დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, July 23, 2014

„ლენდ როვერები“ დრონებით აღიჭურვება

The Land Rover that can see round corners: Engineers working to create drones that can be launched from 4x4
23 ივლისი
თუ ცუდ ამინდში გიწევთ ავტომობილის მართვა, ან თქვენს წინ მკვეთრი მოსახვევია, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან არ იცით, წინ რა შეიძლება დაგხვდეთ. მაგრამ მალე თქვენს ხელთ შეიძლება აღმოჩნდეს საშუალება, რომელიც ათეულობით მეტრის იქით გაგახედებთ. ეს საშუალება ერთგვარი მსტოვრული აპარატია, რომელიც ჰაერში დაფრინავს და რეალურ დროში გადმოსცემს თქვენთვის საინტერესო არეალის ვიდეო გამოსახულებას, რომლის ხილვასაც ცენტრალურ კონსოლზე მოთავსებულ სენსორულ ეკრანზე, ან საქარე შუშაზე შეძლებთ.

ასეთი მსტოვრული საფრენი აპარატით მალე „ლენდ როვერები“ აღიჭურვება. ბრიტანული კომპანიის ინჟინრები ახლა სწორედ ასეთი დრონების (მინიატურული საფრენი აპარატების) შექმნაზე მუშაობენ, რომლებიც დისტანციურად მართვის სისტემებით, ასევე ფოტო და ვიდეო კამერებით და გადამცემი სისტემებით აღიჭურვება.
დრონები ჰაერიდან მანქანის წინ, დაახლოებით 20 მეტრის დაშორებით არსებულ არეალს გააკოტროლებენ. დრონსა და ავტომობილს შორის კავშირს მობილური ტელეფონი უზრუნველყოფს, რომელიც ავტომობილში არსებულ უკაბელო კავშირის სისტემას უკავშირდება. საქარე შუშაზე გამოსახულების მისაღებად, საბრძოლო თვითმფრინავებში არსებულ ტექნოლოგიას გამოიყენებენ.
პირველი ავტომობილი, რომლის შეძენაც დრონაბიანად იქნება შესაძლებელი, „დსქავერი სპორტია“, რომლის მსოფლიო პრემიერაც პარიზის მოტორ შოუზე გაიმართება. ამ ავტომობილი კიდევ ერთი ტექნოლოგიური სიახლე - გამჭვირვალე კაპოტი, უკვე გაგაცანით. შეგახსენებთ, რომ აქაც კამერები მუშაობს, რომლებიც ავტომობილის კაპოტის ქვეშ არსებულ სივრცეს იღებენ და მიღებულ გამოსახულებას სპეციალური სისტემა, საქარე შუშაზე აპროეცირებს. ეს მძღოლს მანქანის ქვეშ არსებული ორმოების და უსწორმასწორობათა დაფიქსირების და მათზე თავის არიდების საშუალებას მისცემს.
კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ მძღოლი პარკირებისას თავისი ავტომობილის მართვას აიპადის ტაბლეტით, ან სმარტფონით შესძლებს. ეს განსაკუთრებით მაშინ გამოდგება, როცა სადგომზე იმდენად მცირე ადგილია, რომ კარის გაღება შეუძლებელი იქნება. გადმოხვალთ მანქანიდან, მომართავთ სმარტფონს და მისი სენსორული ეკრანით მართავთ ავტომბილს.
მოკლედ, „ლენდ როვერი“ და მისი მონათესავე „იაგუარი“, მყიდველს უამრავ საინტერესო სიახლეს უმზადებენ...

No comments:

Post a Comment