დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 8, 2015

„იაგუარ ლენდ როვერი“ უპილოტო ავტომობილებზე უარს ამბობს

Jaguar r&d chief shuns driverless cars; says customers aren't 'cargo'
8 ივლისი
„იაგუარ ლენდ როვერის“ კვლევისა და განვითარების შეფი ვოლფგანგ ეპლე ამბობს, რომ მისი კომპანია არასდროს გამოუშვებს უპილოტო ავტომობილებს: „ჩვენ მომხმარებლებს ტვირთად არ განვიხილავთ. ჩვენ არ გვინდა რობოტების შექმნა, რომლებიც ტვირთს A-დან B პუნქტში გადაიტანს“, - „იაგუარ ლენდ როვერის“ კვლევისა და განვითარების ცენტრში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განცხადა ეპლემ.

„მაკლარენი ბატონის გაშვებას არ აპირებს

Ron Dennis insists Jenson Button will stay at McLaren for 2016
8 ივლისი
„მაკლარენის“ შეფი რონ დენისი ამბობს, რომ არ აპირებს გუნდიდან ჯენსონ ბატონის გაშვებასა, რომელსაც უოკინგელებთან ორწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. არადა, გასული სეზონის მიწურულს, მის შენარჩუნებაზე ბევრი იფიქრა. დენისმა ეს განცხადება სილვერსტოუნზე, მისი გუნდისთვის მორიგი წარუმატებელი რბოლის შემდეგ გააკეთა.

„ლამბორგინი ავენტადორ LP750-4 SV როდსტერის“ პირველი ფოტოები

New Lamborghini Aventador LP750-4 SuperVeloce Roadster - First Photos
8 ივლისი
სულ რაღაც ორი კვირის წინ, „ლამბირგინის“ მთავარმა აღმასრულებელმა შტეფან ვინკელმანმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი კომპანია, „ავენტადორ LP750-4 სუპერ ველოჩეს“ ღია ვერსიასაც გამოუშვებს. ახლახანს კი ცნობილმა ფოტოგრაფმა ჯორდან შირაკიმ, ინტერნეტით ამ ავტომობილის პირველი ფოტოები გაავრცელა

„ფორდ F-150 რეპტორი“ უდაბნოში წინამორბედზე სწრაფია

2017 Ford F-150 Raptor Is 25 Percent Faster Off-Road Than Current Model
8 ივლისი
 „ფორდმა“ შეერთებული შტატების სამხრეთ დასავლეთ რეგიონის უდაბნოში, თავის ახალ „F-150 რეპტორს“ უმძიმეს პირობებში ჩაუტარა ტესტები. რამდნმე „რეპტორმა“ჯამში 1600 კილომეტრზე მეტი, ძირითადად სარბოლო რეჟიმში გაიარა. მარშრუტი ბახას ტიპის რალი-რეიდების რბოლების მარშრუტის პარალელურად გადიოდა. ამასთან, გზა წარმოადგენდა წრეს, რომლის სიგრძეც 100 კილომეტრზე მეტია.

მილანში „ალფა რომეოს“ განახლებული მუზეუმი გაიხსნა

New Alfa Romeo museum opened - picture special
8 ივლისი
„ალფა რომეომ“ თავის მუზეუმს, რომელიც მილანის გარეუბან არეზეში მდებარეობს, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარა. სიმბოლურად ეს კომპანიის განახლების დასაწყისს დაემთხვა, რამაც ის კონკურენტუნარიან პრემიუმ მოთამაშედ უნდა ჩამოაყალიბოს. ამ პროცესში პირველი სვლა კი უახლეს სედან „ჯულიას“ პრემიერა გახდა, რომელიც იტალიურმა კომპანიამ ახლახანს გაგვაცნო.