დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, June 9, 2015

ბატონი: „ფანჯრიდან აგურის სროლა საქმეს ვერ შველის“

Button: “Throwing a brick through the window doesn’t help”
9 ივნისი
ჯენსონ ბატონი თვლის, რომ „მაკლარენისთვის“ ეს სეზონი დაკარგულია იმ მხრივ, რომ ის და ფერნანდო ალონსო კვარცხლბეკზე ასვლას ვეღარ შეძლებენ. თუმცა მიაჩნია, რომ პოზიტიური მიმართულებით სხვა შესაძლებელია და ეს გუნდს მომავალი სეზონისთვის უკეთ მოსამზადებლად დაეხმარება.

ბატონი, ვის ანგარიშზეც, 2009 წლის ტიტული და 15 გამარჯვებაა, თვლის, რომ მძიმე სიტუაციაში ნერვების აყოლა საქმეს ვერ უშველის და დარწმუნებულია, რომ უოკინგელები საქმეს გამოასწორებენ. ამას კი დრო და ბევრი შრომა სჭირდება.
„ეს ერთი გუნდია და არა „ჰონდა“ და „მაკლარენი“. სწორედ „მაკლარენმა“ აირჩია „ჰონდასთან“ თანამშრომლობა. შემიძლია ვთქვა, რომ ამ სეზონში კვარცხლბეკი გამორიცხულია. მაგრამ თუ არ ვიმუშავებთ, კვარცხლბეკს ვერც მერე დავიმსახურებთ“, - ამბობს ბატონი, ვინც ამ სეზონში „მაკლარენს“ პირველი ქულები მონაკოში მოუპოვა, თუმცა კანადაში რბოლა ისევ ვერ დაასრულა (ამ სეზონში მესამედ).
„რა თქმა უნდა, ყველანი გაწბილებულები ვართ. რა აღარ ვიღონეთ. ზოგი ამბობს, „ესაა პრობლემა და სასწრაფოდ გადაწყვიტეთ“. მაგრამ ფანჯრიდან აგურის სროლით საქმეს ვერ უშველი“, - დასძენს ბატონი.

No comments:

Post a Comment