დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 8, 2015

მილანში „ალფა რომეოს“ განახლებული მუზეუმი გაიხსნა

New Alfa Romeo museum opened - picture special
8 ივლისი
„ალფა რომეომ“ თავის მუზეუმს, რომელიც მილანის გარეუბან არეზეში მდებარეობს, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარა. სიმბოლურად ეს კომპანიის განახლების დასაწყისს დაემთხვა, რამაც ის კონკურენტუნარიან პრემიუმ მოთამაშედ უნდა ჩამოაყალიბოს. ამ პროცესში პირველი სვლა კი უახლეს სედან „ჯულიას“ პრემიერა გახდა, რომელიც იტალიურმა კომპანიამ ახლახანს გაგვაცნო.
მუზეუმის სახელია „ლა მაკინა დელ ტემპო - მუზეო სტორიკო ალფა რომეო“ (დროის მანქანა - ალფა რომეოს ისტორიის მუზეუმი). ის 30 ივნისს გაიხსნა. მუზეუმის შენობაშივეა „ალფას“ ცენტრი, რომელიც შოურუმს, სატესტო ტრეკს, მომხმარებლებისთვის მიწოდბის არეს და წიგნების მაღაზიას მოიცავს. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, „ალფა რომეოს“ 105-წლიან ისტორიას და ახალი ავტომობილების პროპაგანდას ემსახურება.
„ალფას“ მუზეუმი 2009 წელს დაიხურა მას შემდეგ, რაც არეზეში არსებული ქარხანა გაჩერდა. ახალი მუზეუმი არქიტექტორმა ბენედეტო კამერანამ შეიმუშავა. პროექტი 2013 წელს მზად იყო, რეკონსტრუქცია კი შარშან დაიწყო. განახლების შემდეგ, მუზეუმი ყოველდღიურად იმუშავებს. მის სამ სართულზე, „ალფა რომეოს“ 69 ყველაზე გამორჩეული საგზაო და სარბოლო ავტომობილის ნახვაა შესაძლებელი.
სამივე სართული განსხვავებულ შემაზეა. პირველი სართულის ექსპოზიციას „ტაიმლაინი“ ეწოდა და იქ ქრონოლოგიურადაა განლაგებული „ალფას“ ისტორიაში ყველაზე გამორჩეული საგზაო ავტომობილები. მეორე თემაა „ბიუტი“. აქ „ალფას“ პარტნიორი ატელიეების და დიზაინის სტუდიების მიერ შექმნილ იშვიათ მოდელებს და კონცეპტუალურ ავტომობილებს, ასევე ფილმებისთვის სპეციალურად დამზადებულ ავტომობილებს ნახავთ. მესამე თემაა „სპიდ“ და აქ „ალფას“ ლეგენდარულ სარბოლო ავტომობილებს იხილავთ.
სექტორ „ტაიმლაინში“ 19 ავტომობილია განლაგებული. მათ შორისაა „ალფას“ პირველი მოდელი, რომელიც 1910 წელსაა გამოშვებული და რომელსაც მხოლოდ 24 ცხენის ძალა აქვს. აქვეა 1930-იანი, 1940-იანი წლების 8C და 6C მოდელები, 1950-იანების „ჯულიეტა“, 1962 წლის „ჯულია“, 1970-იანების „ალფეტა“ და „ალფასუდი“, ასევე ბოლო პერიოდის 159 და 8C.
თემა „მშვენიერების“ (სილამაზის) სართულზე, „პინინფარინას“, „ბერტონეს“, „ტურინგ სუპერლეგერას“ და „ჯუჯაროს“ მიერ შექმნილ შედევრებს იხილავთ. აქვეა „ტურინგის“ მიერ 1930-იანი და 1940-იანი წლების „ალფები“ და რა თქმა უნდა, 1938 წელს გამოშვებული „8C 2900B ტურინგ ბერლინეტა“, რომელსაც პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსი აქვს მოგებული. ამავე სართულზე, „ჯულიას“ და „ჯულიეტას“ არაერთი ვერსიაა გამოფენილი, რომლებმაც „ალფა რომეოს“ ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.
დაბოლოს, „სიჩქარის“ სართულის ექსპოზიცია, „ალფა რომეოს“ სახელოვან სარბოლო წარსულს გვაცნობს. მათ შორის ყველაზე გამორჩეული, ფორმულა 1-ის პირველი ჩემპიონი - „ალფა რომეო“ 158, რომლთაც იტალიელმა ჯუზეპე ფარინამ 1950 წელს, ფორმულა 1-ის მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის ტიტული პოიპოვა. აქვეა ლეგენდარული რბოლების, მილე მილიას და ტარგა ფლორიოს გამარჯვებული ავტომობილები.

No comments:

Post a Comment