დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, December 3, 2013

„სუზუკი“ სედან „აუთენტიკსს“ ჩინეთში გამოუშვებს

Suzuki Authentics sedan will be made in China
3 დეკემბერი
სედანს სახელად „აუთენტიკსს“, რომელიც „სუზუკიმ“ კონცეპტუალური სახით შანჰაის მოტორ შოუზე წარადგინა, იაპონური კომპანია ჩინეთში, თავის ერთობლივ საწარმო „ჩანგან-სუზუკის“ ქარხანაში გამოუშვებს, რომელიც ქალაქ ჩუნცინში მდებარეობს. „აუთენტიკსი“ C სეგმენტის სედანია, რომელიც სპეციალურად ჩინური ბაზრისთვის შეიქმნა. ცისქვეშეთში ის კონკურენციას „შევროლე კრუზს“, „ოპელ ასტრას“ და „შკოდა ოქტავიას“ გაუწევს.

„რედ ბულ X2014“ კომპიუტერული თამაშისთვის

Red Bull X2014 revealed for Gran Turismo 6
3 დეკემბერი
კომპიუტერული თამაშები სულ უფრო პოპულარული ხდება დიდი ავტოკომპანიებისთვისაც კი, რომლებიც ამ თამაშების მომხმარებლებს შორის, თავიანთ მომავალ მყიდველებს ხედავენ. და იმისათვის, რომ მათი ყურადღება მიიქციონ და საკუთარ იმიჯს დამატებითი კოზირები შესძინონ, ამ თამაშებისთვის სპეციალურად ქმნიან ავტომობილებს. მაგალითად, ახლახანს „მერსედესმა“ და მისმა შვილობილმა AMG-მ, „სონი პლეისტეიშნ 3-ის“ თამაშ „გრან ტურიზმო 6-სთვის“ სპეციალურად შეიმუშავეს ვირტუალური სუპერ ავტომობილი, სახელად „ვიჟნ გრან ტურიზმო“, რომელიც შემდგ 1:1-ზე მასშტაბის მოდელის სახით დაამზადა კიდეც.

ჰულკენბერგი „ფორს ინდიაში“ დაბრუნდა

Motor racing -Hulkenberg joins Force India for 2014
3 დეკემბერი
ნიკო ჰულკენბერგი „ფორს ინდიაში“ დაბრუნდა და მისი ავტომობილით, ფორმულა ერთის მომავალ სეზონში იასპარეზებს. ეს ინფორმაცია სილვერსტოუნზე ბაზირებულმა გუნდმა დღეს გაავრცელა. 26 წლის ჰულკენბერგმა ვიჯეი მალიას გუნდში 2012 წლის სეზონი გაატარა, მანამდე ერთი სეზონის განმავლობაში კი მისივე ტესტ პილოტი იყო.

„ჰიუნდაი ველოსტერ ტურბო R“ - ნაკლები კომფორტი, მეტი ტემპერამენტი

2014 Hyundai Veloster Turbo R-Spec loses creature comforts, gains sporting equipment
3 დეკემბერი
ლოს ანჯელესის ავტო შოუზე, „ჰიუნდაიმ“ თავისი პოპულარული კუპე „ველოსტერ ტურბოს“ R-ვერსია გამოფინა. ახალი ავტომობილი ი9მით გამოირჩევა, რომ ის სტანდარტული „ველოსტერ ტურბოს“ ზოგიერთი სისტემის გარეშეა. მაგალითად, მასზე ვერ ნახავთ ელექტრონულ გასაღებს, რომლის მიახლოებისას, კარი საკეტს თავისით ხსნის, ძრავის დაქოქვის ღილაკს, პრემიუმ ხარისხის მაჩვენებლების დაფას, გვერდითა სარკეებს მოხვევის ციმციმებით, ინტერიერის გასაფორმებელ მაღალი ხარისხის მასალებს და ტყავის სავარძლებს, რომლებიც გამათბობლებითაა აღჭურვილი.

„რენო“ ჟენევაში პლაგ-ინ ჰიბრიდულ კონცეპტს გვიჩვენებს

Renault to Debut New 2L/100KM PHEV Study at 2014 Geneva Show
3 დეკემბერი
ჟენევის მომავალი წლის მოტორ შოუსთვის, „რენო“ სუბკომპაქტურ „კლიოს“ ზომის კონცეპტუალურ ავტომობილს ამზადებს, რომელიც პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება. წინასწარი მონაცემებით, ავტომობილი ასი კილომეტრის გასავლელად, მხოლოდ 2.0 ლიტრ საწვავს მოიხმარს. კომპანიის კვლევების, ექსპერიმენტებისა და ახალი მასალების დეპარტამენტის შეფი რემი ბასტიანი გამოცემა „ავტო ექსპრესთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი კომპანია, ბენზინის შიდაწვის ძრავზე ბაზირებულ პლაგ-ინ ჰიბრიდულ სისტემას იკვლევს, რისთვისაც სატესტო პროტოტიპი აქვს შემუშავებული. სწორედ ავტომობილი მოიხმარს ას კილომეტრზე ორ ლიტრ ბენზინს.