დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, November 18, 2013

„ფორდ ფიუჟნის“ ამერიკული გაყიდვები ძალიან სწრაფად იზრდება

Ford Fusion US Sales Surge, Could Challenge Toyota Camry
18 ნოემბერი
საშუალო ზომის სედან „ფორდ ფიუჟნზე“ ამერიკის ორივე სანაპიროს დიდ ქალაქებში ნამდვილი ბუმია. ნიუ იორკში, სან ფრანცისკოში, მაიამისა და ლოს ანჯელესში მომუშავე დილერებს ამ ავტომობილის გაყიდვები მინიმუმ 62 პროცენტით გაეზარდათ. და რაც მთავარია, მყიდველთა შორის ბევრის წინა ავტომობილი „ტოიოტა“, ან „ჰონდა“ იყო.

„ჰიუნდაი“ ახალი ტიპის შიდაწვის ძრავზე მუშაობს

Hyundai Wants to Make a Twin-Charged 1.8-Liter Compression-Ignition Gasoline Engine
18 ნოემბერი
ახლახანს „ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ მისი ინჟინრები სრულიად ახალ, 1.8-ლიტრიან GDCI (ბენზინის უშუალო შეფრქვევით და შეკუმშვით) ძრავზე მუშაობენ, რომელიც ერთდროულად ორი ტიპის (ოტოს და დიზელის) ძრავის პრინციპით იმუშავებს, რომლის კუმშვის ხარისხიც 14.8:1-ზე იქნება და რომელსაც ტურბო და მექანიკური დამჭირხნები მოემსახურება. და რაც მთავარია, არ ექნება სანთლები.

„ლოტუსს“ ჰულკენბერგი მალდონადოს ურჩევნია

Lotus prefers Hulkenberg over Maldonado for 2014
18 ნოემბერი
ნიკო ჰულკენბერგის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მას შემდეგაც კი, რაც „ლოტუსმა“ ახალი სპონსორი იშოვნა საინვესტიციო ჯგუფ „კვანტუმის“ სახით. ჯერ მათ შორის კონტრაქტი არ გაფორმებულა, თუმცა ეს საქმე დიდხანს აღარ გაჭიანურდება. და თუ ასე მოხდა, ენსტოუნელებს პასტორ მალდონადოს სპონსორი, ვენესუელას ნავთობკომპანია PDVSA და მისი სეზონური 40 მილიონი ევრო აღარ სჭირდება. უფრო სწორედ, უარს ასეთ ფულზე არავინ იტყვის, მაგრამ ერთ გუნდს ორი ტიტულოვანი სპონსორი ვერ ეყოლება...

კოვალაინენს წინა ფრთის პრობლემა ჰქონდა

Kovalainen blames front wing problem for struggles
18 ნოემბერი
მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკებსა და კვალიფიკაციაზე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა - სტარტზე მერვე ადგილის დაკავების უფლება მიიღო, ჰეიკი კოვალაინენი რბოლისას „არ ჩანდა“ და საბოლოოდ მე-15 ადგილს დასჯერდა, რაც „ლოტუსისთვის“, რომლის რომენ გროჟანმაც მეორე ადგილი დაიკავა, აშკარად შეუფერებელი შედეგია. მაგრამ როგორც ირკვევა, ფინელ მრბოლს პრობლემები ჰქონია.

„ლოტუსის“ შეფი გროჟანს უკვე სუპერ ვარსკვლავად მოიხსენიებს

Lotus reckons Romain Grosjean now among top four Formula 1 drivers
18 ნოემბერი
რომენ გროჟანმა ბოლო ხუთი რბოლიდან მეოთხე დაასრულა კვარცხლბეკზე, რაც უდაოდ შესანიშნავი მაჩვენებელია. ის სამჯერ დადგა მესამე საფეხურზე, ამერიკაში კი მხოლოდ სებასტიან ფეტელთან დამარცხდა და მასაც მხოლოდ 6 წამით ჩამორჩა. ამ ფაქტის გამო, „ლოტუსის“ შეფი ერიკ ბუიე ამბობს, რომ გროჟანი თანამედროვე ფ1-ის პილოტების მოწინავე ოთხეულში შედის და დასძენს, რომ გუნდს მისი სახით, სუპერ ვარსკვლავი ჰყავს.