დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 8, 2015

„ფორდ F-150 რეპტორი“ უდაბნოში წინამორბედზე სწრაფია

2017 Ford F-150 Raptor Is 25 Percent Faster Off-Road Than Current Model
8 ივლისი
 „ფორდმა“ შეერთებული შტატების სამხრეთ დასავლეთ რეგიონის უდაბნოში, თავის ახალ „F-150 რეპტორს“ უმძიმეს პირობებში ჩაუტარა ტესტები. რამდნმე „რეპტორმა“ჯამში 1600 კილომეტრზე მეტი, ძირითადად სარბოლო რეჟიმში გაიარა. მარშრუტი ბახას ტიპის რალი-რეიდების რბოლების მარშრუტის პარალელურად გადიოდა. ამასთან, გზა წარმოადგენდა წრეს, რომლის სიგრძეც 100 კილომეტრზე მეტია.

სატესტო „რეპტორებმა“ ეს გზა, რომელიც მთლიანად უდაბნოში გადის, რამდნჯერმე გაიარეს. ტესტების დროს გამოვლინდა, რომ ურთულეს პირობებში, ახალი „რეპტორი“ წინამორბედზე დაახლოებით მეოთხედით სწრაფია. უდაბნოში მისი სიჩქარე ხშრად 160 კმ/სთ-ზე მეტი იყო, ზოგან კი, გაუვალ ადგილებში, 15 კმ/სთ-მდე მცირდებოდა. ტესტების დროს, მათი საშუალო სიჩქარე 80 კმ/სთ-ზე მეტი გამოვიდა. სწორედ წრის გავლის დროების მიხედვით, ახალმა „F-150 რეპტორმა“ წინამორბედს დაახლოებით 25 პროცენტით აჯობა.
ყოველი წრის ბოლოს, „რეპტორს“ მცირე ტრამპლინის გავლა უწევდა, რომლის სიმაღლეც 60 სანტიმეტრია. ხოველი ნახტომის შესრულების შემდეგ, მაღალი სიჩქარით მოძრავი პიკაპი, მდგრადობას თავისუფლად ინარჩუნებდა. როგორც ინჟინრები და ტესტ პილოტები ამბობენ, ტესტების დროს, პიკაპი იმაზე გაცილებით რთულ პირობებში გადაადგილდებოდა, ვიდრე სერიულ ვერსიას ექსპლუატაციის დროს მოუწევს.
„ფორდ F-150 რეპტორის“ პრემიერა დეტროიტის მოტორ შოუზე შედგა. მისი თავისებურება ისაა, რომ კომპანია „ფოქსის“ მიერ შემუშავებულ საკიდარს ეყრდნობა, რომელიც უგზოობის პირობების შესაბამისადაა მომართული. წინმორბედს საკიდართან შედარებით, ახლის წინა სისტემის სვლა 63 მილიმეტრით (284 მილიმეტრამდე) არის გაზრდილი, უკანისა კი - 76 მილიმეტრით (305 მილიმეტრამდე). ავტომობილის მართვის ელექტრონულ სისტემას აქვს სპეციალური რეჟმები, რომლებიც უდაბნოში და ქვიან გზებზე მოძრაობისთვის გამოდგება.
ტემპერამენტიანი პიკაპი აღჭურვილია სერია ეკობუსტის 3.5-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავით, რომლის სიმძლავრეც 450 ცხენის ძალას აღწევს. ძრავთან წყვილში 10-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი მუშაობს. შედარებისთვის, ახლანდლი „რეპტორის“ მოძრაობას 6.2-ლიტრიანი ატმოსფერული V8 აგრეგატი უზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრეც 411 ცხენის ძალაა. მასთან კი 6-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია დაკავშირებული.
ახალი „ფორდ F-150 რეპტორი“ ბაზარზე 2016 წლის მეორე ნახევარში გამოვა.

No comments:

Post a Comment