დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 23, 2014

„ფორდ ფიესტა“ ბრიტანეთის ყველა დროის ბესტ სელერია

Ford Fiesta Is the Best Selling Car of All Time in Britain
23 ივლისი
„ფორდს“ ბრიტანული საავტომობილო ბაზრის უდიდესი წილი ეკუთვნის. მისი ორი მოდელი - „ფიესტა“ და „ფოკუსი“, ალბიონზე უკვე მრავალი წელია, გაყიდვებში ლიდერობისთვის ეპაექრებიან ერთმანეთს. განსაკუთრებული პოპულარობით მათ შორის „ფიესტა“ გამოირჩევა, რომელიც „ფოკუსზე“ ძველიცაა და მხოლოდ დროზე იყო დამოკიდებული, თუ როდის მოიპოვებდა ეს სუბკომპაქტური ავტომობილი ბრიტანეთის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის სტატუსს.

„ლენდ როვერები“ დრონებით აღიჭურვება

The Land Rover that can see round corners: Engineers working to create drones that can be launched from 4x4
23 ივლისი
თუ ცუდ ამინდში გიწევთ ავტომობილის მართვა, ან თქვენს წინ მკვეთრი მოსახვევია, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან არ იცით, წინ რა შეიძლება დაგხვდეთ. მაგრამ მალე თქვენს ხელთ შეიძლება აღმოჩნდეს საშუალება, რომელიც ათეულობით მეტრის იქით გაგახედებთ. ეს საშუალება ერთგვარი მსტოვრული აპარატია, რომელიც ჰაერში დაფრინავს და რეალურ დროში გადმოსცემს თქვენთვის საინტერესო არეალის ვიდეო გამოსახულებას, რომლის ხილვასაც ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებულ სენსორულ ეკრანზე, ან საქარე შუშაზე შეძლებთ.

„სუზუკი“ ჩინეთში სედან „ალივიოს“ გაყიდვას იწყებს

Suzuki Alivio (Maruti Ciaz) to go on sale in China next month
23 ივლისი
ჩინურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იქაურ ბაზარზე მალე დაიწყება „სუზუკი ალივიოს“ გაყიდვები. ოღონდ, მანამდე იაპონური კომპანია მას ჩენდუს მოტორ შოუზე წარადგენს, რომელიც 29 აგვისტოს დაიწყება. ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია „სუზუკიმ“ ჩინელებს პირველად პეკინის წლევანდელ მოტორ შოუზე წარუდგინა, ჩენდუში კი მის სერიულ ვერსიას გამოფენს.