დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, November 18, 2013

„ლოტუსის“ შეფი გროჟანს უკვე სუპერ ვარსკვლავად მოიხსენიებს

Lotus reckons Romain Grosjean now among top four Formula 1 drivers
18 ნოემბერი
რომენ გროჟანმა ბოლო ხუთი რბოლიდან მეოთხე დაასრულა კვარცხლბეკზე, რაც უდაოდ შესანიშნავი მაჩვენებელია. ის სამჯერ დადგა მესამე საფეხურზე, ამერიკაში კი მხოლოდ სებასტიან ფეტელთან დამარცხდა და მასაც მხოლოდ 6 წამით ჩამორჩა. ამ ფაქტის გამო, „ლოტუსის“ შეფი ერიკ ბუიე ამბობს, რომ გროჟანი თანამედროვე ფ1-ის პილოტების მოწინავე ოთხეულში შედის და დასძენს, რომ გუნდს მისი სახით, სუპერ ვარსკვლავი ჰყავს.
„ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ რომენი ძალიან სწრაფია, იქნებ ზედმეტად სწრაფიც და ხანდახან მეტისმეტად სწრაფი თავისი მანქანისთვის. მაგრამ დაოჯახების შემდეგ, ის სხვა დონეზე ავიდა. უფრო თავდაჯერებულია, რაც მის შედეგებზეც აისახება. დღეს ის სრულიად იმსახურებს, რომ მოწინავე ოთხეულში მოვიხსენიოთ“, - ამბობს ბუიე და დასძენს, რომ გროჟანს აშკარა გაუმჯობესება გერმანიის ეტაპიდან დაეტყო. „ლოტუსის“ შეფი დარწმუნებულია, რომ მომავალი სეზონიდან, ფ1-ს ფრანგი პილოტის სახით ნამდვილი სუპერ ვარსკვლავი ეყოლება.
ბუიე ასევე დარწმუნებულია, რომ გროჟანის აღმასვლას ხელი იმანაც შეუწყო, რომ „ლოტუსი“ კიმი რაიკონენმა დატოვა, რის შემდეგაც, მას გუნდის ლიდერობის გადაბარება მოუხდა. და ამას პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაც დაემატა, რამაც მის თავდაჯერებულობაზე დადებითად იმოქმედა.

No comments:

Post a Comment