დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, April 4, 2013

მარსამდე მხოლოდ ელექტროენერგიით


150 million combined electric miles equivalent of trip from Earth to Mars
4 აპრილი
„შევროლემ“ საკუთარ ვებგვერდზე საინტერესო სტატისტიკური გამოკვლევა ჩაატარა, რომელმაც დაადასტურა, რომ „შევროლე ვოლტის“ მფლობელები, თავიანთი პლაგ-ინ ჰიბრიდული ელექტრომობილის ექსპლუატაციისას, თითქმის ყოველთვის აღწევენ იმ კილომეტრაჟს, რომელიც ამ ავტომობილს აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ მიაკუთვნა. ეს არის 2.5 ლიტრი ბენზინი 100 კილომეტრზე.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ გაყიდული „ვოლტების“ მფლობელებს, მარტო ელექტროენერგიით, ჯამში დაახლოებით 200 მილიონი კილომეტრი აქვთ გავლილი, ეს კი დაახლოებით არის მანძილი ჩვენი პლანეტიდან მარსამდე. ამავე კვლევამ აჩვენა, რომ „ვოლტის“ საშუალო მფლობელი, ავზის ორ სრულ ავსებას შორის, საშუალოდ 1440 კილომეტრს გაივლის. ამგვარად, მათი წლიური დანაზოგი დაახლოებით 1300 დოლარია.
აღსანიშნავია, რომ ბევრი მფლობელი პრაქტიკულად არ იყენებს საწვავს და მხოლოდ ელექტროენერგიის ხარჯზე გადაადგილდება. ერთ-ერთმა მფლობელმა ბრენტ უოლდრეპმა განაცხადა, რომ 21 თვის განმავლობაში, რაც „ვოლტის“ მფლობელია, მხოლოდ ორჯერ ჩაასხა თავისი მანქანის ავზში ბენზინი. და ამ დროის განმავლობაში, დაახლოებით 35 000 კილომეტრი გაიარა. ბოლოს მას ავზი შარშან, აგვისტოში გაუვსია და როგორც ამბობს, ავზი ნახევარზე მეტად ისევს შევსებულია. ცნობისათვის, „ვოლტის“ ავზი 35 ლიტრ საწვავს იტევს.
„შევროლე ვოლტის“ მარკეტინგის დირექტორი კრისტი ლენდი ამბობს, რომ ამ ელექტრომობილის ბევრი მომხმარებელი უკეთეს შედეგებს აღწევს, ვიდრე „ვოლტს“ EPA-მ პასპორტში ჩაუწერა. გამოკვლევამ ასევე დაადგინა, რომ „ვოლტის“ ათიდან ცხრა მფლობელი იმდენად კმაყოფილია ამ ავტომობილით, რომ მზადაა, მისი შემდგომი ავტომობილიც „ვოლტი“ იყოს.
„შევროლე ვოლტი“ აღჭურვილია ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკით, რომლის ტევადობაც 16.5 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა მხოლოდ ელექტროენერგიით დაახლოებით 60 კილომეტრი გაიაროს. როდესაც ელემენტები ჯდება, საქმეში ერთვება შიდაწვის ძრავისა და ელექტრო გენერატორის ტანდემი, რომელიც ელემენტებს ენერგიით ავსებს. ამ რეჟიმის გათვალისწინებით, სავსე ავზით, ავტომობილს 600 კილომეტრზე მეტის გავლა შეუძლია.

No comments:

Post a Comment