დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Sunday, November 17, 2013

თამაშისთვის შექმნილი სუპერ ავტომობილის კონცეპცია

Mercedes AMG Vision Gran Turismo is ready for Gran Turismo 6
17 ნოემბერი
ასეთი რამ ავტო ინდუსტრიაში ალბათ პირველად ხდება, ყოველ შემთხვევაში, ასეთი რეზონანსი მსგავს ამბავს ადრე არასდროს გამოუწვევია - „მერსედს-ბენცმა“ სპეციალურად თამაშისთვის (სონის პლეისტეიშნ 3-თვის გრან ტურიზმო 6) სუპერ ავტომობილის კონცეპცია შეიმუშავა. სამწუხაროდ, სამქიმიანები ამ ავტომობილის წარმოებას არ აპირებენ, თუმცა სპეციალურად, სანივეილში (კალიფორნია) კვლევისა და განვითარების ახალი ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, მის 1:1-ზე მასშტაბის მოდელი დაამზადეს.

ამერიკაში გამარჯვებით ფეტელმა ახალი რეკორდი დაამყარა

Motor racing-Vettel sets record with U.S. Grand Prix win
17 ნოემბერი
ოსტინის რბოლაზე სალაპარაკო მხოლოდ ისაა, რომ სებასტიან ფეტელმა ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა. და ისიც, რომ თუ ბრაზილიაშიც მოიგებს, ალბერტო ასკარის რეკორდს გაიმეორებს - ზედიზედ მოგებული ცხრა რბოლით. მაგრამ ასკარიმ ამას ორი სეზონის ჯამში მიაღწია.

„ტატა“ მოდულური პლატფორმით გლობალურ ექსპანსიას გეგმავს

Tata plans for global expansion with new modular platform
17 ნოემბერი
ინდური საავტომობილო კომპანია „ტატა მოტორსი“, თავისი ბიზნესის მთელს მსოფლიოში გაშლას აპირებს, რისთვისაც ბაზარზე მსუბუქი ავტომობილების მთელ ოჯახს გამოუშვებს. ეს ავტომობილები საერთო, მოდულურ პლატფორმაზე აიგება და ისინი მთელს მსოფლიოში გაიყიდება. კომპანიას შემუშავებული აქვს პროექტების პაკეტი, რომელთა განხორციელებაც ექვს წელიწადზეა გათვლილი.