დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, April 4, 2013

მარსამდე მხოლოდ ელექტროენერგიით


150 million combined electric miles equivalent of trip from Earth to Mars
4 აპრილი
„შევროლემ“ საკუთარ ვებგვერდზე საინტერესო სტატისტიკური გამოკვლევა ჩაატარა, რომელმაც დაადასტურა, რომ „შევროლე ვოლტის“ მფლობელები, თავიანთი პლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილის ექსპლუატაციისას, თითქმის ყოველთვის აღწევენ იმ კილომეტრაჟს, რომელიც ამ ავტომობილს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ მიაკუთვნა. ეს არის 2.5 ლიტრი ბენზინი 100 კილომეტრზე.

„მერსედესი“ X-კლასს „მინისთან“ საკონკურენციოდ გამოუშვებს

Mercedes said to plan X-class range to rival BMW's Mini
4 აპრილი
გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „მერსედეს-ბენცს“ გადაწყვეტილი აქვს სუბკომპაქტური ავტომობილების სრული გამის წარმოება, რაშიც მას პარტნიორობას „რენო-ნისანის“ ალიანსი გაუწევს. ამ ეტაპზე, შტუტგარტში ასეთ ავტომობილებს X-კლასად მოიხსენიებენ. მათი ფასი 20 000 ევროზე ნაკლები უნდა იყოს და ისინი კონკურენციას „ბეემვეს“ „მინის“ და „აუდი A1-ს“ გაუწევენ. ახალი კლასი, სამქიმიანების გამაში, „სმარტსა“ და A-კლასს შორის ნიშას შეავსებს.

დი რესტას აზრით, პატარა გუნდებს სეზონის მეორე ნახევარში გაუჭირდებათ

Di Resta expects 2014 car design to hinder late 2013 development
4 აპრილი

პოლ დი რესტა ფიქრობს, რომ სეზონის მეორე ნახევარში, „ფორს ინდიას“ ძალიან გაუჭირდება თავის შესაძლებლობათა განაწილება იმისათვის, რომ ახლანდელი მანქანის განვითარებაც გააგრძელოს და მომავალი სეზონისთვის, სრულიად ახალი მანქანის შემუშავების პროცესიც დაიწყოს. და ამ მდგომარეობაში ყველა ის საჯინიბო აღმოჩნდება, რომლებსაც მცირე ბიუჯეტი აქვთ.

„ბეემვეს“ კონცეპტუალური X4 შაჰნაიში პრემიერის წინ

New BMW X4 Concept: First Official Photos Surface Online
4 აპრილი
„ბეემვე“ შანჰაის მოტორ შოუზე, პირველად გვიჩვენებს თავის უახლეს ავტომობილს, სპორტულ ქროსოვერ X4-ს, რომელიც რეალურად, წინასერიული ავტომობილი კი არის, მაგრამ მის კონცეპტუალურობას ხაზს გარეგნობაში ქრომირებული დეტალების სიმრავლე და ალუმინის უზარმაზარი ბორბლები უსვამს. ჩამოთვლილი წვრილმანების გარდა, ავტომობილის ექსტერიერი კონვეიერამდე ბევრი არაფრით შეიცვლება.