დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, November 18, 2013

„ლოტუსს“ ჰულკენბერგი მალდონადოს ურჩევნია

Lotus prefers Hulkenberg over Maldonado for 2014
18 ნოემბერი
ნიკო ჰულკენბერგის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. მას შემდეგაც კი, რაც „ლოტუსმა“ ახალი სპონსორი იშოვნა საინვესტიციო ჯგუფ „კვანტუმის“ სახით. ჯერ მათ შორის კონტრაქტი არ გაფორმებულა, თუმცა ეს საქმე დიდხანს აღარ გაჭიანურდება. და თუ ასე მოხდა, ენსტოუნელებს პასტორ მალდონადოს სპონსორი, ვენესუელას ნავთობკომპანია PDVSA და მისი სეზონური 40 მილიონი ევრო აღარ სჭირდება. უფრო სწორედ, უარს ასეთ ფულზე არავინ იტყვის, მაგრამ ერთ გუნდს ორი ტიტულოვანი სპონსორი ვერ ეყოლება...
„ლოტუსი“ არ მალავს, რომ ჰულკენბერგი მისი ფავორიტია, მაგრამ გერმანელს სპონსორი არ ჰყავს და სწორედ ამიტომაა დამოკიდებული „კვანტუმზე“ – „ლოტუსს“ ბიუჯეტის შესავსებად, ძლიერი სპონსორი სჭირდება და თუ ბიუჯეტს შეავსებს, ჰულკენბერგი მალდონადოს და მის ნავთობმილიონებს გადასწონის. ვენესუელელი კარგი პილოტია, მაგრამ ზედმეტად ტემპერამენტიანი და ჭირვეულიც. ამიტომ, „ლოტუსს“ წყნარი, სწრაფი და ასევე ამბიციური ჰულკი ურჩევნია. მაგრამ თუ სხვა გზა არ ექნა... ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ „კვანტუმთან“ კონტრაქტს ვერ გააფორმებს.
მაგრამ ოსტინში ჰულკიმ აღიარა, ბოლო ორ რბოლაში კიმი რაიკონენი რომ არ შევცვალე, ახლა აქ გადმოსვლის ნაკლები შანსი მაქვსო. სწორედ ამიტომ, მისი მენეჯერი ვერნერ ჰაინცი „ფორს ინდიასთან“ და „ზაუბერთანც“ აწარმოებს მოლაპარაკებას. მაგრამ ცნობილია, რომ ამ გუნდებსაც ბიუჯეტის პრობლემები აქვთ და ამიტომ, პაი დრაივერი ურჩევნიათ. ინდურ გუნდს ალბათ პოლ დი რესტა დატოვებს, ვისაც ატლანტიკის გაღმა, ინდი ქარში ელიან. მაგრამ მისი ადგილის დაკავების შანსი სერხიო პერესს აქვს, რომელსაც ამ საქმეში „მაკლარენი“ დაეხმარება.
ახლახანს კი ბუიემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მალდონადოს ჰულკენბერგი ურჩევნია. მისი აზრით, ჰულკს და რომენ გროჟანს, ფ1-ში საუკეთესო წყვილის შედგენა შეუძლიათ. და ამიტომ, გუნდშიც ბევრ სპონსორს მოიზიდავენ. მაგრამ ბუიეს ისიც ესმის, რომ სანამ ის „კვანტუმისგან“ გარკვეულ პასუხს ელის, ჰულკენბერგმა შეიძლება სხვა გუნდთან მიაღწიოს შეთანხმებას. ამის საბაბი კი მას ექნება, რადგან ბევრი ლოდინის გამო ერთხელ უკვე წაგებული დარჩა...

No comments:

Post a Comment