Speculation Regarding a LMP1 Project
9 ივნისი
„ბეემვემ“ უარყო ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ლე მანის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობას გეგმავს. ბავარიული კომპანიის მოტორსპორტის შტოს შეფმა იენს მარკარდტმა ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას განცხადა, რომ ამ რბოლაში და გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში ჩართვის შემთხვევაში, „ბეემვე“ რიგით მხოლოდ მეხუთე იქნება „აუდის“, „ტოიოტას“, „პორშეს“ და „ნისანის“ შემდეგ, რაც მისი კომპანიის ფილოსოფიას არ შეესაბამება.

„ნისანის“ უცნაური სარბოლო პროტოტიპი - „GT-R LM ნისმო“

Nissan GT-R LM Nismo Technical Specs Revealed
9 ივნისი
ლე მანის წლევანდელი 24-საათიანი რბოლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილე, „ნისანის“ უჩვეულო კონსტრუქციის LMP1 კლასის სარბოლო პროტოტიპია, სახელად „GT-R LM ნისმო“. მთავარი უჩვეულობა მასში ისაა, რომ წამყვანი წინა ბორბლები აქვს. გარდა ამისა, კაბინა მკვეთრად უკანაა დაწეული და უკანა ბორბლები წინებზე ვიწროა.

ბატონი: „ფანჯრიდან აგურის სროლა საქმეს ვერ შველის“

Button: “Throwing a brick through the window doesn’t help”
9 ივნისი
ჯენსონ ბატონი თვლის, რომ „მაკლარენისთვის“ ეს სეზონი დაკარგულია იმ მხრივ, რომ ის და ფერნანდო ალონსო კვარცხლბეკზე ასვლას ვეღარ შეძლებენ. თუმცა მიაჩნია, რომ პოზიტიური მიმართულებით სხვა შესაძლებელია და ეს გუნდს მომავალი სეზონისთვის უკეთ მოსამზადებლად დაეხმარება.